სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Sep 27 2010, 11:05 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
damiane80
ციტატა საქმეც ამაშია, შენ გაინტერესებს ვინიყო სქიზმის მოქმედი ნიკონის დროს, ამ საკითხზე მსჯელობ ნიკონთან მიმართებაში, მე კიო რამდენჯერმე გიპასუხე, რომ ნიკონის რეფორმა თანამდევი შედეგები წმინდა რუსული ფენომენია და საკითხში გასარკვევად მხოლოდ ამაზე მსჯელობა არ იქნება საკმარისი. მე არც მიფიქრია, რომ მარტო ამ საკითხზე მსჯელობა საკმარისი იქნება მტყუან-მართლის გასარკვევად. ციტატა როგორც იცი მარტLმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (ათონის მტის ცათვლით) ნიკონის დროისათვის კარგი ხნის გადასული იყვნენ 3 თითიან პირჯვრის წერის წესზე (ეს იწყება როგორც მახსოვს მე-12-მე-13 საუკუნეებიდან) თუ უფრო ადრე არა, აქედან გამომდინარე, ცემტვის ნიკონისა და მისი დამქაშები ქმედებები კი არ არის საინტერესო იმდენად, არამედ ზოგადად, მსჯელობა იმაზე რამდენად მიუღებელია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის 3 თითიანი წყობა პირჯვრის წერისა. ზუსტად არავინ იცის როდის დამკვიდრდა სამი თითით პირჯვრისწერა აღმოსავლეთში... ისე, ფაქტია, რომ ათონზეც გამხდარა ეს საკითხი მძაფრი დაპირისპირების საბაბი (ბერძენ და სერბ ბერებს შორის. ეს იყო რეფორმამდე მცირე ხნით ადრე). რაც შეეხება თვით თითების წყობის დოგმატიკის საკითხს, ცხადია, ამაზეც შეიძლება მსჯელობა, მაგრამ თუ სქიზმაზე ვმსჯელობთ, მაშინ ეს საკითხი დგება სულ სხვა კუთხით. ციტატა მაგალითისთვის, ნიკონის რეფორმა ასე ვთქვათ "გლადკად" რომ ჩატარებულიყო და დევნა და ხოცვა ჟლეტა არ მოყოლოდა შედეგად, დოგმატიკური თვალსაზრისით ეს შეცვლიდა თქვენს დამოკიდებულებას 3 თითით პირჯვრის წერის მიმართ?. ნიკონის რეფორმა რომ მშვიდობიანად ჩატარებულიყო (რაც შეუძლებელი იყო მისი პოლიტიკური წანამძღვრების გამო) და ნიკონს ჯერ მოეწყო რაღაც "სამეცნიერო კონფერენციის" მსგავსი და გამოერკვია მასაც და აღმოსავლელ იერარქებსაც თითების რომელი წყობაა მისაღები და რომელი უარსაყოფი, ან მისაღებია თუ არა ორივე, ცხადია უფრო საინტერესო იქნებოდა. რაც არ ყოფილა იმაზე ვერ ვიმსჯელებთ. ის, რაც დღემდე მოიპოვა ისტორიულმა მეცნიერებამ, მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, ვეჭვობ მიღწევადი ყოფილიყო 16-ე - 17-ე საუკუნეებში. ამიტომაც, თუ ვინმე მოიტანდა უეჭველ და დამამტკიცებელ საბუთს, რომ ასეთი პირჯვრისწერა არის მართლმადიდებლური და წმიდამამებისეული, ცხადია არც იმდროინდელ და არც შემდგომდროინდელ ძველმართლმადიდებელთ არაფერი ექნებოდათ სათქმელი, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ დღემდე ასეთი მოწმობები ვერავინ მოიტანა. არც ხატებზე (თუ არ ვიგულისხმებთ ახალ ხატმწერლობას), არც წმიდა მამათა თხზულებებში, არც ისტორიულ წყაროებში, არსად ჩანს, რომ ვინმეს რამენაირი განმარტება მოეცეს ამ თითებისა, მაშინ როდესაც, ორ თითზე არსებობს საეკლესიო დადგენილებები, მითითებები ისტორიულ წყაროებში და ანათემატიზმები (კურთხევანებიდან) მონოფიზიტთა წინააღმდეგ (ცნობილი: "ვინცა ვინ არა დასწერდეს ჯვარსა ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება" - არს. იყალთ. "დოგმატიკონი"; ასმუხლიანი კრება (1551 წ. მოსკოვი) და სხვ.). სამთითიანი წყობა, ისტორიული და მამებისეული მოწმობების მხრივ აშკარად ჩამოუვარდება ორ თითიან წყობას. მე არ მსურს ვინმეს გული ვატკინო და არ ვდავობ ნიშნისმოგებით, ჩემი მიზანია ის, რომ ჩემმა ხალხმა და ჩემმა თანამემამულეებმა აღიდგინონ ის, რაც ძველია და უეჭველად მართლმადიდებლურია. ეს არის და ეს. ციტატა სწორია თუ არა 3 თითით პირჯვრის წერის შემოღება მართლმადიდებლური თვალთახედვით ანუ ეწინააღმდეგება თუ არა იგი მართლმადიდებლურ დოგმატს და შეიძლებოდა თუ არა იგი ეს წესი დაქვემდებარებოდა ცვლილებას, თუ ეს უცველი დოგმატია. თქვენ იცით ჩემი პასუხი ამ საკითზე, ამიტომ არ განვმეორდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორც მრავალ საღვთისმეტყველო საკითხზე, ამაზეც გაუთავებლად შეიძლება დავა. ასეთ შემთხვევაში რა კრიტერიუმები უნდა ამოქმედდეს, რომ ერთმა მხარემ დაარწმუნოს მეორე? ისევ და ისევ ისტორიული, კანონიკური და საღვთისმეტყველო წყაროები. ერთია იმის განმარტება, ვის როგორ ესმის ეს სამი თითი და მეორე, არსებობდა თუ არა იგი, წმიდა მამების პერიოდში და ცნობილია თუ არა რომელიმე წმიდა მამა, რომელიც ან სამი თითით იწერდა პირჯვარს ან განმარტავს ამგვარი პირჯვრისწერის წესს... ასეთი მოწმობა ჩვენ არ ვიცით. მოდი წინ წავიდეთ და დავუშვათ, რომ ასეთი მოწმობა მოპოვებულ იქნა. ან საერთოდ დავუშვათ, რომ ძველმართლმადიდებლებისთვის ეკლესიური ერთობის მისაღწევად თითების წყობა სადღეისოდ არ წარმოადგენს გადამწყვეტ საკითხს. ვთქვათ მათ აამოქმედეს იკონომია და ა. შ. რა მოხდება ამით? ამით გადაწყდება (თუნდაც დროებით) თვით სამი თითის პრაქტიკაში შეწყნარების საკითხი, მაგრამ არა ის, თუ ვინ არის განხეთქილების მოქმედი. როგორც იცით, ნიკონს არ უთქვამს თავისი თანამემამულეებისთვის, სამი თითიც სწორია და ორი თითიც და გადაიწერეთ პირჯვარი როგორც გინდათო (არ შეგვეშალოს ნიკონის განცხადებები საპატრიარქო ტახტის დატოვების შემდეგ, როდესაც ის ისევ ძველ წიგნებს დაუბრუნდა და აღიარა მათი სიწმინდე, თუმცა არ დაბრუნებია ძველ ეკლესიას), არამედ ირწმუნებოდა, რომ ორი თითით პირჯვრისწერა არისო ერესი. სწორედ ამის გამო უნდა შეცვლილიყო თითების წყობა. საინტერესოა ერთი ფაქტი, ძველმოწესეობის ბოლო ფორპოსტი, რომელიც მეფე ალექსიმ ვერ აიღო, იყო სოლოვეცის მონასტერი. ეს მონასტერი იმყოფებოდა 18 წლიან ალყაში. სოლოვეცის მონასტრის ბერებმა შეუთვალეს მეფეს დაეტოვებინა მათთვის ძველი წესები... რაც მიღებულ არ იქნა... 18 წლის შემდეგ, შიდა გამცემის წყალობით მონასტერი აიღეს, ხოლო ბერები საშინლად აწამეს და დახოცეს... აი, ასე იდგა მაშინ საკითხი, ბ-ნო დამიანე... ამიტომ, ძველმოწესეები არანაირად არ არიან განხეთქილების მოქმედნი. ისინი ყოველთვის იყვნენ ეკლესიაში, ქრისტეს ეკლესიაში, ქრისტეთან ერთობაში და არც არასოდეს გასულან მისგან... ციტატა მე მგონია ასე მსჯელობა უფრო სწორი იქნება და არა ის თუ ვინ მოაწყო განხეთქილება რუსეთში ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან დღემდე ძველმართლმადიდებლებს უწოდებენ სქიზმატიკოსებს, ხოლო სქიზმატიკოსები, ვიცით რომ არიან ეკლესიის ერთობის გარეთ. მათი ცხოვნება სათუოა. ამდენად, რატომ უნდა ავუქციოთ გვერდი ამ საკითხს? სამი თითით პირჯვრისწერა ამ საკითხთან არის პირდაპირ მიმართებაში... ვინც დაარღვია მშვიდობა ეკლესიაში ის არის სქიზმატიკოსი, ხოლო მშვიდობა დაარღვიეს ნიკონმა და მეფე ალექსიმ, და არა ძველმოწესეებმა... ამიტომაც, სქიზმატიკოსები არიან ისინი. რაც შეეხება დანარჩენ ადგილობრივ ეკლესიებს, ისინი ამ რეფორმის მოწონებით, 1667 წლის კრების დადგენილებებისადმი თანხმობითა და სქიზმატურ-რეფორმატორულ ეკლესიასთან ევქარისტული ერთობის ძალით, არიან ასევე სქიზმატიკოსები. ამ სიტყვებს მე არ ვწერ ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით. ეს არის ორი ურთიერთდაპირისპირებული ეკლესიიდან ერთ ერთის (ანუ ჩვენი) პოზიცია. ეს არის მცდელობა, ძალზედ მოკლედ იქნას განმარტებული განხეთქილების არსი. აი, ასეთია ეს პრობლემა. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
| sopo... |
Sep 28 2010, 08:11 PM
პოსტი
#3
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 808 რეგისტრ.: 21-August 08 წევრი № 5,502 |
მმმ (.. ძალიან სამწუხაროა ამ განხეთქილების არსებობა, თუმცა მე საფუძველი დიდად არ მესმის, მიუხედავად ყველა არგუმენტის მოსმენის.. ობიექტურად თუ შევხედავთ საკითხს ერთი თუ სამი თითი პირჯვრისწერაზე ცნობები წმინდანების მიერ გვხვდება,
და ისევე როგორც ორი თითით პირჯვრისწერის შემოღებისას ყველას სხვა ფორმა გამოცხადდა ერესად მწვალებლური შინაარსის გამო, ასევე მოხდა სამი თითით პირჯვრისწერის შემოღებისას.. ანუ ვერ ვხედავ ამ საკითხში მიზეზს განხეთქილების.. ვინც დაარღვია მშვიდობა ეკლესიაში ის არის სქიზმატიკოსი, ხოლო მშვიდობა დაარღვიეს ნიკონმა და მეფე ალექსიმ, და არა ძველმოწესეებმა... არ ვამართლებ ნიკონის რეფორმებს, მაგრამ მშვიდობის დამრღვეველი მე როგორც ვხედავ არის ის ნაწილი ეკლესიის რომელიც არ დამორჩილდა მას, ანუ ძველმოწესეები, მხოლოდ ამას მოყვა ძალადობა და განხეთქილება.. დაუმორჩილებლობა ამ საკითხში ჩემთვის გაუგებარია.. ასეთ შემთხვევაში ალბათ ქრისტეს უნდა ვთხოვოთ დაგვანახოს სწორი გზა..არვიცი.. |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 07:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი