![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
უფლის მიერ საყვარელნო ძმებო და დებო,
გახსოვთ ალბათ, როდესაც ვსაუბრობდით ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე. 24 დეკემბერს შევხვდით კიდევაც სამების ტაძრის ეზოში და ვიმსჯელეთ ჩვენ გეგმებზე. ბოლოს შევჩერდით იქ, რომ ველოდებოდით საპატრიარქო კურთხევას მაშ, ასე, მინდა მოგილოცოთ, რომ გუშინწინ გახლდით პატრიარქთან. მას გავაცანით ჩვენი იდეები და ვთხოვეთ კურთხევა. მისმა უწმიდესობამ იდეა მოიწონა და დარიგებებიც მომცა ამჟამად მე და ჩემი მეგობარი ვაზუსტებთ და ვაგვარებთ სარეგისტრაციო საქმეებს. როგორც უწმიდესს დავპირდი, მისი მოსკოვიდან ჩამობრძანების შემდეგ (კიდევ უნდა შევხვდე), ორგანიზაცია დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ სულ ბევრი 10 დღეში ამ ორგანიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების გავრცელებასა და დაცვას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გამორჩეულად უნდა ვიმუშაოთ არაეკლესიურ ადამიანებზე, უნდა მომზადდეს ბუკლეტები და გზამკვლევები, ცხადია ყველაფერი საპატრიარქოს კურთხევით. აუცილებელია მონაწილეობის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრებში, სადაც ჩვენ ოფიციალურად დავუჭერთ მხარს საპატრიარქოს. ჩვენი ბრძოლის მეთოდი უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან მაქვს პროექტები სამეცნიერო კვლევების წახალისების შესახებ, ჩემ მიერ არაოფიციალურად შექმნილი საეკლესიო სამართლის კვლევითი ცენტრიც ამ ორგანიზაციის სახელით გააგრძელებს მოღვაწეობას ამასთან, მინდა თქვენი იდეები, როგორ გესახებათ კონკრეტული საქმეების განხორციელება. დარეგისტრირების შემდეგ ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ ამის შესახებ მედიის საშუალებით და დავიწყებთ წევრების მიღებას! ჩვენი დევიზი უნდა იყოს: ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!!! ქრისტესმიერი სიყვარულით, დავით ჩიკვაიძე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
აუ მეც მინდოდა მოსვლა მარა სიცხე მქონდა და ვეღარ წამოვედი.
![]() ესე იგი შედგა პრეზენტაცია ახალი ორგანიზაციის, ძალიან სასიხარულოა. მაგარია ძაან ![]() აბა გაზრდა, გამრავლება, გახარება, წინსვლა, ბედნიერება, ჯანმრთელობა, უხვი ბიუჯეტი, ჯანსაღი იდეები, წარმატება, ხვავი, ბარაქა - ამ ორგანიზაციას. ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st June 2024 - 02:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი