![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
Iona
ციტატა სადმე წერია კონრეტულად როგორ გააკეთა ეს ? რა იცი რომ ჯვარი გამოსახა ? ვარაუდობ თუ წერია სადმე? თუ წერია მანახე - მე სულ სხვა შეკითხვას გავეცი პასუხი, თუ ყურადღებით წაიკითხავ წინა პოსტს, მგონი გაარკვევ. რაც შეეხება იმას, რომ რა ვიცით ქრისტემ კურთხევით ჯვარი გამოსახა თუ არა, ასეთი შეკითხვაც კი უცნაურად მეჩვენება. დღემდე ყველა მართლმადიდებლური კონფესია (და არამართლმადიდებლურიც კი) კურთხევას ჯვრის გამოსახვაში აღიქვამს. ეს წესი (მიუხედავად იმისა, ვინ როგორ ასრულებს), ჯვრის გამოსახვით გამოიხატება. ამიტომაც, როდესაც ლაპარაკია, რომ "ქრისტემ აკურთხა", იგულისხმება, რომ მან მოციქულებს ჯვარი გამოსახა. კურთხევის სხვანაირი წესი ქრისტეანობაში არასოდეს არსებულა! ციტატა არა მე დაუმოუკიდებელი დოკუმენტი მინდა ვნახო კონკრეტულად დედანი - თქვენივე საიტზე გასაგებია რაც ეწერება. დიდი ბოდიში, რომ ხონჩით ვერ მოგართვი! ![]() ![]() ![]() ციტატა სულ თAვში ქვაც გიხლიათ ! ციტატა აბა რა გეგონა ? ბრძენმა კაცმა თქვა: "კოკასა შინა რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება...", - გამგები გაიგებს! ![]() ციტატა მოდიხარ აქ ყველას გვიცხადებ სქიზმატები ხარტო და რუსეთი ეკლესიის მემკვიდრეებიო - რუსულ ეკლესიას გამოყოფილი ე.გ. სტარავერები მკვიდრობენ რუსეთში - შეგიძლია მოკითხვა გადასცე კი ბატონო, რუსეთის ნიკონიანურ ეკლესიას გამოყოფილ "სტარავერებს" მე გადავცემ მოკითხვას, შენ კიდევ რუსეთის ნიკონიანურ ეკლესიას შეყოფილ "ნოვოვერებს" შეუთვალე ჩემგან "პრივეტები"... ![]() -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი