სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Oct 17 2010, 04:14 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
თავი III სარწმუნოებრივი სხვაობანი რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის რუსული გაბატონებული ეკლესია როგორც თავისი სწავლა-მოძღვრებითა და შეხედულებებით, ასევე შინაგანი განხრწნილებითა და პრაქტიკული გზით უფრო პაპისტურ რომთან არის ახლოს, ვიდრე ბერძნული ეკლესია. ისეთ უპირველეს ქრისტეანულ საიდუმლოში, როგორიც არის ნათლისღების საიდუმლო, რუსული ეკლესია საფუძვლიანად არის დაცილებული ბერძნულ-აღმოსავლურ ეკლესიას. "ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, - ამბობს მღვდელი, პროფესორი მ. ჩელცოვი, პეტერბურგის ეპარქიის ყოფილი მისიონერი, - რომ ბერძნები არ ცნობენ ლათინურ წყალგადასხმით ნათლობას და ლათინობიდან ბერძნულ სარწმუნოებაში გადმოსულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ. ცხადია, რომ ლათინური ეკლესიის ნათლობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისინი არც რომაელ-კათოლიკეთა ქიროტონიას ცნობენ და კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმულ სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებში არ ღებულობენ. ჩვენ კი ლათინთა გადასხმით ნათლობას არათუ ჭეშმარიტად მივიჩნევთ, არამედ ჩვენშიაც ვამკვიდრებთ, ლათინთა სასულიერო პირებს კი მესამე ჩინით შევიწყნარებთ - ანუ მხოლოდ მწვალებლობებს ვაგმობინებთ. ამგვარად, თუ ნათლობას არაგანმეორებად საიდუმლოდ მივიჩნევთ, ბერძნები ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებენ" (Чельцов М. Церковно-общественная жизнь. 1907 г. № 10, стр. 294). ამ და კიდევ სხვა განსხვავებებზე უთითებს პროფ. პროტოპრესვიტერი პ. სვეტლოვი. "სადღეისოდ, - პროფ. დეკ. სვეტლოვის სიტყვებით ბრძანებს ჟურნალი "საუკუნე", - არცთუ მცირედი სხვაობა შეიმჩნევა რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის და, მაინც, ერთიც და მეორეც ერთნაირად, "მართლმადიდებლურად" იწოდება. განსხვავება მათ შორის არის არა მხოლოდ საღვთისმსახურებო წეს-ჩვეულებებში და საეკლესიო წყობისა და მმართველობის თავისებურებებში, თუმც არც ეს არის ნაკლებმნიშვნელოვანი: ჩვენში დამკვიდრებულია მმართველობის საეკლესიო-სახელმწიფო და შინაგანი საეკლესიო ორგანიზაციის ეპისკოპალურ-ჩინოვნიკური ფორმა, კონსტანტინოპოლში კი საეკლესიო მმართველობა არის საეკლესიო-სახალხო, ხოლო ორგანიზაცია ეპისკოპალურ-თემური. განსხვავებანი კიდევ უფრო იზრდება და უფრო პრინციპულ საკითხებს მოიცავს. თუკი ერთია ჭეშმარიტება, ამ ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ერთ გარკვეულ მოვლენას ერთი შეფასება უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში კი, ჩვენთვის მოცემულ შემთხვევებში, ეს ასე არ არის; პირიქით, მხარეებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ ცხადია, იმიტომ, რომ სწავლება, რომელსაც ისინი აღიარებენ ყველაფერში არ არის იდენტური. ამიტომაც, არცთუ უსაფუძვლოდ ლაპარაკობენ, ბერძნულ და რუსულ მართლმადიდებლობას შორის განსხვავებაზე (Век. 1907, № 25). ლათინურ, წყალგადავლებით ნათლობაზე ბერძნულ დიდ რჯულისკანონში ("პიდალიონი"), რომელიც სავალდებულო სახელმძღვანელოდ მიიჩნევა მთელი ბერძნული ეკლესიისთვის, ნათქვამია: "ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ლათინთა ნათლობა ცრუა და მისი მიღება არც სიმკაცრით, არც შემწყნარებლობით არ შეიძლება; სიმკაცრით იმიტომ, რომ: 1. ლათინები არიან მწვალებლები და ამის დასამტკიცებლად არავითარი საჭიროება არ არსებობს. მარტო ის რად ღირს, რომ ამდენი საუკუნეა ასე გვძულს ისინი - ესეც საკმარისია იმის საჩვენებლად რომ სრულიად ვუკადრისობთ მათ, როგორც მწვალებლებს, როგორც, მაგალითად, არიანელებს, საბელიანოზთ და ა. შ. ვისაც სურს გაეცნოს მათ მწვალებლობებს მათი წიგნებიდან, შეუძლია ეს ყოველივე პაპიზმის მკაცრ მამხილებელთა და ლახვართა დოსითეოზისა და მინეატისის წიგნებში მოიპოვოს. მაგრამ ისიც კი საკმარისია, რასაც მათზე მარკოზ ეფესელი მოწმობს: "ჩვენ სხვა არაფერი განგვაშორებს ლათინთ, - გაბედულად ამბობდა ის ფლორენციის კრებაზე, - თუ არა ის, რომ ისინი არა მარტო სქიზმატიკოსები არიან, არამედ მწვალებლებიც". შედეგად, როგორც მწვალებლები ისინი მოუნათლავები ბრძანდებიან, წმ. ბასილი დიდის, წმ. კვიპრიანე კართაგენელის და ფირმილიანეს მიხედვით; ვინაიდან, იმ დროიდან რაც განდრკნენ მართლმადიდებლური ეკლესიისგან, გახდნენ ერისკაცები და უკვე აღარ აქვთ სულიწმიდის მადლი, რომლის ძალითაც მართლმადიდებელი მღვდლები აღასრულებენ ნათლისღებას. 2. ლათინები მოუნათლავები არიან კიდევ იმიტომ, რომ ნათლობისას არ აღასრულებენ სამ შთაფლვას წყალში, როგორც აღესრულება ეს მოციქულთა დროიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში" (Пидалион. Изсслед. Никольского, стр. 246). ბერძნული ეკლესია ლათინებს წარმართებად მიიჩნევს და მათ თავიდან ნათლავს. რუსული ეკლესია კი არათუ ლათინთა ნათლისღებას მიიჩნევს ქმედითად და წმიდად, არამედ ლათინთა ეკლესიიდან გადმოსულთა ქიროტონიასაც შეიწყნარებს და მადლმოსილად და ქრისტესგან მემკვიდრეობით მოცემულად მიიჩნევს მას. ამიტომაც რუსული ეკლესია მისკენ გადმოსულ ლათინებს არა თუ მირონცხებით არ ღებულობს, არამედ ე. წ. "მესამე ჩინს" კმაყოფილდება და მხოლოდ მწვალებლობებს აწყევლინებს" (Макарий Булгаков. История ... Т. XII, стр. 197; Христианское чтение. Июль, 1906 г., стр. 130). ბერძნული ეკლესიის თვალთახედვით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია შეიწყნარებს ჭეშმარიტად მწვალებლურ ნათლობას - "ბილწსა" და "არაფრის მაქნისს". ამით ის არღვევს მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებათა მთელ რიგ კანონებს, უარყოფს მოციქულთა დადგენილებებს, მიღებულს პირველი კატეგორიის მწვალებელთა ნათლობის შესახებ და არღვევს წმ. ნათლისღების საიდუმლოს დოგმატს, რითაც თვითონ დგება მწვალებელთა რიგში. ბერძნული ეკლესიის მსჯავრით, რუსეთში გაბატონებული ეკლესია, ღებულობს რა ლათინურ იერარქიას, როგორც ქმედითსა და მადლმოსილს, ალბათ ნამდვილად და ქმედითუნარიანად აღიარებს პირველი კატეგორიის იმ მწვალებელთა ქიროტონიის მემკვიდრეობითობასაც, რომლებიც სინამდვილეში უნდა დაექვემდებარონ გადანათვლას. რუსეთში გაბატონებული ეკლესიის ეს პრაქტიკა როგორც საყოველთაო ეკლესიის პრაქტიკის, ასევე საღი აზროვნების საწინააღმდეგოა. თავის მხრივ, რუსული სინოდალური ეკლესიაც, რომელიც ქმედით და წმიდა საიდუმლოდ აღიარებს ლათინურ წყალგადავლებით ნათლობას, მასზე თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე მოვალეა, დაადანაშაულოს ბერძნული ეკლესია, რუსული ეკლესიის აზრით, სწორად მონათლულთა მეორედ ნათლობის პრაქტიკის დამკვიდრებისთვის. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ "მწვალებლებზე და სქიზმატიკოსებზე ნათლობის განმეორება უკანონოა, თუკი სწორად იყო შესრულებული საიდუმლო, ანუ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა" (Жизнь и творения блаж. Августина. Киев, 1855, стр. 15). რუსული ეკლესია, როგორც ვნახეთ, აღიარებს ლათინურ ნათლობას. წმ. ეპიფანე კვიპროსელი "უდიდეს ბოროტებას" უწოდებს ერთხელ უკვე სწორად ნათელღებულთა გადანათვლას, თუნდაც ისინი მწვალებლები იყვნენ. "უგუნურმა მწვალებელმა (არიანელმა) ევნომემ, - ამბობს წმ. ეპიფანე, - გაბედა და ჩაიდინა უდიდესი ბოროტება: ის ხელმეორედ ნათლავს არა მარტო მასთან მისულ და ერთხელ უკვე სწორად მონათლულ მართლმადიდებელთა და მწვალებელთ, არამედ თვით არიანელთაც კი" (Св. Епифаний Кипрский. Творения, ч. 5, стр. 171). კიდევ უფრო მკაცრად კიცხავს გადანათვლას წმ. იოანე დამასკელი. "აღვიარებთო, - წერს ის, - ერთ ნათლობას მოსატევებლად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ... შედეგად, როგორც ერთხელ აღესრულა სიკვდილი უფლისა, ასევე ერთხელ გვმართებს ნათლობაც... ამიტომაც ისინი, ვინც მოინათლნენ მამის, ძის და სულიწმიდის სახელით და შეიმეცნეს, რომ ერთია ღმერთი, მაგრამ სამია იპოსტასი, და ამის შემდეგ კიდევ გადაინათლებიან, - ხელმეორედ ჯვარზე აკრავენ ქრისტეს" (Дамаскин Иоанн, кн. 9, стр. 208). დამოწმებულ მამათა მსჯავრით, რომელსაც იზიარებს რუსეთის სინოდალური ეკლესიაც, ბერძნული ეკლესია ლათინთა გადანათვლით უსჯულოდ იქცევა, იქმს უდიდეს ბოროტებას და ხელმეორედ აკრავს ჯვარზე ქრისტეს. რა თქმა უნდა, ძველი ეკლესიის ეს მამები ლაპარაკობენ არა წყალგადავლებით ნათლობაზე, რომელსაც სრულიად სამართლიანად უარყოფენ ბერძნები, არამედ წყალში სამგზის შთაფლვაზე. მაგრამ რუსული გაბატონებული ეკლესია ხომ სწორედ წყალგადავლებით ნათლობას მიიჩნევს ჭეშმარიტად და, აქედან გამომდინარე, ცხადია, მისი შეხედულებით, ბერძნული ეკლესია უარყოფს არა ცრუ და არაფრისმაქნის ნათლობას, არამედ ნამდვილს, რომელსაც რუსეთი განმეორების გარეშე შეიწყნარებს, ამიტომაც, ის, სინოდალური ეკლესიის აზრით, უეჭველად ხელმეორედ ჯვარს აკრავს ქრისტეს. ასეთია ბერძნულ ეკლესიაზე რუსული ეკლესიის მსჯავრი. განსხვავებანი ამ ეკლესიებს შორის არსებობს სხვა მიმართულებითაც, რაზეც მიუთითებენ პროტოპრესვიტერი პროფ. სვეტლოვი და მღვდელი ჩელცოვი. "1872 წ., - ამბობს მ. ჩელცოვი, - კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თავის სინოდთან ერთად, ფილეტიზმად და წყეულ მწვალებლობად შერაცხა ბულგარელთა სწრაფევა საეკლესიო დამოუკიდებლობისკენ და ეკლესიიდან განკვეთა ბულგარეთის ეგზარქოსი და მთელი ბულგარეთის ეკლესია. ხოლო რუსულმა სინოდმა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი თავის მიმართვაში ამ საკითხთან დაკავშირებით მართალია, მორიდებით და დიპლომატიურად, მაგრამ საკმაოდ აშკარად აღიარა, რომ არაფერია ერეტიკული ბულგარელთა სწრაფვაში დამოუკიდებელი ეკლესიური ცხოვრებისკენ. აი, შეუთანხმებლობის ახალი პუნქტი და არცთუ ისე მცირედმნიშვნელოვანი. და ეს არ არის ბოლო პუნქტი მათ უთანხმოებათა სიაში, მაგრამ ამაზე ლაპარაკს აქ არ ვაპირებთ. ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ჩვენ ბერძნებთან ერთად სარწმუნოებრივად ერთნაირად, - "მართლმადიდებლებად" კი ვიწოდებით, მაგრამ ეს "მართლმადიდებლობა" არ გვაქვს იდენტური" (Церковно-общественная жизнь. 1907, № 10, стр. 293, 294). პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთიც და მეორეც, ანუ რუსული და ბერძნული ეკლესიები, დიდი ხანია უკვე აღარ არიან მართლმადიდებლურნი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი