![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
damiane80
ციტატა აქ ტერმინები "ეჭვმიუტანლად" და "აშკარად" - აშკარად სუბიექტურად არის გამოყენებული. ამ შეხედულებას პასუხს გავცემ ავტორიტეტული მეცნიერების ნაშრომებიდან. ანუ გიჩვენებთ, რომ რეფორმის ორგანიზატორები და 1667 წლის კრების თავმჯდომარე, იყვნენ პატივაყრილი და გალათინებული იერარქები. მანდ ვნახავთ "სუბიექტურია" ჩემი განცხადება თუ ობიექტური. მანამდე, შეგიძლიათ რეფორმის ერთ ერთ სულისჩამდგმელზე, ვარსკვლავთმრიცხველ და ლათინ სიმეონ პოლოცკიზე გამოქვეყნებულ მცირეოდენ ინფორმაციას გაეცნოთ. ციტატა მეორეც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჩემთვის არ არის კრებას რომელი იერარქი თავმჯდომარეობდა, უბრალოდ ფაქტია, რომ მთელი მაშინდელი მართლმადიდებლური ეკლესია (უკლებლივ ყველა გარდა რუსეთისა), მათ შორის საქართველოს ეკლესიას ამ დროს უკვე გააჩნდა 3 თითი პირჯვრის წერის წესი, როგორც მიღებული და გამართლებული. ძალიან სამწუხაროა. მართლმადიდებლობის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა (თუ 1667 წლის კრებას და მის მხარდამჭერებს არ ჩავთვლით), მნიშვნელობა არ მიენიჭებინოთ ვინ ასამართლებს მართლმადიდებლობას და რატომ ასამართლებს. ასეთი უგულისხმო დამოკიდებულება, უკვე არის მიმანიშნებელი იმ სულიერი დაცემულობისა, რაც იმდროინდელ აღმოსავლეთს ახასიათებდა. ამაშიც, არაფერია გასაკვირი, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, რომ მონოთელიტობის დროს აღმოსავლეთის უამრავაი იერარქი, მ. შ. თითქმის ყველა პატრიარქი ამ მწვალებლობაში გადავარდა. მცირედნიღა იცავდნენ მართლმადიდებლობას. სწორედ მაშინ უთხრეს, თუ გახსოვთ, წმ. მაქსიმე აღმსარებელს (საკუთარი სიტყვებით გადმოვცემ): როდესაც ყველა ამ შეხედულებას უჭერს მხარს, მარტო შენა გაქვს სიმართლეო? და მაქსიმემ უპასუხა: მთელი სამყაროს, რომ მონოთელიტობის მხარდამჭერი აღმოჩნდეს, მე თქვენს უკეთურებას არ ვეზიარებიო... აღმოსავლეთი, XVII საუკუნისთვის განიცდიდა უმძიმეს მდგომარეობას, ის იმყოფებოდა მუსლიმთა დიდი ზეწოლის ქვეშ და რუსეთი ერთადერთი მძლავრი, მართლმადიდებლური ქვეყანა იყო, ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა აღმოსავლეთს... რუსის მეფის ნება და სურვილი, აღმოსავლელი პატრიარქებისთვის შეუვალი იყო... მათ პოლიტიკურ ინტერესებს შესწირეს სიმართლე და ჭეშმარიტება... -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი