![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
ურბნისის დედათა მონასტერს დახმარება სჭირდება. მონასტერში ამჟამად 10 წევრია: 2 სქემ-მონაზონი, 7 მონაზონი და 1 მორჩილი. შენობები სადაც დედების კელიებია განთავსებული სავალალო მდგომარეობაშია, ამიტომ აუცილებელია ახალი კელიების აშენება, რისთვისაც სახსრებია საჭირო. შემოწირულობები, რაც გააჩნდა მონასტერს, საძირკველის ჩასხმისთვისაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი დაეხმაროს მონასტერს, თუნდაც სულ მცირედითაც კი, შემიძლია პირადად დავაკავშირო მონასტრის წინამძღვარს - დედა გლაფირას. ჩვენი სულ მცირედი წვლილიც კი ამ საქმეში ძალიან დიდი მადლი იქნება და ჩვენვე დაგვეხმარება ცხონების გზაზე. წინასწარ დიდი მადლობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რათა ყოველთვის შეგეძლოთ ღვთისთვის სათნო საქმეების კეთება. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
mariami-k |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 ![]() |
beqa.shuxoshvili
ციტატა ეს ურბნისის საკათედრო ტაძარია აქ არის დაბრძანებული ნუ რავი შეიძლება ეხლა გაიგოთ არ ვიცი ნეოფიტე ურბნელის წმინდა ნაწილი და ეს წმინდანი იყო არაბი მხედართმთავარი და 8 საუკუნეში როცა შემოიჭრა საქართველოში უნდოდა შიო მღვიმის დარბევა და მოწმენდილ ცაზე ისეთი ბურუსი ჩამოწვა მერე, რომ ვერ მიაგნეს გზას. ამ სასწაულით გაოცებულმა გადაწყვიტა მართმადიდებლობა მიეღო და მერე ეპისკოპოსიც კი გახდა და მერე თუ არ ვცდები არაბებმა ჩაქოლს და მისი სისხლიანი ქვები ეხლაც არსებობს ხოლო სიტყვა ნეოფიტე ნიშნავს ახალს თუ არ ვცდები აი მოკლე ექსკურსი ამ ტაძარზე ძალიან ლამაზი და დიდი ტაძარია ცნობისთვის ორშაბათს ვიყავი მანდ და მე მარტო შემოწირულობებით დაგეხმარებით რითაც შემიძლია ისე კი ვერ წამოვალ ნამდვილად ამ ტაძარშია ნეოფიტე ურბნელის წმიდა ნაწილი. აგრეთვე ამ ტაძარში არის სტეფანე პირველმოწამის ხატი, რომელშიც წმიდა ნაწილია. თუ ორშაბათს იყავი ნახავდი ალბათ "მსწრაფლშემენელის" დიდ ხატს. ეგ ხატი მეუფე იობს აჩუქეს, მეუფემ კი ურბნისის ტაძარს შესწირა. სავარაუდოდ მაგ ტაძარში უნდა იყოს თადეოზ სტეფანწმიდელის საფლავიც. ამაზე მიდის მოკვლევა და უახლოეს მომავალში ესეც იქნება ზუსტად ცნობილი. ურბნისის საკათედრო საღარი ადრე ღვღისმშობლის მიძინების სახელობის იყო, მოგვიანებით კი იგი სტეფანე პირველმოწამის სახელზე იკურთხა. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 04:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი