![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
damiane80
ციტატა კაცო შენ ახლა ჩემს სათქმელს ამბობ პირდაპირ. დღეის მდგომარეობით იგივე რუსეთში თუნდაც სიტუიაცია ისეთია, რომ თუ ძველმართლმადიდებლები აღიარებენ ახალ წესებს და შემოურიგდებიან ეკლესიას, მაშინ შეუძლიათ წირონ და ილოცონ ძველი წესით და პირჯვარიც ისე გადაიწერონ. ეს ტქვენ არ გინდათ ჩვენთან (ასე ვტქვათ ახლებთან შემორიგება), იმიტო რომ ჩვენ გვიწოდებთ მწვალებლებს. შენ მიერ მოყვანილ მაგალითში კი თავად ადასტურებ, რომ ეკლესიაში შეიზლება ისეთი მნიშვნელოვანი წესიც კი შეიცვალოს (ახალი შემოვიდეს) როგორიცაა ლიტურგია, თუმცა ამის გამო არც ძველია მწვალებლობა და არც ახალი. ბ-ნო დამიანე, არსებობს დიალოგის, პოლემიკის, დისპუტის... როგორც გინდათ დაარქვით, გარკვეული დონეები და ეტაპები. მაგალითად, თემაში "პირჯვრისწერის მიმართულება", სადაც საკმაოდ ვიდავეთ პირჯვრისწერის და კურთხევის გაცემის საკითხებზე, პოლემიკის დონე განისაზღვრებოდა ფაქტების შეპირისპირების მეთოდით. ანუ, როდესაც ერთ მხარეს მოაქვს მისი სასარგებლო ფაქტი, მეორეს კი თავისი სწავლების სასარგებლო მაგალითი. როდესაც პოლემიკა გრძელდება ამ დონეზე, დიდი შანსია ის შევიდეს ჩიხში... მაგალითებიც უსასრულო როდია, ერთხელაც ამოიწურება და სათქმელიც აღარაფერი დარჩება. ორივ მხარე კი მაინც იქნება თავისი შეხედულების ერთგული. აქ პოლემიკა ან უნდა დამთავრდეს ან თვისობრივად ახალ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი. ჩვენს შემთხვევაშიც მგონი აქეთკენ მიდის საქმე. ეხლა მე რომ დავიწყო იმის მტკიცება არის თუ არა სამი თითი მისაღები და იმ მაგალითების ანალოგიური, რომლებიც თქვენ მოგყავთ ლიტურგიასთან დაკავშირებით, და კიდევ სხვა... ეს დისპუტიც ჩიხში შევა, რადგან დარწმუნებული ვარ, ჩემს მიერ მოტანილ ფაქტებს თქვენ დაუპირისპირებთ საკუთარ არგუმენტებს, შემდეგ გასარჩევი იქნება ეს ახალი არგუმენტები და ა. შ. უსასრულოდ... სად არის გამოსავალი ასეთ შემთხვევაში? ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში გამოსავალია საკითხის საღვთისმეტყველო გააზრება. მაგალითად, თქვენი მსჯელობიდან ჩანს, რომ თქვენ სქიზმატებად მიიჩნევთ ძველმორწმუნეებს, მე კი ვფიქრობ, რომ სქიზმატები არიან ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლები, როგორც სქიზმის მოქმედთა სულიერი მემკვიდრეები... როგორ გავიგოთ ვინ არის მართალი? თუ, როგორც უკვე ვთქვი, საკითხს ავწევთ საღვთისმეტყველო დონეზე და იმას კი არ გავარკვევთ ჯერ, ვინ ვის რა უთხრა და ვინ ვის რა პასუხი გასცა... არამედ, ვილაპარაკებთ თვით სქიზმის რაობაზე, რა არის სქიზმა, ვინ, როგორ და რომელ შემთხვევაში შეიძლება და უნდა გამოცხადდეს სქიზმატიკოსად, ხოლო შემდეგ, თუ ამ საღვთისმეტყველო (უფრო ეკლესიოლოგიურ) საკითხში შევთანხმდებით, და ისტორიული ფაქტებს მოვუხმობთ ამა თუ იმ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ადვილად გავარკვევთ ვინ იყო სქიზმატიკოსი და ვინ არა. იგივე უნდა ითქვას სხვადასხვა წესებზეც, - ძველზეც და ახალზეც... ეკლესიოლოგიური თუ თეოლოგიური თვალსაზრისით უნდა იქნეს განხილული რა არის ცვალებადი ეკლესიაში და რა უცვალებელი... რომელი საეკლესიო წესის შეცვლა არის მიზანშეწონილი და რომლის არა... და ა. შ. რამდენად მისაღებია ოპონენტების მიერ მოტანილი შედარებები და რამდენად შეესატყვისება იგი განსახილველი საგნის არსს... თუ ასე არ მივუდგებით, დისპუტი გადავა კინკლაობაში, რაც მეტად არასასურველია და უპერსპექტივო... ამ კინკლაობის გამო, უკვე უამრავი ადამიანი მემდურის თქვენს ფორუმზე... ![]() ![]() ასე, რომ თუ გაქვთ სურვილი, მოდი, სხვა კუთხით მივუდგეთ ამ საკითხებს და განვიხილოთ ისინი ზემოთხსენებული პრინციპებით... მაგალითად, იმისთვის რათა გავარკვიოთ ვინ იყო სქიზმის მომქმედი ძველმორწმუნეები თუ ნიკონიანელი ახალრეფორმატორები, ჯერ სქიზმის ცნება დავადგინოთ, ერთმანეთში შევთანხმდეთ და შემდეგ განვიხილოთ კონკრეტული ფაქტები... იმედია დამეთანხმებით, რომ რომ ასე აჯობებს. ![]() -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი