![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
damiane80
ციტატა შინაარსობრივად კი 3 თითით პირჯვრის წერა იგივეს აღიარებს, რასაც ორი და ამის გამო სქიზმაში წასვლა (ეკლესიის ერთიანობიდან გამოყოფა)არა მარტო გაუმართლებელია, არამედ დაუსაბუთებელიც; თითების წყობის ამ ორი ფორმის შინაარსობრვი იდენტურობას საკმარისად შევეხე თემაში "პირჯვრის წერის მიმართულება", ამიტომ აქ აღარ გავიმეორებ, რაც შეეხება დანარჩენ მტკიცებულებას, მინდა გითხრათ, რომ აქაც, სამწუხაროდ, ზუსტად ვერ გადმოსცემთ საკითხის არსს. არსებითად ძველმოწესეები არსად წასულან, უფრო ისინი გააგდეს ნიკონიანელმა რეფორმატორებმა თავიანთი ერთობიდან. დიახ, თავიანთი ერთობიდან და არა ეკლესიიდან, როგორც ამას გვიმტკიცებენ. ეკლესიისდან გასვლასა და გაბატონებულ მწვალებელთა თუ სქიზმატიკოსთა ერთობაში არ ყოფნა ერთი და იგივე როდია. ვფიქრობ, არ უნდა მჭირდებოდეს ორგზისი კრების მე-15 კანონის დამოწმება. ციტატა და ბოლოს, შენ ტყუილად ცდილობ, რუსული ნიკონიანური ეკლესიის ხაზის გამტარებლად და უფლებამონაცვლედ გამოგვიყვანო აქ. საქართველოს ეკლესიამ ეს ხაზი გაატარა ნიკონის რეფორმის მიღებით (მიტრ. ნიკოლოზის 1667 წლის ყაჩაღთა კრებაზე მონაწილეობითა და მისი დადგენილებების მოწონებით). ხოლო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკლესიას არც არავინ ეკითხებოდა რაიმე ხაზის გატარებას. რასაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. ამიტომაც, ცოტა არ იყოს უხერხულია დამოუკიდებელ "ხაზებზე" ლაპარაკი იმ დროს, როდესაც მშობლიურ ენაზე ლოცვაც კი გვეკრძალებოდა. ციტატა შეიძლება რუსული ლიტურგიკული წიგნები დღესაც გამოიყენება საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესია არის რუსული ნიკონიანური ეკლესიის მემკვიდრე და უფლებამონაცვლე და შესაბამისად მისი სეცდომების ან ღისებების გამზიარებელი. ეს ლიტურგიკული წიგნები გადაკეთეუბულია რუსულ-ნიკონიანური ეკლესიის რეფორმირებული წიგნების მიხედვით. ქართველ მეცნიერთა აღიარებით, არ დარჩა ქართული ლიტურგიკული წიგნი, ანტონ კათალიკოსს (პირველს) რუსულის მიხედვით რომ არ გადაეკეთებინა (კ. კეკელიძე; ეპისკოპოსი დავითი და სხვა). ციტატა მე მინდა შეგახსენო, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიისდაკარგვის შემდეგ, ეს ავტოკეფალია აღადგინა და ის გუჯარ სიგელები, რომელიც მსოფლიოს საპატრიარქოს მიერ არის დამოწმებული საქართველოს ეკლესიის აღიარებენ როგორც მე-5 საუკუნიდან არსებულ ავტოკეფალურ ეკლესიად; დიახ, ავტოკეფალია ნიკონიანური ცდომილებების მემკვიდრე ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა, მაგრამ ის პრაქტიკა და ცთომილებები, რაც ამ რუსული ეკლესიისგან მიიღო ჯერაც არ გაუსწორებია. რაც მთავარია, საქართველოს ეკლესიას არ დაუგმია არც თავისი მონაწილეობა 1667 წლის ყაჩაღთა კრებაზე, და არც თვით ეს კრება. ციტატა განსხვავებით ამისგან, როგორც მე წავიკითხე,თქვენს ძველმართლმადიდებელ იერარქს, რომელიც თუ არ ვცდები ხელი დაასხა რუსეთის ძველმართმდმადიდებელმა იერარქმა და მისგან მიიღო ავტოკეფალიის აღიარება, ასე რომ თუ ვინმემ შეიძლე ისაუბროს რუსული ეკლესიის მემკვიდრეობაზე, ეს პირველ რიგში სწორე თქვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება სწორედ, რომელსაც თვიოთმყოფადობა არ გააჩნმია საერთოდ. რუსული ეკლესიის მემკვიდრეობაში მისი ცდომილი მემკვიდრეობა იგულისხმება და არა ავტოკეფალიის აღიარება. ეს საკმაოდ მარტივია. საქართველომ ავტოკეფალია მიიღო ანტიოქიისგან, და რა რაიმე ცოდვაა ეს? ან აქვს კი მნიშვნელობა ვინ აღიარებს შენს ავტოკეფალიას? ან კიდევ, თქვენი ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა არ აღიარა? მოდი, საეკლესიო-ლიტურგიკული დარღვევები და მემკვიდრეობა არ ავურიოთ, ეკლესიის ორგანიზაციულ მოწყობასთან და მის წარმომავლობასთან. ჩვენ ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაზე ვლაპარაკობთ და არა იურიდიულ მომენტებზე, როგორიც არის ავტოკეფალია. ციტატა თქვენს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიას ეხება სწორედ, რომელსაც თვიოთმყოფადობა არ გააჩნმია საერთოდ. მომიტევეთ, მაგრამ, ვერ გავიგე რისი თქმა გინდოდათ. თვითმყოფადობა და ავტოკეფალია ჩემთვის ერთი და იგივეა. ჩვენს, ქართულ ეკლესიას გააჩნია ავტოკეფალია, ის აღიარა რუსეთის ძველმართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერით. აღიარა ავტოკეფალიაზე მისი, როგორც ისტორიული უფლება. ეს დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: (ქართულად): http://www.oldorthodox.ge/ist_sherigebis_sigeli.html (რუსულად): http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/2009_p1.htm ციტატა (იქნებ მითხრა ერთი-ორი მაინც ქართველი ძველმართლმადიდებელი, მაგ: 17-ე, მე-18 ან შემდგომი საუკუნეების). "რასკოლი" ეს არის წმინდა რუსული ფენომენი და ქართულ ეკლესიას ეს პრობლემა არასოდეს ჰქონია (არც სხვა ეკლესიებს სხვათასორის) 17-ე და 18-ე საუკუნეებში რომ ქართველთაგან არავინ იყო ძველმართლმადიდებელი ეს ძველმართლმადიდებლობის ნაკლი კი არ არის, არამედ ქართველობის ნაკლია, რომ არ იცნობდა ძველმართლმადიდებლობას და რუსეთის ბნელში იმყოფებოდა. 17-ე საუკუნის განხეთქილება იმდენად არის "რუსული" ფენომენი, რამდენადაც 11-ე საუკუნის განხეთქილება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არის "ბერძნული". ხოლო ეროვნული ნიშნით ეკლესიის ამა თუ იმ რეგიონში მომხდარი მოვლენების დახარისხება ან ფილეტისტური მიდრეკილების ბრალია, ან კიდევ, მომიტევეთ და უცოდინრობისა. ციტატა ასე რომ საქართველოს ეკლესია არის მე-5 საუკუნიდან არსებული ავტოკეფალური ეკლესიის თუ შეიძლება ითქვა უფლებამონაცვლე და იგი დღევანდელ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულია მხოლოდ ევქარისტიული კავშირით. რაც შეეხება ლიტურგიკულ წიგნებს, ამაზე ითქვა უკვე, ქართული ეკლესია ცდილობს დაუბრუნდეს თვითმყოფად ქართულ ლიტურგიკულ წიგნებს, მაგრამ ეს პროცესია და რა ვქნათ ახლა, რადგან რუსული გვაქვს აღარ ვილოცოთ. ვერ დაგეთანხმებით, ეს უფლება მან ავტოკეფალიის დაკარგვასთან ერთად დაკარგა. სწორია, რომ საქართველოს აქვს და უნდა ჰქონდეს პრეტენზია ავოტკეფალურობაზე, რადგან მას ეს ჰქონდა მეხუთე საუკუნიდან, მაგრამ ავტოკეფალურობა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმის იურიდიული მხარეა... მე ლიტურგიკულ პრაქტიკაზე და ლიტურგიკულ გადმოცემებზე ვლაპარაკობ... თქვენც აღიარებთ ამას... პროცესს, რომელიც ქართული ლიტურგიკული პრაქტიკის აღდგენაზე იზრუნებს, მე მივესალმები... ძველ სლავური პრაქტიკა არ არის რუსული, ის ძველბერძნულია, ახალრუსული კი ახალბერძნული, სახეშეცვლილი... ამ სახეშეცვლილი პრაქტიკის მემკვიდრეა (და არა ძველისა) დღევანდელი ოფიციალური ეკლესია. ამიტომაც არის ის რეფორმირებული რუსული ეკლესიის მემკვიდრე... ციტატა ჩემი აზრით "რასკოლის" საკითხი საერო ხელისუფლებამ გამოიყენა თავისი ინტერესებისათვის და რუსულმა ეკლესიამ ამაში მას ხელი ვერ შეუშალა და არც შეუშალა.აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის ან სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის კაცთამკვლელობააში მონაწილედ და ხელისშემწყობად გამოცხადება უბრალოდ სირცხვილია და ფაქტების ძააალიან სუბიექტუირი კუთხით დანახვაა ასეთ შემთხვევაში ალბათ ღირს გავიხსენოთ, რომ ეკლესია ევქარისტული ერთობაა... რას ვგულისხმობ, მგონი თქვენ მიმიხვდებით... აქედან დანაშაულში თანამოზიარეობაც... ციტატა მაგას გეუბნები მეც და მაშინ ნუღა გვდებ აქ ბრალს ანტონის რუსულიდან გადმოქართულებულ წიგნებს რატო იყენებთო. იგივე საკეთებთ თქვენ, ოღონდ თქვენი წიგნები ვინ გადმოაქართულა და როგორ თანაც ძველ სლავურიდან, ეგ აღარ ვიცი მთავარი უბედურება ქართული ეკლესიის მიერ რუსულ-ნიკონიანური ტექსტების გადმოქართულებაში კი არ არის, არამედ ჯერ ამ "სლავური" ტექსტების მდგომარეობაში. მათ ხარისხში... გარდა ამისა, მხოლოდ ტექსტების საკითხი არ დგას აქ. აქ დგას განხეთქილების საკითხი. ვინ არის სქიზმატიკოსი და ვინ არის ამ სქიზმის მხარდამჭერი? დავუშვათ, საერთოდ არ იდგეს ლიტურგიკული ტექსტების ხარისხის საკითხი, ბოლოს და ბოლოს ეს ხანგრძლივი, მაგრამ მაინც გამოსწორებადი საქმეა; დავუშვათ, ყველაფერი რიგზეა, საკითხი მაინც იერარქიის კანონიკურობაზე, ანუ მის სქიზმატურობასთან თუ არასქიზმატურობასთან მიდის... ცხადია, პრაქტიკაშიც ბევრია გასასწორებელი და არის უსერიოზულესი საკითხებიც (მაგ. წყალპკურებითი ნათლობის საკითხი), მაგრამ მაინც მთავარი თემა განხეთქილებაა. ოფიციალური ეკლესიის მთელი დავა იწყება იქიდან, რომ ძველმართლმადიდებლები არიან "რასკოლნიკები", ანუ სქიზმატიკოსები. არის კი ეს ასე? ჩვენ ვიცით, რომ ასე არ არის! -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი