![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა თქვენ რომ მოგთხოვონ ახლა სამი თითით უარყოფა იმიტომ, რომ ის მწვალებლობაა, მიიღებდით? ხომ გჯერათ რომ ის სრულიად მართლმადიდებლურია? და თუ მწვალებლობად არ აღიარებდით იმას, რაც მართლმადიდებლურია, რაში უნდა გამოხატულიყო თქვენი ბრალეულობა? არასწორად სვამთ საკითხს, მწვალებლობად იქნა მიჩნეული იმდენად რამდენადაც ეკლესიებმა აღიარეს 3 თითით პირჯვრის წერის წესი მართებულად, ხოლო ვინც ახალ წესს განუდგებოდა, ის გამოცხადდა მწვალებლად. საქართველოს ეკლესია, რომ დაუბრუნდეს ორი თითით პირჯვრის წერის წესს ოფიციალურად და მასში მოიაზრებოდეს იგივე დოგმატური შინაარსი, რაც Dრეს არის, მე უპირობოდ დავიწყებდი პირჯვრის წერას 2 თითით, ხოლი თუკი ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჯიუტად აგრძელებს ძველ წესს, რაც ეკლესიამ გააუქმა და არ აღიარებს ახალს, ის ეკლესიისაგან განდგომილად და შესაბამისად მწვალებლად ანუ ცრუ მოძღვრების მიმდევარად ითვლება), თუნდაც ის წესი თავის დროზე მარტებული ყოფილიყო. აქ მნიშველოვანია ქრისტოანობაში ერთ-ერთი მთავარი სათნოება და ეკლესიის არსებობის უმთავრესი საფუძველი არის მორჩილება და ეკლესიიის ერთიანობაზე ზრუნვა, თუმცა არა დოგმატური ცვლილებების ხარჯზე. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი