![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ბ-ნო დამიანე, მორჩილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გვიბრძნანებენ მამები, როდესაც დაცულია მართლმადიდებლობა, და არა მაშინ, როდესაც პირიქით, მართლმადიდებლობის საზიანოდ იღვწიან უმაღლესი იერარქები... ბ-ნო მართლმადიდებელო, გეთანხმები ორივე ხელით, მაგრამ ისევ ზემოთ ნახსენებ მაგილითს მოვიხმობ შორს რომ არ წავიდე. ეკლესიის ისტორიაში მომხდარა ცვლილებები და ყოფილა სიახლეები, როდესაც ახალს ჩაუნაცვლებია ძველი (იგივე წირვის წესი) ანუ არა ყოველივე სიახლე არის საზიანო, არამედ საკითხს უნდა შევხედოთ ასე. ეკლესიის მიერ მოწოდებული სიახლე, ხომ არ ეწინააღმდეგება დოგმას (მრწამს). ამ კუთხით 3 თითიანი პირჯვრის წერის წესი არანაირი სახით არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობის მრწამს, პირიქით მისი შესაბამისია და ამდენად არ წარმოადგენს მწვალებლობას. საწინააღმდეგოდ ამისა, ეკლესიისაგან განდგომა (სქიზმა) სერიოზული დანაშაული და ეს ჩემგან არ გესწავლება. აქ რეალურად პრობლემა არის იმაში, რომ რუსეთში განხორციელდა ეს ყველაფერი ძალიან აგრესიულად და დანაშაულებრივადაც კი. წმინდა საეკლესიო საკითხები გამოყენებული იქნა ხალხის დევნისათვის, რაც რა ტქმა უნდა გაუმართლებელია ყველანაირად. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს არის წმინდა რუსული ფენომენი და ამ საკითხს არცერთ მართლმადიდებელ ერში საერთო არ ჰქონია რაიმე წინააღმდეგობა გარდა რუსეთისა, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს მე მგონი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი