ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება, გილოცავთ! უწმიდესის კურთხევა მიღებულია... |
კანონისტი |
Feb 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Mar 18 2007, 07:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ვაშა მეგობრებო!
დიდის ზარზეიმითა და პატრიოტიზმით [განა რა ჯობია მას?], დაფუძნდა ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება! საორგანიზაციო განყოფილების ბრწყინვალებამ, გუმბათს აჯობა ბრწყინვალებაში და იქვე ამვლელ-ჩამვლელი, ორი ნორჩი ქალბატონიც შემოიყვანა დარბაზში! რომელთა ჩიპზე აღბეჭვდის პატივი წილად მხვდა მე. საუბარი ხმაურიანად და გრუხუნით მიმდინარეობდა, იდეათა ნაკადი აზანზარებდა თეთრი მინით დაფარულ ოთახს! ვაშა, ვაშა და კიდევ ერთხელ, ვაშა! -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 12:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი