![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა იმისთვის რათა გავარკვიოთ ვინ იყო სქიზმის მომქმედი ძველმორწმუნეები თუ ნიკონიანელი ახალრეფორმატორები, საქმეც ამაშია, შენ გაინტერესებს ვინიყო სქიზმის მოქმედი ნიკონის დროს, ამ საკითხზე მსჯელობ ნიკონთან მიმართებაში, მე კიო რამდენჯერმე გიპასუხე, რომ ნიკონის რეფორმა თანამდევი შედეგები წმინდა რუსული ფენომენია და საკითხში გასარკვევად მხოლოდ ამაზე მსჯელობა არ იქნება საკმარისი. როგორც იცი მარტLმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (ათონის მტის ცათვლით) ნიკონის დროისათვის კარგი ხნის გადასული იყვნენ 3 თითიან პირჯვრის წერის წესზე (ეს იწყება როგორც მახსოვს მე-12-მე-13 საუკუნეებიდან) თუ უფრო ადრე არა, აქედან გამომდინარე, ცემტვის ნიკონისა და მისი დამქაშები ქმედებები კი არ არის საინტერესო იმდენად, არამედ ზოგადად, მსჯელობა იმაზე რამდენად მიუღებელია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის 3 თითიანი წყობა პირჯვრის წერისა. მაგალითისთვის, ნიკონის რეფორმა ასე ვთქვათ "გლადკად" რომ ჩატარებულიყო და დევნა და ხოცვა ჟლეტა არ მოყოლოდა შედეგად, დოგმატიკური თვალსაზრისით ეს შეცვლიდა თქვენს დამოკიდებულებას 3 თითით პირჯვრის წერის მიმართ?. ამას ვგულისხმობ, ერთი წუთით დავივიწყოთ რეფორმა და მისი პერიპედიები, კითხვა ჩდება ასეთი: სწორია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის შემოღება მართლმადიდებლური თვალთახედვით ანუ ეწინააღმდეგება თუ არა იგი მართლმადიდებლურ დოგმატს და შეიძლებოდა თუ არა იგი ეს წესი დაქვემდებარებოდა ცვლილებას, თუ ეს უცველი დოგმატია. მე მგონია ასე მსჯელობა უფრო სწორი იქნება და არა ის თუ ვინ მოაწყო განხეთქილება რუსეთში |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 03:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი