![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ფ. ე. მელნიკოვი გზააბნეული ღვთისმეტყველება (ნაწყვეტები წიგნიდან) წინათქმა ფ. ე. მელნიკოვის "გზააბნეული ღვთისმეტყველება" მიმართულია ნიკონის რეფორმის შემდეგ მოღვაწე გაბატონებული ეკლესიის "მართლმადიდებლობისა" და მის ღვთისმეტყველთა სამხილებლად. წიგნის ავტორი ამსხვრევს ძველმოწესეობაზე, როგორც ვითომცდა წესთმორწმუნეობაზე არსებულ სტერეოტიპს და ამტკიცებს, რომ "გაბატონებულ ეკლესიას არ გააჩნია ერთიანი ჭეშმარიტი სწავლება არც ერთ საეკლესიო საიდუმლოზე, არც ეკლესიაზე, არც ღმრთის ძეზე და არც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე". ავტორი ამტკიცებს, რომ ნიკონიანური "მართლმადიდებლობის" ღვთისმეტყველება, რომელიც კათოლიციზმისა და პროტესტანტიზმის ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა, წარმოადგენს "ყველაზე მრავალფეროვან წინააღმდეგობათა, შეხედულებათა, ცთომილებათა და აშკარად მწვალებლურ სწავლებათა ნარევვს". ფ. ე. მელნიკოვი ამტკიცებს, რომ ძველმოწესეობასა და გაბატონებულ ეკლესიას შორის არსებობს ღრმა უთანხმოება ძირითად საეკლესიო დოგმატებშიც, და ამას ამტკიცებს ნიკონიანელთა საღვთისმეტყველო და პოლემიკური წიგნებიდან. მელნიკოვის შრომა საკმაოდ არგუმენტირებული და სრულია და მისი მტკიცებულებების უარყოფა შეუძლებელია. წიგნი გამოცემულია 1911 წლის 20 ივნისს, 1912 წელს ხელისუფლებამ ის დააპატიმრა, ხოლო ავტორი და გამომცემელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. "არ არის მივიწყებული მელნიკოვის წიგნი დღესაც. არცთუ დიდი ხნის წინათ, მოსკოვის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებს მელნიკოვის წიგნს სთავაზობდნენ სადიპლომო ნაშრომის ობიექტად, მაგრამ ფ. ე. მელნიკოვის ოპონირებას დღემდე ვერავინ ბედავს" (Старообрядчество. Лица, события, предметы и символы. Опыт энциклопедического словаря. Москва. 1996 г. стр. 50). იქნებ თქვენ გაბედოთ ეს თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებო, მომავალო "მღვდელმსახურებო" და "ღვთისმეტყველებო". გაგრძელება იქნება -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი