როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Oct 16 2010, 11:06 PM
პოსტი
#22
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მოთმინება, მადლიერება, ლოცვითი შრომა – ყოველგვარ გაუგებრობას, წინააღმდეგობასა და მწუხარებას გადალახავენ და წყნარ თავშესაფარში მოგიყვანენ..
იცოდე, რომ მორჩილებისათვის უფალი მოთმინებას, უდიდეს წყალობასა და ცხონებას მოგანიჭებს. “უმჯობესია საქმე გაფუჭდეს, ვიდრე მშვიდობა დაირღვეს.” როდესც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა. ადამიანებთან ურთიერთობაში გამუდმებით უნდა ფიქრობდე: “ყველა ანგელოზია, მე კი ყველაზე უარესი ვარ.” “შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს...” სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 10:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი