სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 25 2010, 09:31 AM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმა მიმდინარეობდა ძველი, მართლმადიდებლური გადმოცემების (მ. შ. ორი თითით პირჯვრისწერის) ვითარც "მწვალებლობათა" აღმოფხვრისა და "ნამდვილი" მართლმადიდებლური გადმოცემების "აღდგენის" ეგიდით.
ამონაწერები ლენინგრადის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ღვთისმეტყველების მაგისტრის, პროტოპრესვიტერ იოანე ბელევცევის მოხსნებიდან, რომელიც მან წაიკითხა რუსეთის გაქრისტეანებიდან 1000 წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო-საღვთისმეტყველო კონფერენციაზე ("Богословие и духовность") მოსკოვში 1987 წლის 11 მაისს. "როდესაც პატრიარქი ნიკონი მისი თანამედროვე ბერძნული ნიმუშებით ცვლიდა რუსულ საეკლესიო ჩვეულებებსა და წეს-განგებებს, გამოდიოდა მეტად მცდარი და საღვთისმეტყველო თვალსაზრისით არასწორი შეხედულებიდან, რომ რუსებსა და ბერძნებს შორის არსებული განსხვავებანი "რყვნის ჩვენს სარწმუნოებას", ამიტომაც ამ განსხვავებათა აღმოფხვრას ის როგორც "მართლმადიდებლობის მწვალებლობათა და ცთომილებათაგან გაწმენდის" ტოლფასად მიიჩნევდა (Голубинский Е. К нашей полемике со старообрядцами. — М., 1905. — с. 59, 61). აქედან კი მივიღეთ ძველი რუსული საეკლესიო გადმოცემების ნაჩქარევი და სასტიკი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უსაფუძვლო და სრულიად არასაჭირო, თავისი შედეგებით კი საეკლესიო ერთობის დამარღვეველი რეფორმა" (პროტოპრესვ. იოანე ბელევცევი. XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო განხეთქილება") "საწესჩვეულებო საკითხის გასარკვევად და მის მიერ დაწყებული საქმის გასამართლებლად პატრიარქმა ნიკონმა მიმართა მოსკოვში, 1655 წელს ჩამოსულ ანტიოქიელ პატრიარქ მაკარის, სერბ პატრიარქ გაბრიელს და სხვა ბერძენ იერარქებს, რომლებიც ღვთისმსახურებაზე რუსებს არწმუნებდნენ, რომ მართლმადიებელმა ქრისტეანმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს პირველი სამი თითით, ხოლო ის, ვინც პირჯვარს გადაიწერდა ორი თითით, ის ვითომცდა ბაძავდა ერეტიკოსებს და უნდა ყოფილიყო ანათემირებული. ამ ავტორიტეტების მხარდაჭერით, პატრიარქმა ნიკონმა 1656 წელს მოიწვია კრება, რომელზეც დააწესა, რომ ამიერიდან ყველა რუს მართლმადიდებელ ქრისტეანს პირჯვარი უნდა დაეწერა სამი თითით, ხოლო ვინც გამოიყენებდა ორ თითს პირჯვრის საწერად, განიკვეთებოდა ეკლესიიდან და იქნებოდა შეჩვენებული" (იქვე). "კრებით დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ამიერიდან, საღ გონებაზე მყოფი ვინმე თუ პირჯვარს არ გადაიწერს მარჯვენა ხელის პირველი სამი დიდი თითით, რითაც განუყოფელი და ერთარსება წმიდა სამება გამოიხატება, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი წესით (ანუ ორი თითით - ძვმ.) პატარა თითებს შეართებს დიდთან (იგულისხმება ცერის, ნეკის და არათითის შეერთება - მთარგმნ.), რომელშიაც წმიდა სამების არათანასწორობა იხილვება, და ორი აღმართული, საჩვენებელი და შუათითით, რომელშიაც მოიაზრებენ ორ ძეს და ორ ბუნებას, ნესტორიანული მწვალებლობის თანახმად, ან კიდევ სხვა ნებისმიერი სახით, გადაიწერს პირჯვარს - წყეულიმც იყოს და განკვეთილი" (Макарий, митрополит. История Русской Церкви, т. XII. — СПб., 1910. — с. 193-194) (ციტ. იქვე) "1656 წლის კრებაზე წარმოთქმულ სიტყვაში, პატრიარქმა ნიკონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ორი თითით "არასწორად გამოიხატება წმიდა სამებისა... და განკაცების საიდუმლო" (Там же, — с. 192-193)" (იქვე) "თავისთავად, საღვთისმსახურებო წიგნების შესწორება ნაბეჭდი წიგნების მიხედვით, - წერს ცნობილი ლიტურგისტი ნ. დ. უსპენსკი კიევურ გამოცემებზე, - არ იქნებოდა ამ წიგნების ღირებულებათა დამაკნინებელი, თვით ეს ბეჭდვითი გამოცემები გამოსადეგნი და მთელ მართლმადიდებლურ რუსეთთან და მსოფლიო პატრიარქებთან თანხმობაში რომ ყოფილიყვნენ., მაგრამ სწორედ ეს ხარისხი აკლდა ზემოთხსენებულ დასავლურ გამოცემებს" (Успенский Н. Д., профессор. Коллизия двух богословии и направлений русских богослужебных книг в XVII веке. — БТ, вып. 13. — М., 1975. — с. 152). ბერძნული საღვთისმსახურებო წიგნები, რომლებიც ნიმუშად აიღო ნიკონმა რუსული საღვთისმსახურებო წიგნების შესწორების საქმეში, უპირატესად დაბეჭდილი იყო ვენეციის ლათინურ ტიპოგრაფიებში, რადგან თურქების მონობის ქვეშ მყოფ ბერძნებს საკუთარი ტიპოგრაფიები არ გააჩნდათ. ბერძნული წიგნების ასეთი წარმომავლობა მრავალ რუს მორწმუნეში იწვევდა უნდობლობას მათდამი, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ ლათინებს, რომლებიც უბეჭდავდნენ წიგნებს ბერძნებს, შეეძლოთ დაემახინჯებინათ მათი შინაარსი და თავიანთი "მწვალებლობები" შეეტანათ მათში. შედეგად, ბერძნული წიგნების მიხედვით რუსული წიგნები კი არ სწორდებოდა, არამედ ფუჭდებოდა და ირყვნებოდა" (იქვე). "პატრიარქ ნიკონის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვში, 1666-1667 წლებში მოწვეულ იქნა დიდი საეკლესიო კრება, რომლებშიაც მონაწილეობას ღებულობდნენ პატრიარქები პაისი ალექსანდრიელი და მაკარი ანტიოქიელი. კრებამ მოიწონა პატრიარქ ნიკონის საეკლესიო რეფორმები, თუმცა თვით პატრიარქი, საპატრიარქო საყდრის თვითნებურად დატოვებისა და სხვა მისდამი მიწერილი კანონიკური დარღვევებისთვის გაკიცხულ იქნა, მას აჰყარეს პატივი (სიკვდილის შემდეგ, ნიკონი ისევ აღადგინეს საპატრიარქო პატივში) და გადაასახლეს თერაპონტის Ферапонтов მონასტერში. კრებამ, ვითარც "ერეტიკოსები" და დაუმორჩილებელნი, დასწყევლა რეფორმის ყველა მოწინააღმდეგე და გადასცა ანათემას" (იქვე). "კრება ძველმოწესეებს უყურებდა როგორც ერეტიკოსებს. ამის დასტურს ვპოულობთ 1667 წლის კრების "საქმეებში", სადაც ორი თითით პირჯვრისწერის წესთან დაკავშირებით სიტყვა სიტყვით ნათქვამია შემდეგი: "Всем убо явленно есть, яко исповедаше во Святой Троице неравенство, яко ариане, и несториане, и духоборцы, и аполинариане и прочие проклятии еретицы" (Деяния московских Соборов 1666 и 1667 годов. М., 1881., с. 32)" (იქვე) "მოსკოვის 1667 წლის კრების ანათემა საბედისწერო გახდა: ერთიანი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ორად გაიხლიჩა! არადა შესაძლებელი იყო XVII საუკუნის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს სამწუხარო მოვლენა არ მომხდარიყო..." (იქვე). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი