![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
damiane80
ციტატა მესამე, სადაო არ არის ისიც, რომ პირჯვრის წერის წესი არცერთ ეკლესიაში არ გამხდარა განხეთქილების საგანი, გარდა რუსეთისა სირცხვილი ნიკონს და ყველა იმ აღმოსავლელ იერარქს (ქართველი მიტროპოლიტ ნიკოლოზითურთ), რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ რეფორმას და ნიკონის განხეთქილებას. ციტატა მე ზემოთ ადრე მოვიყვანე კონსტანტინოპოლის პატრიარქის წერილიც, რომელიც ნიკონს წერს, რომ იგი ამართლებს პირჯვრის წერის 3 თითიან წყობას, თუმცა შეცდომად არ მიაჩნია 2 თითით პირჯვრის წერა და მოუწოდებს ამის გამო არ შექმნას განხეთქილება ეკლესიაში. ამაზე მე ზემოთვე გიპასუხეთ, თუ არ ვცდები. ციტატა დღემდე ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, რაც თავიდ დროზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიწერა ნიკონს. ფორმის დაცვა მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ამით არ ირღვეოდეს შინაარსი და არ იყოს მწვალებლობა. მაგალითად როგორც იცი ნესტორიანელებიც 2 თითით იწერდნენ პირჯვარს, მაგრამ სხვა შინაარსით. ამიტომ მთავარი შინაარსია და ფორმა მხოლოდ მისი გამოხატვის საშუალება. შინაარსობრივად კი 3 თითით პირჯვრის წერა იგივეს აღიარებს, რასაც ორი და ამის გამო სქიზმაში წასვლა (ეკლესიის ერთიანობიდან გამოყოფა)არა მარტო გაუმართლებელია, არამედ დაუსაბუთებელიც; კეთილი, ბატონო, მაგრამ, ასეთ შემთხვევაშიც დამნაშავე გამოდის ნიკონ პატრიარქი და სქიზმა მას უნდა დაბრალდეს და არა ძველმორწმუნეებს, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქის რჩევა არაფრად ჩააგდო (მეტიც, მოიტყუა, თითქოსდა ის ამართლებდა მის პოზიციას, არადა ეს წერილი მან საკმაოდ მოგვიანებით მიიღო). და კიდევ, თუ ასეა, რაღა საჭირო იყო თითების შეცვლა? თქვენ ისე წერთ, თითქოსდა ნიკონმა კი არ წამოიწყო თითების წყობაზე და მის მნიშნელობაზე ლაპარაკი, არამედ ძველმორწმუნეებმა... მთელი თქვენი მსჯელობა ამხელს ნიკონს და მის მხარდამჭერებს, რომლებმაც სამი თითით პირჯვრისწერის გულისთვის, დაგმეს ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემა, და ამ გადმოცემის დამცველებს გამოუცხადეს არნახული დევნა-შევიწროვება (ფიზიკური განადგურების ჩათვლით). ციტატა 1667 წლის კრებას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება ვინმეს დასჯის (სიკვდილით, ან წამებით და ა.შ) შესახებ. კრებამ იმსჯელა ძირიტადად 2 თითით პირჯვრის წერის წესზე და ცათვალა, რომ გამართლებულია 3 თითით პირჯვრის წერის წესი. სამწუხაროდ, თქვენ არ გქონიათ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა დადგენილებები მიიღო 1667 წლის კრებამ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური საეკლესიო პოლიტიკისადმი დაუმორჩილებელი ძველმორწმუნეების დასჯის მოთხოვნები მოგვიანებითაც (პატრ. იოაკიმეს დროს) გაისმა მთავრობის მიმართ. და მთავრობაც გულმოდგინედ ხოცავდა ამ სრულიად უდანაშაულო ხალხს. ამის დასამტკიცებლად შევეცდები დავდო მასალები. ციტატა ამის შემდეგ ეკლესიამ მოუწოდა ე.წ "რასკოლნიკებს" მიეღოთ ეს წესი და არ დაერღვიათ ერთობა, მაგრამ ეს უკანასკნელები არ დაემორჩილენ ახალი წესი მიღებას და არჩიეს ეკლესიიდან განდგომა და ძველ წესებზე დარცენა. ასეთი მცდელობა შერიგებისა იყო რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ "რასკოლნიკების" ეკლესიიდან განკვეთის შესახებ, როგორც დაუმორჩილებლების. არც ეს გახლავთ სწორი შენიშნვა. ძველმოწესეებისგან ითხოვდნენ იმ პოზიციების მიღებას, რაც 1667 წლის კრებამ დაადგინა, ამ კრების მიხედვით კი ორი თითით პირჯვრისწერა და სხვა საეკლესიო გადმოცემები, გამოცხადებული იყო მწვალებლობად. ამის მიღება კი ყოვლად შეუძლებელი იყო. თქვენ რომ მოგთხოვონ ახლა სამი თითით უარყოფა იმიტომ, რომ ის მწვალებლობაა, მიიღებდით? ხომ გჯერათ რომ ის სრულიად მართლმადიდებლურია? და თუ მწვალებლობად არ აღიარებდით იმას, რაც მართლმადიდებლურია, რაში უნდა გამოხატულიყო თქვენი ბრალეულობა? თუ ორი თითით პირჯვისწერა მწვალებლობა კი არა მართლმადიდებლობაა, რაც იმთავითვე იცოდნენ ძველმოწესეებმა და მოგვიანებით გაარკვიეს თვით ახალმოწესეებმაც, აღმოჩნდა, რომ ისტორიულად, კანონიკურად, და ეკლესიურადაც, ძველმოწესეებს არც განხეთქილება მოუწყვიათ და არც რაიმე საეკლესიო დანაშაულში ჩავარდნილან. მათი ერთადერთი "დანაშაული" მხოლოდ იმაშია, რომ იცავდნენ მათი წმიდა და მართლმადიდებელი წინაპრების, სრულიად მართლმადიდებლურ გადმოცემას, რომელიც მწვალებლობად გამოუცხადეს. ციტატა საბოლოოდ, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ "რასკოლნიკების" ეკლესიიდან განკვეთის შესახებ, როგორც დაუმორჩილებლების. ჯერ ერთი: ყაჩაღთა კრებას, რომელსაც თავმჯდომარეობდა ერეტიკოსი, მართლმადიდებლობიდან განკვეთილი სულიერი ყაჩაღი, პაისი ლიგარიდი, მხარს უჭერდნენ უნიატები და სხვა გალათინებული ერეტიკოსები, არ არის უფლებამოსილი ეკლესიიდან განკვეთოს მართლმადიდებელი ქრისტეანი. და მეორე: მართლმადიდებელი ქრისტეანი არ უნდა ემორჩილებოდეს მართლმადიდებლობის მგმობელებს და მწვალებლებს. თუნდაც, მათ, სხვადასხვა მერკანტილური ინტერესების გამო, აღმოსავლეთის იერარქებმაც დაუჭირონ მხარი. იოანე ოქროპირს ებრძოდა აღმოსავლეთის სამი პატრიარქი, ტრიუმვირატი, მაგრამ ისინი როდი იყვნენ მართალნი ოქროპირთან. ოქროპირის მომხრეებსაც "იოანიტებს" და "რასკოლნიკებს" ეძახდნენჯ. წმ. კირილე ალექსანდრიელი წმ. იოანე ოქროპირზე ამბობდა, რომ იუდას გვერდით დაიკავებსო ის ადგილს ტარტაროზში. ყველა იოანეს მოწინააღმდეგე გახდა, ეპიფანე კვიპრელიც კი... მაგრამ ვინ გაიმარჯვა? ვის მოუხადეს ბოლოს ბოდიში? იყო კი იოანე "სქიზმატიკოსი", მხოლდო იმიტომ, რომ მთელმა აღმოსავლეთმა არ ცნო მისი სიმართლე და ოფიციოზს დაუჭირა მხარი? -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი