სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Oct 12 2010, 09:15 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
თავი II სიმბოლურ წიგნთა ერეტიკულობა (გაგრძელება) (ქვეყნდება შემოკლებით) ბერძნული ეკლესიის მიერ მიღებული და საყოველთაოდ ცნობილი "მართლმადიდებლური სარწმუნოების აღსარება", რომელიც შედგენილია მიტრ. პეტრე მოგილას მიერ და დაწესებულია "დასავლეთრუსეთის მართლმადიდებელ ქრისტეანთა სახელმძღვანელოდ, ლათინური ზეგავლენის ნიშნებს ატარებს" (Чистович И. Указ. соч., ч. 2, стр. 349). თუ რაში აისახა ეს ზეგავლენა - გამოიკვლია გაბატონებული ეკლესიის ახალგაზრდა ღვთისმეტყველმა მღვდელმონაზონ ტარასიმ. საგულისხმოა, რომ მისი ეს გამოკვლევა დიდი და მცირე რუსეთის ღვთისმეტყველებაზე ჟურნალმა "მისიონერულმა მიმოხილვამ" თავის მკითხველს შესთავაზა, როგორც უფასო დამატება. ცხადია, ამ ჟურნალის ხელმძღვანელობა სრულიად იზიარებს წიგნის "Великороссийское и малороссийское богословие XVI и XVII вв." ავტორის შეხედულებებსა და დასკვნებს, სხვაგვარად ისინი არ შესთავაზებდნენ მას თავიანთ ხელისმომწერთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაინც კრიტიკულ შენიშვნებს დაურთავდნენ. ერთ-ერთმა საუკეთესო ჟურნალმა, რომლის რედაქტორები და გამომცემლები არიან გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მწერლები, 1909 წელს უფასო დამატების სახით მკითხველს შესთავაზა თავისი შინაარსით მეტად სასარგებლო აპოლოგეტური კრებული სახელწოდებით: "За веру против неверия" რომელიც მღვდელმონაზონ ტარასის მიერ მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" გადმოცემული გამოსყიდვის დოგმატის სწავლების გაკრიტიკებასთან დაკავშირებით ნათქვამია: "ამგვარი სწავლება, მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა აზრით, ძველი ეკლესიისთვის უცნობია. როგორც ვიცით, ქრისტეს ასეთი სახე "კათოლიკურმა" დოგმატიკამ მიანიჭა: ადამიანმა შესცოდა. ამის გამო ის სიკვდილითა და წყევლით დაისაჯა ღმრთის სამართლიანი მსჯავრით. ადამიანი რომ სატანისაგან გამოესყიდა, ღმერთმა წარმოაგზავნა ძე თვისი და გადასცა ის ჯვარზე სიკვდილს. ეს სიკვდილი იყო არა ადამიანის სიკვდილი, არამედ ღმრთისა, ამიტომაც ის იყო საკმარისი და თვით ზედმეტი მსხვერპლიც კი, ყველა ადამიანის ცოდვათათვის გაღებული. მან ააცილა ადამიანს ღმრთის რისხვა, სწორედ მის გამო მოეხსნა ადამიანს ადამის პირველდაწყებითი ცოდვა, წყევლა და სიკვდილი. ადამიანისათვის გაღებულია გამოსასყიდი და ამ გამოსასყიდმა ააცილა მას სასჯელი ცოდვათათვის. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ასეთი სწავლება ახლოს არის წმ. პავლე მოციქულისა და წმ. მამათა სწავლებასთან... სინამდვილეში კი მათ შორის დიდი უფსკრულია. კათოლიკეთა იურიდიული სისტემა შობს ურწმუოებასა და უარყოფას. ქრისტეს საქმის ასეთი გაგება (რომელიც გამოსყიდვის იურიდიულ თეორიად იწოდება) აიძულებს ადამიანს, იესუ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილს უყუროს, როგორც სისხლიან გადასახადს ადამიანთა ცოდვებისთვის და, მაშასადამე, აიძულებს, გამოსყიდვის ქრისტეანული დოგმატი გაიგოს, როგორც ღმრთის მოვალეთა უბრალო გამოსყიდვა ქრისტეს მიერ. ასეთი გაგება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქრისტეს მიერ ბოძებული გამოსყიდვის მოციქულებრივ და წმინდა მამებისეულ გაგებას, არამედ საღ აზროვნებასაც კი" (За веру против неверия. Бесплатное приложение к ж. "Отдых христианина" 1909 г., стр. 339, 340). აი ასეთ სწავლებას შეიცავს, გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველთა აზრით, მიტრ. პეტრე მოგილას "მართლმადიდებლური აღმსარებლობა". მღვდელმონაზონი ტარასი მიუთითებს სხვა არამართლმადიდებლურ შეხედულებაზეც, რომელიც ამ თხზულებაშია. "ღმრთის დაკმაყოფილება სისხლიანი მსხვერპლით, - ამბობს ის, - იმდენად შეთავისებული აქვს "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" ავტორის ცნობიერებას, რომ მიიყვანა ის მეტად დამახასიათებელ შენიშვნამდე: 39-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ ქრისტე ევნო მხოლოდ ხორცით; მართალია, აქ ხორცი დაპირისპირებულია ღვთაებას, მაგრამ განა თვით ქრისტე არ ამბობდა თავისი სულის ტანჯვაზეც (მარკ. 14:34), რაც შეუძლებელია არ ცოდნოდა მიტროპოლიტ პეტრე მოგილას; მაგრამ ე.წ. დაკმაყოფილების ტენდენციის ერთგული, ის ქრისტეს ვნებათა მთელ ძალას ამ სისხლიან მსხვერპლში მოიაზრებს" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 102). სწავლებაში იერარქიის შესახებ "მართლმადიდებლური აღმსარებლობა" იერარქიას ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებს, როგორიც მიისაკუთრა რომაულ -კათოლიკურმა მღვდელმთავრობამ. "ის - წერს მ. ტარასი, - საკმაოდ განადიდებს იერარქიას, ვინაიდან უმნიშვნელოვანეს მღვდელმოქმედებათა აღმსრულებლებად გვევლინებიან სასულიერო დასის წარმომადგენელნი; ადვილად და მოხერხებულად დაჰყავს რა ეკლესიის მთელი შინაგანი ცხოვრება მხოლოდ საიდუმლოთა აღსრულებაზე და აქედან გამომდინარე წინ წამოსწევს რა საკუთარ მნიშვნელობას, რომაულ - კათოლიკური იერარქია ყოველგვარი სიძნელის გარეშე განუწესებს მორწმუნე მრევლს პასიურ, მონურ ადგილს ეკლესიაში და უარს ეუბნება მას საეკლესიო ცხოვრებაში ცოცხალ და ქმედით მონაწილეობაზე" (Тарасий, иеромонах. Указ. соч., стр. 119). ჩვენ არაფერში გვჭირდება გაბატონებული ეკლესიის ამ ახალგაზრდა ღვთისმეტყველის დასკვნების დადასტურება ან უარყოფა. ჩვენ მხოლოდ მივუთითებთ, რომ თვით გაბატონებული ეკლესიის ღვთისმეტყველები და მისი მისიის ხელმძღვანელები გვარწმუნებენ, რომ თვით "მართლმადიდებლური აღმსარებლობა", ახალმოწესეთა ეკლესიის ღვთისმეტყველების ეს პირველდაწყებითი საფუძველი, თავისუფალი ვერ ყოფილა მწვალებლური შეხედულებებისგან და კათოლიციზმის ბეჭედს ატარებს. სხვა სამისიონერო ჟურნალში, "მართლმადიდებლური მეგზური" ("Православный путеводитель"). დაიბეჭდა ვორონეჟის სასულიერო სემინარიის მასწავლებლის პ. ნიკოლსკის "წერილები რუსულ ღვთისმეტყველებაზე" ("Письма о русском богословии"). ეს ავტორიც ამტკიცებს, რომ "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" და ის სახელმძღვანელოები, რომლებიც შედგენილია ამ "აღმსარებლობის" სულისკვეთებით, შეიცავს კათოლიკური ღვთისმეტყველების საფუარს. "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება", - წერს ბ-ნი ნიკოლსკი და მასთან ერთად, რა თქმა უნდა, "მართლმადიდებლური მეგზურის" ხელმძღვანელებიც, - სარგებლობს დიდი ავტორიტეტით სკოლარული ღვთისმეტყველების მიმდევრებში. გასული საუკუნის 40-იან წლებში ის შეიტანეს სემინარიაში, როგორც ღვთისმეტყველების სახელმძღვანელო. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ XVII და XIX სს. მრავალრიცხოვანი საღვთისმეტყველო სისტემები დასავლურ კათოლიკურ და პროტესტანტულ ნიმუშებზეა აგებული... მაგრამ ამ სახელმძღვანელოებზე ხომ მორწმუნე ახალგაზრდობის არაერთი თაობაა გაზრდილი, რომლებიც, გამოდიან რა ცხოვრების ასპარეზზე და იწყებენ რა სასულიერო მსახურებას, ამ სკოლარული საფუარისგან ვერ თავისუფლდებიან. ისეთი ტალანტიც კი, როგორიც იყო მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, კათოლიკური ღვთისმეტყველების ზეგავლენას განიცდიდა. ვერ თავისუფლდებოდა ლათინური ღვთისმეტყველების სიმშრალისგან, რომელიც მიისწრაფვოდა ათასგვარი, არცთუ წარმატებული, ქვეგანყოფილებებით აღჭურვილი სისტემისკენ. არადა, მის კატეხიზმოზეა გაზრდილი და დღემდე იზრდება არა მარტო სასულიერო თაობა, არამედ საეროც" (Никольский П. Письма о русском богословии. Православный путеводитель. Декабрь, 1903, стр. 719). არანაკლები ავტორიტეტით სარგებლობს გაბატონებულ ეკლესიაში "აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეც". ისიც, "მართლმადიდებლური აღმსარებლობის" მსგავსად, საფუძვლად დაედო ახალი რუსული ეკლესიის ღვთისმეტყველებას. ცნობილი დოგმატიკოსის მიტრ. მაკარის თქმით, "მართლმადიდებელი ეკლესიის" სიმბოლური სწავლება შედგენილია 1672 წლის იერუსალიმის კრებაზე. ის შევიდა "აღმოსავლეთის საყოველთაო და მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე"-ში მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ" (Введение в православное богословие. 1884 г., стр. 413, 416). "ისეთი ეკლესიური ადამიანის მოწმობით, - წერს მღვდელი, პროფ. მ. ჩელცოვი, - როგორიც იყო აწ გარდაცვლილი პროფ. ა. პ. ლოპუხინი, ეს "მიმართვა", რუსულ თარგმანში არ შეიცავს იმ აზრებსა და იმ სწავლებებს, რაც მოცემულია მის ბერძნულ დედანში. ამ უკანასკნელში ის "ყოველთვის არ დგას მყარ, მართლმადიდებლურ ნიადაგზე და მთელ რიგ საკითხებში იცავს ლათინურ შეხედულებებს", კერძოდ, სწავლებებში ევქარისტიის შესახებ, მღვდლობის საიდუმლოს შესახებ, წმ. წერილის წიგნთა კანონის შესახებ და სხვა. რუსულ თარგმანში გასწორებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც ატარებს ლათინური ზეგავლენის ნიშნებს (Робертсон. История Христианской церкви, т. , стр. 1076 и примечание). მიუხედავად ამისა, ამ სახითაც კი, როგორც ამტკიცებს "მისიონერული მიმოხილვის" რედაქტორი ნიკიტა გრინიანკინი, მიტრ. მაკარის დოგმატიკისმსგავსად, "არცთუ აკადემიური კრიტიკის შენიშვნებს მაინც იმსახურებს" (Миссионерское обозрение. 1903 г. № 8, стр. 1164). -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი