![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა თქვენ ატარებთ იაკობის ლიტურგიას? ვინმე თქვენთან ატარებს იაკობის წირვას? ჩვენთან, ძველმართლმადიდებლებთან ერთი ეპისკოპოსი (ეროვნებით ირლანდიელი, მცხოვრები იერუსალემში), იაკობის წირვით სწირავს. და რა, ის არღვევს რამეს? ჩვენ ოქროპირისა და ბასილის ლიტურგიებს ვასრულებთ, ის იაკობისას, მაგრამ ჩვენ ერთი ეკლესია ვართ და იმ ეპისკოპოსს არავინ განიკითხავს იმის გამო, რომ არ ტოვებს უძველეს წესს... ახლის დამკვიდრება, რატომ უნდა იყოს ძველის შეჩვენების მიზეზი, თუ ძველი მართლმადიდებლურია კაცო შენ ახლა ჩემს სათქმელს ამბობ პირდაპირ ![]() ანუ იმის ტქმა მინდა, რომ პრობლემა თქვენშია, ეს თქვენ არ აღიარებთ ა3 თითით პირჯვრის წერის სისწორეს. ეს იგივეა, რომ არ აღიარებდეთ ოქროპირის ან ბასილის წირვას და ჯიუტად ითხოვდეთ მხოლოდ იაკობ მოციქულის წირვას, უფრო მეტიც ოქტოპირის წირვას, როგორც ახალ წესს წირვისას მწვალებლობად მიიჩნევდეთ (ნუ იყოფინ) დაფიქრდი ამაზე ![]() დიახ ნამდვილად |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი