იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ |
ioanezosime |
Sep 12 2010, 05:38 PM
პოსტი
#21
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 7-September 10 წევრი № 9,426 |
იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება ქართულ ენასა და მეორედ მოსვლის შესახებ სრულდება.
დაბეჯითებით გირჩევთ ნახოთ საიტი http://zazatsikoridze.wordpress.com/ ამავე საიტზე არის ასევე მასალები ქართველთა წარმოშობასა და ქართულ გვარებზე. მოსაზრებები ამ თემაზე გთხოვთ ამ თემაში დადოთ. |
ქევანა |
Oct 15 2010, 05:09 PM
პოსტი
#22
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ასეც ვიცოდი
ვნახე ქადაგება. პატრიარქი საუბრობს ქართულ ენაზე და მის სახოტბო, რა დავარქვა, ლექსზე, რომელიც დაწერა იოანე ზოსიმემ, ან გადაწერა. მერე მოდის ფრაზა: "და იგი (იგულისხმება იოანე ზოსიმე) ამბობს, რომ ქართულითა ენითა იქნება განსჯა ქვეყნისა მეორედ მოსვლის დროს. ჩვენ ბევრი გვიფიქრია, და ალბათ თქვენც, რომ რით დაიმსახურა ქართულმა ენამ, ის რომ ქართული ენით იქნება განსჯა ქვეყნისა, კაცობრიობისა. წინასწარმეტყველება არის იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, შთაფლული იქნება ცოდვებში და ქართველი ადამიანი შეინახავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და ამის გამო, როგორც ჯილდო ქართველ ერს, განკითხვა იქნება ქართულითა ენითა. მე მინდა ვთქვა ასევე, რომ ჩვენ გაგვაჩნია სამი დამწერლობა, სამი ანბანი..." წყარო: http://sstv.ge/Video.php?VideoFile=../qada..._2010-10-10.flv ასე, ასეეე, ცოტა რთულია რაიმეს თქმა ... აქედან გამომდინარეობს: 1) პატრიარქს ქართული ენის შესაქებად მოჰყავს ის მაგალითი რომელიც ყველაზე ცნობილია: იოანე ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", მაგრამ გვერდი ვერ აუარა ქართული ენის "ლაზარედ" მოხსენების მოვლენას. მას მხოლოდ მოჰყავს ვარაუდები, არ ამტკიცებს არაფერს და აშკარად არ გამოხატავს თავის აზრს. 2) პატრიარი ეთანხმება იოანე ზოსიმეს და ქართველების განსაკუთრებულობასთან დაკავშირებულ ვარაუდებს და ამიტომ მოჰყავს ქადაგებაში. აქედან რომელია სწორი და მართალი არ ვიცი, პატრიარქის გულში მე არ ვზივარ, ამიტომ მე მკვეთრ განცხადებებს მოვერიდები რადგან მე პატრიარქი ჭკვიანი და გონიერი კაცი მგონია, და შეუძლებელია სულიერ ლიტერატურაში (და სულიერ ცხოვრებაშიც) ჩვენზე (მრევლზე) უფრო უკეთ განსწავლულმა კაცმა თავის სამწყსოს უქადაგოს ერესი. და რომ არ ვიცოდე ერესი რა არის, არ მომეწონება მაინც ქადაგება განსაკუთრებულობაზე. ქრისტეს მოსვლის მერე არ არსებობს განსაკუთრებული მადლით ავსილი ერი. ყველა ხალხი ერთია ღვთის წინაშე. ღმერთი არ არის მიკერძოებული. თუ ვინმე ფიქრობს რომ დღეს ქართველი ადამიანი ინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ძალიან ცდებით... კურიერს მაინც არ უყურებთ? : D თუკი დღეს ჩვენ ასეთი საშინელი ცოდვები გვაქვს, და მომავალში იმედი გვაქვს რომ უფალი გვაპატიებს და შეგვინდობს, რატომ ბერძენს, ლიტველს, ინგლისელს, ფრანგს, იტალიელს არ შეუნდობს უფალი? რატომ? რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა და ამპარტავნება ერში? ებრაელმა ერმა მაგიტომ დაკარგა პატივი უფლის თვალში, რომ ქედმაღალი იყო, დაუნახავი : ) იმისათვის რომ ნიჰილიზმსა და უკეთურობას ერში ებრძოლო, იმისათვის რომ ხალხში პატრიოტიზმის გრძნობა აღამაღლო, არაა საჭირო მიმართო უკიდურეს ზომებს (ეს ზოგადად ვამბობ, გარკვეული კატეგორიის მრევლის წევრს ეხება, რომელიც ფიქრობს რომ სწორია ქართული ენისა და ქართველობის განსაკუთრებულობის ქადაგება). და როგორც ერთმა ბლოგერმა ახალგაზრდამ განმიცხადა: დიახაც ქართველები განსაკუთრებულები ვართო და მოჰყავდა პატრიარქის ეს ქადაგება, იოანე ზოსიმე და სხვა წინასწარმეტყველებები საქართველოს შესახებ. და რომ მეორე მოსვლისას ქართულ ენაზე იქნება განკითხვა და რომ საბერძნეთის სასულიერო აკადემიაში ამისთვის აქტიურად ემზადებიან და ქართულს ასწავლიან ( ).. ისე არ გამიგოთ თითქოს ჩემი ქვეყნის მტერი ვიყო და არ მინდოდეს ივერიის გაბრწყინება მაგრამ ეს ფანატიკური დამოკიდებულება არ შეიძლება, არა ჯანსაღია.. ხო, იმ ბლოგერისათვის პასუხად: ქართული ენა უნდა გიყვარდეს არა იმიტომ, რომ მეორედ მოსვლისას ღმერთი მსოფლიოს ქართულ ენაზე განიკითხავს არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხარ, თავს ქართველს უწოდებ და აზროვნებ შენს მშობლიურ ენაზე, ლაპარაკობ შენს მშობლიურ ენაზე, ამიტომ უნდა გიყვარდეს იგი და პატივს სცემდე მაგრამ ეს ისედაც დავუწერე მაგას პ.ს. რა ქადაგად დავვარდი -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:24 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი