![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ორიოდ სიტყვით "რეფორმატორთა" შესახებ ანუ მათ საყურადღებოდ, ვისაც არ სჯერა, რომ XVII საუკუნის ნიკონიანური რეფორმის შთამაგონებელნი, წამქეზებელნი და ორგანიზატორნი იყვნენ გალათინებული, პატივაყრილი და ავანტიურისტი მწვალებლები ძველმართლმადიდებლობის ოპონენტები, სამწუხაროდ, ძალზეც ხშირად ვერ აცნობიერებენ იმას, რომ XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმის სულისჩამდგმელები და ორგანიზატორები იყვნენ პატივაყრილი, კათედრაწართმეული და გალათინებული იერარქები; რუსეთში, მეფესთან სამათხოვროდ ჩამოსული ავანტიურისტები. დღეისათვის უეჭველად დამტკიცებულია, რომ 17-ე საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთში საეკლესიო რეფორმებს სათავეში ჩაუყენეს და საეკლესიო წიგნების "შესწორება" მიანდეს აშკარა მწვალებლებს (კერძოდ, ლათინებს, იეზუიტებს და უნიატებს), ასევე, საკუთარი პატრიარქებისგან პატივაყრილ და დამხობილ იერარქებს. "რეფორმებზე ნიკონის ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი, როგორც ამას თვით პატრ. ნიკონი აღიარებს, იყო აღმოსავლეთის პატრიარქი ათანასე პატელარიოსი, რომელიც სამჯერ აღსაყდრდა კონსტანტინოპოლის კათედრაზე: პირველად კათედრაზე მხოლოდ ორმოცი დღე დაჰყო (ეს იყო 1633 წ.); მეორედ - თითქმის ერთი წელიწადი (1634-1635 წწ.) და მესამედ (1653 წ.) მხოლოდ თხუთმეტი დღე. მოსკოვში 1653 წელს სამათხოვროდ ჩამოვიდა (რუსის მეფისგან მოწყალების მისაღებად). ჯერ კიდევ 1643 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი მის შესახებ რუსეთის მეფეს წერდა, რომ ათანასე არის ვერაგი და მზაკვარი ადამიანი, რომ მან კონსტანტინოპოლის კათედრა დაიპყრო მოტყუებითა და ღალატით, რომ ის არის "სუპოსტატი და ახალი იუდა" (Н. Ф. Каптерев. "Характер отношений России к православному востоку в XVI и XVII вв. Москва. 1914 г.). პროფ. ე. შმურლო ამტკიცებს, რომ ყოველივე ამის გარდა, "ათანასე იყო ლათინელი (ე. ი. პაპისტი - მთარგმნ.) "კათოლიკურ წრეებს" მისი ალექსანდრიის პატრიარქად დანიშვნა უნდოდათ და ამიტომაც რეკომენდაციას უწევდნენ, როგორც "კეთილ კათოლიკეს, რომელიც სარგებლობდა პროპაგანდის (პაპისტური დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავდა ბერძნების მოქცევას ლათინობისკენ - მთარგმნ.) კეთილგანწყობით". პროფ. შმურლო აღნიშნავს, რომ "ათანასეს ასეთ დახასიათებას აძლევს თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქი პართენი, რომელიც, სხვათა შორის, ასევე რომის (ე. ი. პაპის - მთარგმნ.) ერთგული იყო" (Проф. Е. Шмурло. Паисий Лигарид в Риме и на греческом востоке… Труды Пятого Съезда Академических организаций за границей, стр. 539 и 541). პატრიარქ ათანასეს შესახებ ამ ცნობას ადასტურებს "პროპაგანდის" მდივანი ფრანჩესკო ინგოლო (იქვე. გვ. 581). აი, ვინ იყო ნიკონ პატრიარქის პირველი შთამაგონებელი. როგორც დავინახავთ, ამ ათანასეზე უკეთესები არ იყვნენ ნიკონის სხვა თანამშრომლები და წამქეზებლებიც. გაგრძელება იქნება ![]() ა. დ. კივშენკო (1880). 1654 წლის საეკლესიო კრება. ![]() ვ. გ. შვარცი (1867 წ.). პატრიარქი ნიკონი "ახალ იერუსალიმში" ![]() ს. დ. მილორადოვიჩი. პატრიარ ნიკონის გასამართლება. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი