![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა "კრებით დადგენილებაში ნათქვამი იყო: "ამიერიდან, საღ გონებაზე მყოფი ვინმე თუ პირჯვარს არ გადაიწერს მარჯვენა ხელის პირველი სამი დიდი თითით, რითაც განუყოფელი და ერთარსება წმიდა სამება გამოიხატება, არამედ ეკლესიისთვის მიუღებელი წესით (ანუ ორი თითით - ძვმ.) პატარა თითებს შეართებს დიდთან (იგულისხმება ცერის, ნეკის და არათითის შეერთება - მთარგმნ.), რომელშიაც წმიდა სამების არათანასწორობა იხილვება, და ორი აღმართული, საჩვენებელი და შუათითით, რომელშიაც მოიაზრებენ ორ ძეს და ორ ბუნებას, ნესტორიანული მწვალებლობის თანახმად, ან კიდევ სხვა ნებისმიერი სახით, გადაიწერს პირჯვარს - წყეულიმც იყოს და განკვეთილი სხვათაშორის აქ შენს ყურადღებას მივაქცევ იმაზე, რომ ორ თითიანი პირჯვრის წერა დაგმობილია როგორც ნესტორიანული ერესია და არა სომხური მწვალებლობა. ეს ამტკიცებს იმას, რომ ერთ-ერთი საფუძველი 2 თითიანი პირჯვრის წერიდან 3-ზე გადასვლისა იყო სწორედ ნესტორიანელობისაგან განსხვავების მიზანი, ისე როგორც თავის დროზე ერთი თითით პირჯვრის წერა იქნება დაგმობილი როგორც მონოფიზიტური ერესი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი