როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
+ვახტანგი+ |
Sep 23 2010, 09:51 PM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბძანებს: "როდესაც ძმის შეცოდება აშკარა და ყველასთვის ხილული შეიქნება, ნუ დაუჯერებ განკითხვის მიერ ჩაგონებულ გულისსიტყვას. ეცადე, სიყვარულით განეწყო ძმის მიმართ და გუნებაში თქვი: რადგან ამ ძმას ბევრი დაფარული სათნოება აქვს, ცუდმედიდობისგან მის დასაცავად ღმერთმა დაუშვა ამ ცოდვით დაცემა ან ცოტა ხნით შეუხედავ საფარველქვეშ ყოფნა, რათა ის საკუთარ თავსაც გარყვნილად აღიქვამდეს. მომავალში კი, სხვათაგან მოძულებული, სიმდაბლის ნაყოფს მოიხვეჭს და მეტად სათნოეყოფა უფალს. და ამით ახლანდელ ზიანზე მეტ სარგებელს მიიღებს. თუნდაც ვინმეს შეცოდება არა მარტო აშკარა, ძალზე მძიმე, მრისხანე და ულმობელი, უნანელი გულის შედეგიც იყოს, მაინც ნუ განიკითხავ. შეეცადე, გონებით ღვთის უსაზღვრო და მიუწვდომელ სამართიანობამდე ამაღლდე და ნახავ, რომ ბევრმა გამოუსწორებელმა ადამიანმა ბოლოს მოინანია და სიწმიდის მაღალ საფეხურს მიაღწია. და პირიქით, სრულყოფილების მწვერვალზე მდგომი ღრმა უფსკრულში ჩაეშვა. იფრთხილე, განკითხვის გამო შენც ასეთ უბედურებას არ ეწიო. იხილეთ სრული ტექსტი
-------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი