სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 23 2010, 10:18 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8[quote] ეს არის ვიდეო "იუტუბიდან", სადაც დიაკვანი ანდრია კურაევი მსჯელობს პირჯვრის წერის წესის ჩამოყალიბების ისტორიაზე, რადგან ვიღაცამ მას დაუსვა შეკითხვა ამის შესახებ: "შეკითხვის ავტორი, - ამბობს კურაევი, - ეყრდნობა ასმუხლიან კრებას, სადაც გამოითქვა "საკვირველი სიბრიყვე" ("дивная глупость"), რომლის მიხედვითაც "ვინც არ გადაიწერს პირჯვარს ორი თითით, ვითარც ქრისტე, ანათემა". ამას კურაევი სიბრიყვეს უწოდებს, თან უკვირს რომ თურმე ქრისტეც პირჯვარს იწერდა და თან იმასაც ამბობს, მე არ ვიცი იწერდა თუ არა ქრისტე პირჯვარსო. შემდეგ კურაევი ამბობს, რომ "წერილობითი მოწმობებიდან მხოლოდ მეოთხე საუკუნის მამებისგან ირკვევა როგორ იწერდნენ პირჯვარს მათ დროს, მათ შორის იოანე ოქროპირიც", და აჩვენებს როგორ იწერდა პირჯვარს წმ. იოანე ოქროპირი და ცერა თითით გადაიწერს ჯვარს შუბლზე, თითქოსდა ვიდეოზე ენახოს როგორ აკეთებდა ამას ოქროპირი: "ერთი დიდი (ცერა) თითითო, და ისიც მხოლოდ შუბლზეო". "აი ასეთი იყოო, პირჯვრისწერა", - ამტკიცებს კურაევი. მისი აზრით, "მეხუთე საუკუნეში ორი თითით პირჯვრისწერა ჩნდება, როგორც ნიშანი ბრძოლისა მონოფიზიტების წინააღმდეგ, რომლებიც უარყოფდნენ ქრისტეს კაცობრივ ბუნებას), შემდეგ გამოჩნდა ისლამი... აქ კადრები წყდება და სამწუხაროდ ვერ გავიგე შემდეგ რა "არგუმენტებს" აყენებს კურაევი. რა შეიძლება ითქვას, ყოველივე ამის შესახებ. პირველად ის, რომ კურაევი, როგორც მოსკოვის ოფიციალური საპატრიარქოს იდეოლოგი, ცხადია ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც ამ საპატრიარქოს საუკუნეებია ახასიათებს და დიდი ცვლილებები მაინცა და მაინც არ განუცდია. მეორე, "საკვირველი სისულელე", რომელსაც ასმუხლიანი კრების მამებს მიაწერს კურაევი, სინამდვილეში ეკუთვნის ძველ ბერძნებს, რადგან ასმუხლიან კრებამდე (XVI ს.) ოთხი საუკუნით ადრე ჯერ კიდევ საქართველოში იყო ცნობილი ეს ფორმულა, რადგან ის გამოყენებულია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" (XI-XII სს.), რომელმაც, თავის მხრივ ეს ფორმულა გადმოთარგმნა ბერძნული კურთხევანიდან, რომელიც, ცხადია კიდევ უფრო ადრე, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლში იყო მიღებული (პროფესორებს კაპტერევსა და გოლუბინსკის მოჰყავთ ისტორიული ცნობები, საიდანაც ჩანს რომ კონსტანტინოპოლსა და მთელს აღმოსავლეთში IX-X საუკუნეებში ორი თითით პირჯვრისწერა საყოველთაოდ იყო გავრცელებული). რადგან ორი თითით პირჯვრისწერაში, როგორც კურაევი აღნიშნავს, გამოუხატავთ ანტიმონოფიზიტური აღმსარებლობა, ცხადია, რომ მონოფიზიტების მიღების წესში ის მეხუთე საუკუნიდანვე (თუ გნებავთ ცოტა გვიან) უნდა ყოფილიყო შეტანილი. ამდენად, ეს ფორმულა, არანაირად არ ეკუთვნის მოსკოვის ასმუხლიანი კრების მამებს, ის მათ ძველბერძნული კურთხევანებიდან ისესხეს. ასე, რომ ეს "გასაოცარი სისულელე" კურაევის "გამოთვლებიდან" გამომდინარე, მონოფიზიტობის წინააღმდეგ მებრძოლ მეხუთე საუკუნის მამებს ეკუთვნის. გაუგებარია აგრეთვე ისიც, თუკი ეკლესია მწვალებელთა გამო ცვლიდა პირჯვრისსაწერ თითთა წყობას, რატომ არ შეცვალა მან იგი ნესტორიანელთა გამო, რომლებიც კაპტერევის თქმით, "პირჯვარს ყოველთვის იწერდნენ ორი თითით?" რატომ იცვლება თითების წყობა მხოლოდ მონოფიზიტთა გამო, რომლებიც ნესტორიანელების შემდგომ გაჩნდნენ, და რატომ არ შეიცვალა იგი უფრო ადრე ნესტორიანელთა გამო? თუკი ყველა ქრისტეანი, მიუხედავად კონფესიური კუთვნილებისა, პირჯვარს ერთნაირად იეწერდა, რატომ არ შეცვალა ეკლესიამ პირჯვრისწერის წესი არიანელების გამოჩენისთანავე, რომლებსაც, ამ ლოგიკას თუ ვერწმუნებით, პირჯვარი უნდა გადაეწერათ ასევე ერთი თითით? არიანელობასთან არასწორად წარმართულმა პოლემიკამ ხელი შეუწყო აპოლინარიზმის გაჩენას, მასთან არასწორმა დავამ ნესტორიანელობას დაუდო დასაბამი, რასაც მოჰყვა მონოფიზიტობა. არიანული მწვალებლობა ამხილა I მსოფლიო კრებამ; II მსოფლიო კრებამ ამხილა აპოლინარიზმი; III მსოფლიო კრებამ - ნესტორიანელობა; IV-მ მონოფიზიტობა. ამ მსოფლიო კრებათა ეპოქაში ყველა, მწვალებლური თუ მართლმადიდებლური, კონფესია პირჯვარს თურმე ერთი თითით იწერდა, მაგრამ ეკლესიამ თითების წყობის შეცვლა მხოლოდ მონოფიზიტობის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტა, თანაც იმ მოსაზრებით, რომ თითების წყობაში გამოეხატა თავისი სწავლა-მოძღვრებითი განსხვავება დასახელებული მწვალებლობისგან და ამით ხაზი გაესვა დიოფიზიტობისა და მართლმადიდებლობისადმი თავისი კუთვნილებისთვის. მაგრამ რატომ არ აკეთებდა ამას ეკლესია თავიდანვე, სხვადასხვა მწვალებლობათა აღმოცენების პროცესში? რატომ მაინცადამაინც მონოფიზიტობის შემდეგ? რატომ შეცვალა ეკლესიამ ორი თითით პირჯვრისწერის წესი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურად მიაჩნდათ სამი თითით, თანაც ნესტორიანელთა გამო, რომლებიც იყვნენ მონოფიზიტებზე უადრეს? Iona [quote]შენ თქვი რომ ჩვენი ეკლესია არისო რუსულის მემკვიდეერო - ხოდა ეგ წინადადება არის ტყული[/quote] მე გირჩიე წაგეკითხა ბროშურა, რომელიც ინტერნეტში დევს. შენ გეტყობა კითხვა მაინცა და მაინც არ გიტაცებს... [quote]როდიეს დავკარგეთ მაგას მნიშვნელობა არა აქვს -[/quote] damiane80 [quote]ნიკონის რეფირმა ეკლესიის ავტოკეფალიის დაკარგვასტან საერთოდ არაფერ შუაშია... ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მიზეზიც რაც იყო ისტორიულად ყველამ ვიცით და აქ ამის ახსნა ზედმეტია.[/quote] მე არ მითქვამს, რომ ავტოკეფალის დაკარგვა დაკავშირებულია ნიკონის რეფორმასთან, მე ვთქვი, რომ ჯერ იყო ნიკონის რეფორმა, შემდეგ კი ავტოკეფალიის დაკარგვა და საქართველოს მიერთება რუსეთთან. ამის შემდეგ რუსეთის ეკლესიამ მთლიანად თავის ყაიდაზე გადააკეთა ქართული ეკლესია. ამის შესახებ წყარო ("ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი") უკვე მივუთითე. [quote]ნიკონის რეფორმას რაც შეეხება, უნდა იტქვას, რომ ნიკონამდე და თავად ნიკონის დროსაც რუსეთში თუ 2 თითიანი პირჯვრის წერის წესი არსებობდა, საბერძნეთში და საქართველოში ნიკონის რეფორმის დროისათვის პირჯვარს სამი თითით იწერდნენ.საქართველოს ეკლესიას ამ დროს ბერძნული რეფორმების ხელი უკვე ეტყობოდა, ამას ადასტურებს მიმოწერა ქართულ და რუსულ ეკლესიებს შორის (ნიკონამდე სხვათაშორის) და ასევე ის ფაქტი, რომ ნიკონის რეფორმის დროს 1667 წლის კრებაზე ქართველი მიტროპოლიტიც მონაწილეობდა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეფორმას (ისევე როგორც ყველა იმ დროს მოქმედმა ძირიტადმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა, კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, სინას მთისა და სხვა ეკლესიების ჩათვლით). ასე რომ ნიკონის რეფორმას საქართველოში არაფერი შეუცვლია (ვგულისხმობ სამ თითიან პირჯვრის წერას და სხვ) ეს წესები საქართველოში ნიკონის რეფორმადეც გამოიყენებოდა.[/quote] ამიტომაც არის ყველა ეს ეკლესია იმ კაცთაკვლასა და ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემის, 1667 წლის ყაჩაღთა კრების მხარდამჭერი და სქიზმის ხელშემწყობი (ეჭვმიუტანლად დადგენილია, რომ რეფორმა მოაწყვეს გალათინებულმა და საკუთარი კათედრებიდან ჩამომხობილმა იერარქებმა, ხოლო 1667 წლის კრებას თავმჯდომარეობდა ღაზის მიტროპოლიტი პაისი ლიგარიდი, აშკარა ლათინი, იეზუიტი და პატივაყრილი იერარქი). ამგვარი კრების მხარდაჭერა არა თუ საამაყოდ არ უნდა გქონდეთ, პირიქით, გრცხვენოდეთ უნდა. ხოლო ის ეკლესიები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და გაალეგიტიმეს ეს უკანონო კრება (იერუსალიმის პატრიარქმა მეფე ალექსისგან ქრთამიც კი აიღო, ისევ თავის კათედრაზე რომ დაებრუნებინა პაისი ლიგარიდი, თუმცა მერე კვლავ დაამხო). აი, რა არის პრობლემა. damiane80 მე ვწერდი: [quote]ციტატასაშინაო ლოცვებში ეგრეა... ახლა შენ წარმოიდგინე, დიდ მარხვაში ყველა ეს მეტანია მიწამდე (ანუ დიდი მეტანიით) უნდა გააკეთო... [/quote] შენ მიპასუხე: "კარგი მიზეზია თვითკმაყოფილებისათვის" მინდა გკითხო, საიდან გააკეთე ასეთი დასკვნა? შენის აზრით მე ეს იმიტომ აღვნიშნე, რომ თვითკმაყოფილებით აღმენიშნა, რომ ყველა ამ მეტანიას მიწამდე ვასრულებ დიდ მარხვაში? სამწუხაროა... შემთხვევას არ უშვებთ, რომ რამეში "ნაკლი" მომიძებნოთ და მერე თითზე დაიხვიოთ... მინდა გაუწყო, რომ მე საშინაო ლოცვებში ამ ლოცვებით არ ვსარგებლობ, ფსალმუნებს ვკითხულობ, ამიტომაც მოდი, რაც არ იცი იმაში ნუ დამადანაშაულებ. ეს არის ელემენტარული განკითხვა... დააბრალო კაცს ის, რაშიც არ შეიძლება იყო დარწმუნებული... damiane80 [quote]არ მითხრა ახლა ჩვენ ძველი ქართული ლიტურგიკული წესებით ვხელმძღვანელობთო, თქვენ რითი ხელმძღვანელობით?, როგორც ვხვდები ძველი რუსული ლიტურგიკული წიგნებით[/quote] ჩვენ რითაც ვხელმძღვანელობთ ის არც ქართულია და არც რუსული. საღვთისმსახურებო-სალიტურგიკო წეს-განგება, როგორც იცი, საქართველოში და რუსეთში არ ჩამოყალიბებულა... სხვათა შორის ვსარგებლობთ გიორგი მთაწმინდელის საზოგადო თვენით... რაც შეეხება მთელ რიგ ლოცვებს, სამწუხაროდ, რადგან არ გვაქვს ძველქართული ნაბეჭდი ტექსტები, ვსარგებლობთ ძველსლავური საეკლესიო გამოცემებით. იმედია თქვენი საპატრიარქოს კომისია მალე დაამთავრებს სალიტურგიკო ტექსტების აღდგენას, -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი