IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია, XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმა და მისი შედეგები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი #1


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.

მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან.

შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც.

იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 7 2010, 10:41 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



თავი I

ლათინური და პროტესტანტული საწყისები


გადმოკოპირებულია საიტიდან: www.oldorthodox.ge


გაბატონებული ეკლესიის მთელი ღვთისმეტყველება, მისი სისტემა, მიმართულება და სულისკვეთება გაჟღენთილია ლათინიზმით, პროტესტანტიზმით და ათეიზმითაც კი, და საკუთარი პოზიციებიდან კი არ დავიწყებთ ამის მტკიცებას, არამედ ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველთა დახმარებით. მათ ხომ უკეთ უწყიან თავიანთი ღვთისმეტყველების ფასი, რომელიც ამ შემთხვევაში გარეშე პირთა შეხედულებებზე უფრო ღირებულია.

"ჩვენს საღვთისმეტყველო აზროვნებას, - ბრძანებს აკადემიური ჟურნალი "Церковный вестник" - დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ ის, ოქროს შუალედის ძიებაში, ქანქარასავით ქანაობს კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს შორის და მასში მართლაცდა შეიმჩნევა ეს ქანაობა; თუმც ჯეროვანია აღინიშნოს, რომ ამ ბოლო 50 წლის განმავლობაში კათოლიკურმა ტენდენციებმა ბევრად გადააჭარბა პროტესტანტულს, რასაც სულიერი სკოლის ძველებურმა კათოლიკურმა საფუარმაც შეუწყო ხელი. სადღეისოდ ჩვენ გვყვანან ღვთისმეტყველები, რომლებიც ატარებენ საეკლესიო იერარქიულ ხარისხებს და რომლებიც საფუარისა და აზროვნების მიხედვით პაპისტები უფრო არიან, ვიდრე მართლმადიდებლები. ბოლო ათწლეულებში საეკლესიო - ადმინისტრაციულ და სასკოლო ცხოვრებაში კათოლიკურმა საფუარმა თავი იჩინა ყველაზე უფრო უშნო ფორმებით, - განსაკუთრებით რელიგიური ნიჰილიზმის სახით, რომელიც ესოდენ დამაჯერებლად აღწერა დოსტოევსკიმ პოემაში "Великий инквизитор" ("Церковный вестник", 1907 г., № 27).

გაბატონებული ეკლესია უკანასკნელ ათწლეულებში კი არ გაერეტიკულებულა ლათინობით, არამედ 200 წელზე მეტია, რაც მოკლებულია მართლმადიდებლობის სიწმიდეს. თუმცა, უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ ის არც არასოდეს ყოფილა მართლმადიდებლური. განა შესაძლებელია ჩვენი, ძველრუსული ღვთისმეტყველება, რომელიც დაცულია მხოლოდ ძველმართლმადიდებლობაში, მივიჩნიოთ ნიკონისა და პეტრე I-ის მიერ შექმნილი ახალი ეკლესიის კუთვნილებად, რომელმაც ძველ რუსულ ღვთისმოსაობასთან და საყოველთაო მართლმადიდებლობასთან ყოველგვარი შინაგანი, სულიერი და ისტორიული კავშირი გაწყვიტა.

"ჩვენ დაგვავიწყდა, - გულახდილად აღიარებს გაბატონებული ეკლესიის ერთ-ერთი რჩეული მღვდელმთავარი, ხარკოვის არქიეპისკოპოსი ამბროსი, - რომ უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ქრისტეანი, არამედ მართლმადიდებელი ერიც. კაცობრიობის ისტორიის წინაშე ვერავითარი მჭევრმეტყველება ვერ გაამართლებს ქრისტეანი ერის მიქცევას წარმართობისკენ; ხოლო მართლმადიდებლურ შეხედულებათა დაკარგვა ნიშნავს, დაკარგო ჭეშმარიტად ქრისტეანული შეხედულებები.

პეტრემდელმა (იგულისხმება პეტრე I - მთარგმნ.) ჩვენმა წინაპრებმა პაპის თავდასხმებისა და კათოლიციზმის მონობისგან კი გვიხსნეს, მაგრამ პეტრეს შემდეგ ვერ დავიცავით თავი პროტესტანტიზმისგან, რომელმაც ქრისტეანულ სამყაროში გონების ზღვარდაუდებელი თარეში დაამკვიდრა და ამასთანავე წარმართულ შეხედულებებსა და ჩვეულებებსაც გაუღო კარი"


არქიეპისკოპოსმა ამბროსიმ აქ მკაფიოდ განასხვავა ახალი მართლმადიდებლობა ძველისგან. მას მართებდა ყოფილიყო უფრო პირდაპირი. ამჟამინდელი "ღვთისმეტყველებისა" და "მართლმადიდებლების" წინაპრებმა დაკარგეს პეტრემდელი პერიოდის სარწმუნოების სიწმინდე. თუმცა სიწმინდე მათმა გალათინებულმა სარწმუნოებამ დაკარგა ჯერ კიდევ ნიკონის რეფორმებიდანვე, ხოლო ჩვენს (ე. ი., ძველმორწმუნეთა) წინაპრებს არასოდეს გადაუხვევიათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან და ძველი ღვთისმოსაობა გადმოგვცეს შეურყვნელი სიწმიდით.

გაბატონებულ ეკლესიაში, - ნათქვამია ეპისკოპოს ევდოკომეს წიგნში: "На заре церковной жизни" - "მოგვიწევს მძიმე სამუშაოს ჩატარება თუნდაც, მაგალითად, ჩვენი შეკრული საღვთისმეტყველო აზროვნების გასათავისუფლებლად. ის ხომ ასწლეულების განმავლობაში იყო ლათინთა ტყვეობაში. როგორი სამუშაოს ჩატარება მოგვიწევს, როგორი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რათა გავათავისუფლოთ რომს ჩახუტებული ჩვენი ღვთისმეტყველება. ეს "ჩახუტება" ფიზიკურ ტყვეობაზე უარესი თუ არა, უკეთესი არაფრით არ არის" (გვ. 29).

ცნობილი გამოცემის "Миссионерское обозрение"-ს რედაქტორი, მმართველი სინოდის ობერ-პროკურორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა მოხელე და ამჟამინდელ მისიონერთა სულისჩამგმელი გ. სკვორცოვი, აღიარებს, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება ნამდვილად საჭიროებს ლათინური საფუარისგან განწმენდას: "ჩვენი საეკლესიო ორგანიზმი რომ დაავადებულია, - წერს სკვორცოვი, - ამას მე არ უარვყოფ. მაგრამ ამ დაავადების განსაკურნავად აუცილებელია სამღვდელოთა და ერისკაცთა ერთობლივი მუშაობა. ჩვენ, ერისკაცნი, მაგალითად, სამრევლო ცხოვრებით არ ვცხოვრობთ; ჩვენი ღვთისმეტყველება გაჟღენთილია ლათინური საწყისებით. საეკლესიო ცხოვრების მრავალი მხარე უცხოა ქრისტეანობისთვის" ("Записки религиозно-философских собраний", стр. 87).

200 წელი - ეს ხომ რამდენიმე თაობაა. ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავისუფლად იყო შესაძლებელი განწმენდა ყოველგვარი მწიკვლისა და ცთომილებისგან, მაგრამ, მსგავსი არაფერი ხდება სინოდალურ ეკლესიაში. არ სურთ აქ მწვალებლობის ტყვეობისგან გათავისუფლება. პირიქით, რაც უფრო ვშორდებით წარსულ წლებს, მით უფრო "მშვენდება" გაბატონებული "მართლმადიდებლობა" ლათინური, პროტესტანტული და, უბრალოდ, წარმართული ფერებით.

სინოდალური ეკლესიის საღვთისმეტყველო სკოლა, - ბრძანებს ცნობილი სლავიანოფილი ი. თ. სამარინი, - ეკლესიის მყარი მატერიკიდან გადაიხარა და გადავიდა იმ მყიფე და ძირგამომპალ ნიადაგზე, რომელშიც შეიტყუეს ის დასავლელმა ღვთისმეტყველებმა. აქ, მტრულად განწყობილი ლათინიზმისა და პროტესტანტიზმის ორ ცეცხლს შუა მოქცეული, შემომტევთა მოსაგერიებლად იძულებული გახდა, მიემართა უკვე მზა იარაღისთვის, რომელიც დიდი ხანია აპრობირებული აქვთ ლათინობასა და პროტესტანტიზმს ურთიერთსაწინააღმდეგო დაპირისპირებაში. და აი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლათინურ-პროტესტანტულ ანტინომიებში გახვეული მართლმადიდებლური სკოლა საბოლოოდ თვითონაც გაორდა. მასში ჩამოყალიბდა ორი სკოლა: ანტილათინური და ანტიპროტესტანტული; მართლმადიდებლური კი თითქოსდა ჩაკვდა" (Полное собрание соч. А. С. Хомякова, т. 2, стр. 23).

"თავშივე დაშვებული შეცდომა, - აგრძელებს სამარინი, - რომელიც სხვა ნიადაგზე გადანერგვამ გამოიწვია, აისახა სამ უცილობელ შედეგში: პირველი, ანტილათინურმა სკოლამ მიიღო პროტესტანტული საფუარი, ანტიპროტესტანტულმა კი ლათინური; მეორე: ამ ვითარებამ, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ თითოეული სკოლის მიერ მის მოწინააღმდეგეზე მოპოვებული წარმატება აზიანებდა სხვა სკოლას და აძლევდა იარაღს იმ მტერს, რომელსაც ის უპირისპირდებოდა. და ბოლოს, მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: დასავლურმა რაციონალიზმმა გამოჟონა მართლმადიდებლურ სკოლაში და რაციონალისტურ ახსნა-განმარტებათა და მტკიცებულებათა ფორმით დარჩა მასში, როგორც საწმუნოებრივი დოგმატების სამეცნიერო გამართლება" (გვ. 23).

1910 წლის "მისიონერულ მიმოხილვაში" დაიბეჭდა ცნობილი პროფესორ-პროტოპრესვიტერის, პ. სვეტლოვის "დღიური". ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტად ყოფნის პერიოდში, სვეტლოვი თავის "დღიურში" იწერდა იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას აკადემიურ ლექციათა მოსმენის შემდეგ რჩებოდა.

"საგულისხმოა ბ-ნ ვ…- ის ორი ლექცია წმ. წერილზე, ხუთწიგნეულის ისტორიული შთამომავლობის შესახებ, - ვკითხულობთ სვეტლოვის "დღიურში". - XVII საუკუნემდე ძველ იუდაიზმსა და მთელ ქრისტეანობაში არსებობდა მტკიცე აზრი, რომ ხუთწიგნეული მოსეს დაწერილია, თუ არ ჩავთვლით მეორე რჯულის ბოლო მუხლებს, სადაც მისი სიკვდილის შესახებ არის საუბარი და რომელიც, ეკლესიის აზრით, იესუ ნავეს ძის შედგენილი უნდა იყოს. მაგრამ XVII საუკუნიდან დასავლეთში ჩნდება აზრი, რომლის მიხედვითაც ხუთწიგნეულის ავტორად ცხადდება არა მოსე, არამედ უფრო გვიანდელი უცნობი ავტორი. ამის საჩვენებლად მოიტანა ოცამდე ყველაზე მრავალგვაროვანი და სულელური შეხედულება და როგორც იტყვიან, "გაუტია და გაუტია!.."

ეს ნატურალური კრიტიკაა, მაგრამ ფიქრობთ - საკუთარი? არა, კვლავაც დასავლური. საქმე ამით დასრულდა… დიახ,… იყოო, ამბობს, შეხედულება… მაგრამ ეს შეხედულება განა დღესაც არ არის? განა მართლმადიდებლური ეკლესია არ არსებობს? აი, რა დაივიწყა… შეიძლება ქაღალდზე ისე არ ჩანს, რომ დაივიწყა, მაგრამ, მისთვის რომ შეგეხედათ, როდესაც ამას ჰყვებოდა, უცილობლივ მიხვდებოდით, რომ დაივიწყა. დარწმუნებული ვარ, რომ ის სრულებითაც არ ფიქრობს ეკლესიაზე. ეს არის უნიადაგო, უფესვებო კაცი. როგორც სიზმარში, გრძნობს, რაღაც რომ უნდა დაიცვას და იცავს კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უცხო ნიადაგზე. ხოლო რაც შეეხება კრიტიკას, უნდა ნახოთ როგორ ახარებთ ის ჩვენს ღვთისმეტყველებს! აქ ხომ შეიძლება გამოიყენო გერმანული წიგნები… განა ეს საქმეა?! არ ვიცი, როგორ გამოვთქვა, მაგრამ ვგრძნობ სიმართლეს: ბ-ნი ვ-ი სულისკვეთებით პროტესტანტი ღვთისმეტყველია. იქაც ხომ რელიგიის ჭეშმარიტებას ინდივიდუალურიცნობიერებით იცავენ და არა ზოგადსაეკლესიო გულისხმისყოფით. და აი, გამოდის, რომ მოგვეწება ჩვენ ეს პროტესტანტული მანერა" (Миссионерское обозрение.1910, № 3, стр. 536).

პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ცნობით, მეორე აკადემიურ ლექტორს თავის ლექციებში საერთოდ ანტიქრისტეანული შეხედულებები მოჰყავს, მესამე უდიდეს ქრისტეანულ დღესასწაულებს უარყოფს. მას მოსდევენ მეოთხე, მეხუთე … და ყველა რაღაცაში ცდება, მიჰყვება რომელიმე მწვალებლურ შეხედულებას და თავისი არამართლმადიდებლური სარწმუნოებითა და იდეებით ზრდის თავის სტუდენტებს, სინოდალური ეკლესიის მომავალ მღვდელმსახურებს. საერთოდ კი "მართლმადიდებელი ღვთისმეტყველნი, - ასკვნის მათ შესახებ საკუთარი დაკვირვებით, გონებით, სულითა და გულით მათი შემფასებელი პროფესორ-პრესვიტერი სვეტლოვი, - ემონებიან გერმანელებს. მოიპარავენ ან გადააკეთებენ, ან კიდევ პირდაპირ გადმოიწერენ ხოლმე მათ შრომებს და მით სადოქტორო და სამაგისტრო დიპლომებს ღებულობენ (მაგ.: ეპ. მიხეილის "განმარტებითი სახარება" მცირეოდენი ცვლილებებით გადმოწერილია ერთი ფრანგული თხზულებიდან, რაც დაამტკიცა ჩვენმა პ.ი. გორსკიმ). დასავლელ ღვთისმეტყველებს სრული უფლება აქვთ, საეკლესიო მდგომარეობისა თუ ხარისხის შესაბამისად, წვრილმანი ან მსხვილმანი ქურდები გვიწოდონ" (იქვე. გვ. 537).

ჰოდა, რაღა გასაკვირია, გაბატონებული ეკლესიის ყველა საღვთისმეტყველო წიგნი ლათინური და პროტესტანტული ცთომილებებით რომ არის გადატენილი. აკადემიებში არ არსებობს არც დოგმატური და არც ზნეობრივი ერთობა ძველ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.

საეჭვოა, ვინმე შემოგვედაოს იმაში, - წერს ვ. სვენციცკი, - რომ სასულიერო სკოლა ქმნის ათეიზმის ყველაზე საზიზღარ სახეს და ეს სრულიად გასაგებია. საღვთისმეტყველო სწავლება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ქმედითი და ცხოველმყოფელი, თუკი თვით მასწავლებელი იქნება ჭეშმარიტად რელიგიური. აქ არ შეიძლება მისაღებად ჩაითვალოს რაიმე სახის სიცრუე, უმცირესი ფარისევლობაც კი. მაგრამ როდესაც ათეისტი რელიგიური ცხოვრებისკენ მოგიწოდებთ, ამან შეიძლება ორმაგად გავნოთ. პროფესიულ სკოლებში ხომ მასწავლებლებად უმეტესწილად მიდიან სრულიად ურწმუნო ადამიანები და ასწავლიან სარწმუნოების საფუძვლებს, რამეთუ ეს მათ "პროგრამაში" შედის. ეს სკოლები ნამდვილად წამლავენ ადამიანთა სულებს" ("Лев Толстой и Вл. Соловьев", В Свенцицкого, стр. 4).

პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ნ. კ. ნიკოლსკი აღშფოთებული აცხადებდა: "ჩვენ (ე. ი., პროფესორებს) გვაიძულებდნენ, გვეთქვა (მეცნიერების სფეროში) არა ის, რაც, ჩვენი აზრით, ჭეშმარიტების ან ისტორიული ფაქტის შესაბამისია და რაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, არამედ ის, რაც ამ გარდამავალი წუთისოფლის ვიწრო და შეზღუდული თვალსაწიერისთვის არის მისაღები. ეს კი, რა თქმა უნდა, ძირს სცემს საეკლესიო ღირსებასა და ავტორიტეტს.

თუკი თავს იმის უფლებას მივცემთ, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ან მაკარის სახელმძღვანელოსგან მცირედ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები გვქონდეს, იმწამსვე (საკუთარ თვალშიც კი) ვოლტერიანელებად, ერეტიკოსებად, პროტესტანტებად და ნიჰილისტებად გადავიქცევით (ამის თვალსაჩინო დადასტურებად შეიძლება გამოდგეს ერთი მხრივ, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის მიერ მიტრ. ფილარეტ ჩერნიგოველისა და მეორე მხრივ, პროფ. სუბოტინის მიერ პროფ. ნ. ფ. კაპტერევის კრიტიკისა და დევნის ფაქტები). მრავალი ჩვენი იერარქის ოცნება, როგორც ჩანს, ის არის, რომ ყველანი, სრულყოფილი მამაკაცის ასაკს მიღწეულნი, ისევ ყრმებად გადააქციონ" (Никольский Н. К. К Вопросу о церковной реформе. Христианское чтение. 1906 г., ч. 1, стр. 190, 191, 200).

პროფ. ნიკოლსკისა და პროტოპრესვიტერ სვეტლოვის ზემოთმოტანილი სიტყვების თანახმად, სინოდალური ეკლესიის სასულიერო აკადემიებში არსებულა მასწავლებელთა ორი კატეგორია: ერთნი - არიან ლათინურ-პროტესტანტული ღვთისმეტყველების მონები, მეორენი კი მეცნიერებას რელიგიაზე მაღლა აყენებენ. თავიანთი რწმენით ისინი სრულიად უარყოფენ ქრისტეანობის ძირითად ჭეშმარიტებებს, მსახურებით კი ვალდებულნი არიან, ასწავლონ ის თავიანთ მსმენელთ. რა სიკეთე შეიძლება გამოვიდეს ამგვარი სკოლიდან? აქედან შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ყველაზე საზიზღარი ათეიზმი, - სამართლიანად პასუხობს თავისსავე შეკითხვას ბ-ნი სვენციცკი.

უეჭველად და ერთხმად დადგენილია, რომ გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველება როგორც თავისი სულითა და საზოგადო მიმართულებით, ასევე ცალკეულ პუნქტებში არამართლმადიდებლური და ათეისტურიც კია.

პროფ ა. პ. ლოპუხინი ამბობს: "როგორც კი გვიწევს იმის გარკვევა, როგორ მიმართებაში უნდა ვიყოთ რომაულ კათოლციზმთან და პროტესტანტიზმთან, იმწუთასვე იწყებს მერყეობას ჩვენი გონება და ჩვენი საღვთისმეტყველო აზროვნების ისტორიაც მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ჯერაც ვერა ვართ თვითმყოფადნი და დამოუკიდებელნი, რაიც მართლმადიდბლობისთვის არის დამახასიათებელი. ცნობილია, რომ ჩვენ საღვთისმეტყველო აზროვნებაში გამუდმებით მოძრაობს ორი დინება, რომლებიც მართლმადიდებლობის კალაპოტიდან ზოგჯერ გადადიან მწვალებლურ მსოფლმხედველობაზე, თანაც ერთს აქვს პროტესტანტიზმის სახე, მეორეს კი რომაული კათოლიციზმისა. ეს არ არის ახალი მოვლენა. ის შესამჩნევად გამოიკვეთა იმ დროს, როდესაც დიდმა მეფე-გარდამქმნელმა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მიმართებით პირველად დაგვაახლოვა დასავლეთს. მისი ორი თანამებრძოლი, თეოფანე პროკოპოვიჩი და სტეფანე იავორსკი, ამ ორი მიმართულების წარმომადგენლებად მოგვევლინნენ და იმ დროიდან ეს გაორება გამუდმებით გვახსენებდა თავს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საღვთისმეტყეველო აზროვნების სფეროში, მაგრამ ამავე დროს აისახებოდა მთელს ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებასა და ცხოვრებაზე" (Лютарт. Апология христианства. Перевод профю А. П. Лопухина, стр. 671).

თეოფანე პროკოპოვიჩისა და სტეფანე იავორსკის დროებაზე დიდი ხნით ადრე ლათინური ზეგავლენის ქვეშ მოექცა დასავლეთ-რუსული ეკლესია. ჩვენი წინაპრები, რომლებიც აღუდგნენ ნიკონის რეფორმებს, სრულიად საფუძვლიანად ამხელდნენ ლათინობაში იმდროინდელ კიეველებსა და ბერძნებს, რომლებმაც "ახალი და უცნობი სარწმუნოების" დანერგვა რუსეთშიაც დაიწყეს.

"დასავლეთ რუსეთის ეკლესიამ, - წერს ი. ჩისტოვიჩი, - რომელიც იმყოფება რა გამუდმებულ კონტაქტში ლათინობასთან და ემორჩილება მის, როგორც გაბატონებული აღმსარებლობის, მომხიბლველ და უცილობელ ზეგავლენას, მიიღო ლათინური ეკლესიის ზოგიერთი შეხედულება, წესი და ჩვეულება. ლათინები და უნიატები, რომლებიც გამუდმებით საყვედურობენ მართლმადიდებლებს და უწოდებენ მათ სქიზმატებს, სწორედ პროტესტანტულ საწყისთა მიღებაში ადანაშაულებდნენ მათ. ამიტომაც, რათა ჩამოერეცხათ ეს მწიკვლი და მოესპოთ ყოველგვარი საბაბი საყვედურებისთვის, მართლმადიდებლები დაუახლოვდნენ ლათინებს, მოერგნენ მათ და თანდათანობით მათი ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ" (Чистович И. Очерки истории западно-русской церкви, ч. 2, стр. 348).


გაგრძელება იქნება


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
dzvelmartlmadidebeli   საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია   Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli   ძნელია მოკლედ, ორი...   Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli   საინტერესოა არა მა...   Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli   რადგან მოცემული თე...   Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli ინვალიდი თ...   Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli   გამარჯობა Crazy Soul. თუ ...   Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80   რომელი ოფიციალურ...   Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)   აქედან გამომდინარ...   Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli   ცხადია, ამ შემთხვე...   Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος)   ეს წესი (სამი თითი) ...   Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli   (Νικόλαος) მე უკვე ვთქ...   Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80   არ არის მთლად ასე: ...   Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 დიახ, ნამდვილა...   Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80   მადლობ რომ მიდასტ...   Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80   ალბათ უინტერესო არ...   Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80   აქ არის მითიტებული...   Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბერი არსენის (...   Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS   თუ ძმა ხარ ისე რა მა...   Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli   KAIROS ეს არ არის მარტ...   Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli რუსეთმა ვ...   Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი   ვაიმე :lol: :lol: :lol: მაცხ...   Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი კეთილი, ...   Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli   ბ. კუტუზოვი [size=3]XVII სა...   Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS   რუსეთი დაგღუპავს ...   Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli   KAIROS სწორედ რომ "სტ...   Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli რასისტი ხა...   Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli   Crazy Soul ვაიმე?!... მაგ...   Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli სიტყვა სი...   Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein   dzvelmartlmadidebeli სიტყვა სიტ...   Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul   Funkenstein სადაა ლინკები...   Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli   Crazy Soul თემიდან გინდა...   Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]მცირედი ც...   Sep 20 2010, 11:38 AM
bekas   dzvelmartlmadidebeli ეგ ის ანტო...   Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli   bekas ანტონ კათალიკო...   Sep 20 2010, 11:39 PM
Iona   და რა განსხვავება...   Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli   Iona განსხვავებები მ...   Sep 21 2010, 08:41 PM
Iona   რა ამბავი მეტანიე...   Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona საშინაო ლოცვებშ...   Sep 22 2010, 06:58 PM
self   dzvelmartlmadidebeli ცოტა უხერ...   Sep 22 2010, 10:15 PM
Iona   dzvelmartlmadidebeli ეგ როგორ არ...   Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli   self ეს წყევლა-კრულვ...   Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona ეს "სტარავერი...   Sep 23 2010, 01:58 PM
self   თქვენს "ჩვეულებ...   Sep 23 2010, 05:24 PM
Iona   ჩვენ არანაირი რუს...   Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona ეჰ, ძამიკო... ისტო...   Sep 23 2010, 07:30 PM
Iona   პირველად მესმის რო...   Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80   ნიკონის რეფირმა ე...   Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80   კარგი მიზეზია თვი...   Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8 ...   Sep 23 2010, 10:18 PM
Iona   dzvelmartlmadidebeli წერილობით...   Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona "ნეტარ არიან მ...   Sep 24 2010, 12:21 AM
Iona   სადმე წერია კონრე...   Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80   აქ ტერმინები "ეჭ...   Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80   ხო ამაზე ცალკე მინ...   Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona მე სულ სხვა შეკი...   Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ამ შეხედულება...   Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80   კაცო ერთ დაიგივე პ...   Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80   ძალიან არასწორი მ...   Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 თითების წყობი...   Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80   არასწორად სვამთ ს...   Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბ-ნო, დამიანე, ბ...   Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli   [size=3]მათთვის, ვისაც ა...   Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ...   Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ...   Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80   კაცო შენ ახლა ჩემს...   Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80   ბ-ნო მართლმადიდებ...   Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბ-ნო დამიანე, ა...   Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80   საქმეც ამაშია, შენ...   Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მე არც მიფიქრი...   Sep 27 2010, 11:05 PM
sopo...   მმმ (.. ძალიან სამწუ...   Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80   მე მგონი მთავარია ...   Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 გასაგებია. ეს ...   Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80   სხვათაშორის აქ შე...   Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მეც მივაქცევ შ...   Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli   ფ. ე. მელნიკოვი [size=3][co...   Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli   თავი I [size=2][color=#000066]ლათ...   Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli   თავი II [size=2][color=#000066]სიმ...   Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli   თავი III [size=2][color=#000099]სარ...   Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli   გაგრძელებები იხილ...   Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80   ეს დღესაც ასეა, ან...   Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael   ანუ მარტივარ რომ ვ...   Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas   archmikael ყველანაირად გ...   Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli   archmikael მეტყობა რამე ...   Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli მეც ფუნდამ...   Jan 25 2011, 08:27 PM
sopo...   არვიცი, ვფიქრობ ამ ...   Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS   სანამ უნდა აგრძელო...   Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli   sopo... არვიცი, ვფიქრობ ...   Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS   მადლობა, კარგად ვი...   Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80   ძველმართლმადიდებ...   Jan 27 2011, 04:40 PM
sopo...   zvelmartlmadidebeli კონკრეტულ...   Jan 27 2011, 09:21 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 04:44 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი