![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ურბნისის დედათა მონასტერს დახმარება სჭირდება. მონასტერში ამჟამად 10 წევრია: 2 სქემ-მონაზონი, 7 მონაზონი და 1 მორჩილი. შენობები სადაც დედების კელიებია განთავსებული სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ახალი კელიების აშენება, რისთვისაც სახსრებია საჭირო. შემოწირულობები, რაც გააჩნდა მონასტერს, საძირკველის ჩასხმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი დაეხმაროს მონასტერს, თუნდაც სულ მცირედითაც კი, შემიძლია პირადად დავაკავშირო მონასტრის წინამძღვარს - დედა გლაფირას. ჩვენი სულ მცირედი წვლილიც კი ამ საქმეში ძალიან დიდი მადლი იქნება და ჩვენვე დაგვეხმარება ცხონების გზაზე. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რათა ყოველთვის შეგეძლოთ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
KAT |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 4-October 06 წევრი № 245 ![]() |
ვის რა დახმარების გაწევა შეუძლია მაგის მოფიქრება ფორუმშიც შეიძლება. დაწერეთ ყველამ, რა შეგიძლიათ. სია გავაკეთოთ და ვსიო. რათ უნდა მაგას შეხვედრა. მარიამ ეგებ გვითხრა როდის და როგორ უნდა გადავცეთ შემოწირულობები მონასტერს? იქ ჩასვლაა საჭირო თუ თბილისშიც ჩამოდიან დედაოები ხოლმე? მაგის პასუხის მიხედვით ჩვენ მოვიფიქრებთ როორ უნდა მოვიქცეთ .აი მაგის მერე შეხვედრა უკვე მართლაც კარგი იქნებოდა, რომლის დროსაც შეგროვვდებოდა შემოწირულობა და გადაეცემოდა ვინმეს ( დედაოს ან ვინც იქ ჩადის) ან პირდაპირ დავგევმავდით დღეს და ჩავიდოდით. ძალიან მინდა თქვენი ყველას ნახვა, და გაცნობა მარა , ორშაბათის შეხვედრის მიზანი არაა ჩემთვის ნათელი. მე შევაგროვე თანხები ჩემს ახლობლებს შორის, ამიტომ მითხარით სად მოვიტანო და ვის მივცე და მოვიტან. თუ ჩასვლაა საჭირო და თუ კვირა დღე იქნება წამოვალ. როგორც ვხედავ შემც დაკავებული ხარ ამიტომ მე მგონია პირდაპირ რეალურად დავთქვათ დღე როდესაც ყველა მოიტანს თავის წვლილს. -------------------- ლოცვა სულის სუნთქვაა
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი