![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Iona
ციტატა წერილობითი მოწმობებიდანო გარკვევით ამბობს - ასე იწერდა პირჯვარსო - მე მჯერა მაგხელა ტყულს ვერ იტყოდა "ნეტარ არიან მორწმუნენი"... კურაევი იმპერიის იდეოლოგია, გენერალ-პატრიარქ კირილე გუნდიაევის მარჯვენა ხელი... გინდ დაიჯერე გინდ არა... ციტატა დარწმუნებული ვარ ამ კონკრეტული წყაროების პოვნა შესაძლებელია. დროის ამბავია უბრალოდ. გისურვებ წარმატებებს... ![]() ციტატა ხოდა სულ თAვში ქვაც გიხლიათ ! აუჰ!... რა დღეში ხარ კაცო!... ![]() ციტატა რას ვერ მიხვდი ? მუსლმანები არ აღიარებენ სამებას - ვერ ხვდები ლოგიკრ კავშირს ? და მუსულმანების გამო შეცვალეს პირჯვრისწერის წყობა? ![]() ციტატა ჯერ ჯვარცმაც არ იყო მომხდარი რა პირჯვრის წერაზე ლაპრაკობ ? შენ სახარებაც არ წაგიკითხავს კაცო?! ქრისტე ჯვარცმის მერე, მკვდრეთით რომ აღსდგა და ორმოცი დღე მოწაფეთა შორის რომ "იქცეოდა" და ასწავლიდა მათ ცათა სასუფევლის შესახებ, დღეს გაიგე? არ იცი რომელ დღეს ამაღლდა ამქვეყნიდან მაცხოვარი? და არც ის იცი ამაღლების წინ რომ ხელებით აკურთხა მოწაფენი? ციტატა - მანახე აბა კონკრეტულად სად წერია არსენ იყალთოელის "დოგმატიკონში" ? დიდი სიამოვნებით! ეს წერია მეცნერებათა აკადემიის ჟურნალ "მაცნეში" (ენისა და ლიტერატურის სერია) 1975 წლის პირველ ნომერში. მაია რაფავას სტატია: "უცნობი ავტორის ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი". ძალიან საინტერესო გამოკვლევაა. შენს კითხვებზეც პასუხს იქ იპოვი, ხოლო მონოფიზიტების მართლმადიდებლობაში მიღების ძველბერძნულ წესს, სადაც წერია შეჩვენების ეს ფორმულა, იხილავ აქ: http://www.oldorthodox.ge/gvt_antimonofizituri_traqtati.html -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი