IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს, დღეს დილით გარდაიცვალა
ochokochi
პოსტი Oct 1 2009, 02:01 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1



გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე ...... სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც....
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
სოფი
პოსტი Oct 2 2010, 11:33 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



არტკაფე “ქარავანში” ოთარ ჭილაძის ჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი წიგნი - ”ცა მიწიდან იწყება” მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავზე გამოიცა. მასში შესულია ყველა ის ჩანაწერი, რაც აქამდე არ გამოცემულა და მხოლოდ მწერლის პირად დღიურებში ინახებოდა.


ჩანაწერები შედგენილია ოთარ ჭილაძის ძმის, მწერალ თამაზ ჭილაძის მიერ, ხოლო წიგნში გამოყენებულია თავად ოთარ ჭილაძის ნახატები, რომელიც მის განწყობას და სულიერ მდგომარეობას ასახვას.
როგორც “ინტერპრესნიუსს” თამაზ ჭილაძემ განუცხადა, ოთარ ჭილაძეს აუარებელი საარქივო მასალა დარჩა, რომელიც მთლიანადაა გადასამუშავებელი და ეს ჩანაწერების კრებული არის ძალიან მწირი ნაწილი, იმ უბის წიგნაკებიდან, რომლიდანაც ამ წიგნისთვის მასალა ამოიკრიფა.
“მე ვთვლი, რომ ეს წიგნი თამამად დაიდება ოთარ ჭილაძის რომანების გვერდით. ამ წიგნს აქვს იგივე წონა და იგივე ფუქნცია, მე ასე მიმაჩნია ყოველშემთხვევაში. ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ჩანაწერებისა, რაც ოთარს დარჩა. ძალიან ბევრი ნაწილი არის გადასამუშავებელი, ვინაიდან ეს ყველფაერი არის კალიგრაფიით, მისივე ხელით ჩაწერილი, ამიტომ არის დასაზუსტებელი ტექსტები. ალბათ მომავალში კიდევ გამოიცემა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები. ახლა გამოვეცით მხოლოდ ის, რაც ჩავთვალეთ რომ ამ დროის შესაფერისი იქნებოდა”, – აღნიშნა თამაზ ჭილაძემ.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ochokochi   ოთარ ჭილაძე აღარ გვყავს   Oct 1 2009, 02:01 PM
Atman   ღმერთმა გაანათლოს...   Oct 1 2009, 02:03 PM
Amuza   ღმერთმა აცხოვნოს. ...   Oct 1 2009, 02:10 PM
მატასი   რა სამწუხაროა... :( სა...   Oct 1 2009, 02:19 PM
თამარი_ცქნაფო   სიჩუმე ზოგჯერ სისუ...   Oct 1 2009, 02:25 PM
nino84   უიიი, პირველ გვერდ...   Oct 1 2009, 02:31 PM
Amuza   [b][size=4]ოთარ ჭილაძე ბე...   Oct 1 2009, 02:31 PM
ochokochi   მზად ვარ გისმინო დ...   Oct 1 2009, 02:38 PM
თამარი_ცქნაფო   ჩემთვის ყველაზე მე...   Oct 1 2009, 02:44 PM
მატასი   თამარი_ცქნაფო უძლი...   Oct 1 2009, 02:58 PM
Amuza   გალაკტიონ ტაბიძეს ...   Oct 1 2009, 03:25 PM
ქევანა   ღმერთმა აცხოვნოს, ...   Oct 1 2009, 04:10 PM
ნათია   სამწუხაროა...   Oct 1 2009, 04:50 PM
მაშიკო   ღმერთმა აცხოვნოს   Oct 1 2009, 05:21 PM
KAIROS   ჩემი ერთერთი უსაყვ...   Oct 1 2009, 06:04 PM
k@the   ღმერთმა აცხონოს :(   Oct 1 2009, 06:22 PM
ნაინა   ვაი, გული მწყდება ა...   Oct 1 2009, 07:18 PM
kato_Bato   როგორ დამწყდა გული...   Oct 1 2009, 11:01 PM
ქავთარაძე   ზე მაგარი კაცი არი...   Oct 1 2009, 11:57 PM
ნონა   ოთარ ჭილაძისნაირე...   Oct 2 2009, 09:48 AM
neo   აცხონოს უფალმა   Oct 2 2009, 10:21 AM
nino84   მთაწმინდის პანთეო...   Oct 2 2009, 03:11 PM
თამარი_ცქნაფო   დღეს ვფიქრობდი, სა...   Oct 2 2009, 03:14 PM
KAIROS   პირველი სტრიქონებ...   Oct 2 2009, 04:01 PM
მატასი   ლაპარაკობდნენ ხეე...   Oct 4 2009, 12:43 AM
მატასი   დღეს გავაცილეთ... მთ...   Oct 4 2009, 10:13 PM
მატასი   http://www.link.ge/file/289072/17--miwaze-...iladz...   Oct 13 2009, 09:23 AM
KAIROS   ვერ ავიტანდი იქ რ...   Oct 13 2009, 09:31 AM
ნონა   "მიწაზე მძიმე"-ს...   Oct 13 2009, 11:44 AM
ნაინა   KAIROS :( ეს ჩემი საყვარ...   Oct 13 2009, 10:14 AM
KAIROS   არა, რა სასვენი ნიშ...   Oct 13 2009, 11:54 AM
ნონა   არა, რა სასვენი ნიშ...   Oct 13 2009, 12:08 PM
სოფი   არტკაფე “ქარავანშ...   Oct 2 2010, 11:33 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 10:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი