![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა ამით გადაწყდება (თუნდაც დროებით) თვით სამი თითის პრაქტიკაში შეწყნარების საკითხი, მაგრამ არა ის, თუ ვინ არის განხეთქილების მოქმედი. მე მგონი მთავარია სწორედ პირველი საკიტხის გადაწყვეტა, ხოლო განხეთქილების შემოქმედი რუსეთში ვინ არის ეს მე არ მაინტერესებს. კიდევ ვიმეორებ, რუსეთში ამ რეფორმამდე, საქართველოში და სხვაგან ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში ეს წესი უკვე მოქმეცდებდა ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემტვის მტავარია პასუხი კითხვაზე მისაღებია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის წესი და არა ის ნიკონის ბრალი იყო განხეთქილება თუ სხვა ვინმესი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ნიკონმა ბევრი შეცდომები დაუშვა, რისი მსხვერპლიც თვითონვე გახდა შემდგომ. ისე შეიძლება კაცი სიმართლეს ამბობდე, მაგრამ ამ სიმართლის გადმოცემის ფორმა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ ამას საწინააღმდეგო რეაქცია მოყვეს. ნიკონი ისე რომ მოქცეულიყო, როგორც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ურჩევდა, რუსეთში განხეთქილება არ მოხდებოდა. მე ასე მგონია. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი