![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ზებედე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
იოანა იმეორებ უკვე დაშვებულ შეცდომებს, გთხოვ გადაავლო ამავე თოფიქის წინა გვერდებს და "ღია მსჯელობის" პასუხებს თვალი!
თითქმის ყველა შეცდომა ეწერა: 1) ციტატა ტანჯვა არის ფარდობითი მცნება, სახარებისეული გლახაკი სწორედაც რომ ინუგეშიცემებოდა აბრაამის წიაღში რატომ გავიწყდება,რომ აქ საუბარი არის სწორედ იმ პერიოდზე, როცა აბრაამის წიაღი არსებობდა და როცა იყო ძველი აღთქმა? ახალი აღთქმა ჯოჯოხეთის აბრაამის წიაღს არ იცნობს! 2) არ შეიძლება ერთიდაიგივე ადგილას ერთი იტანჯებოდეს და მეორე არა, ეგ ყველა საზღვარს ცდება დოგმატიკისა და ლოგიკისაც კი, როგორ შეიძლება, ძალიან მიწიერად აგიხსნი, ერთად ვიყოთ შუა აგვისტოში გაგანია პაპანაქებაში ორნი ერთსადაიმავე ადგილას, შენ გციოდეს და მე ვიწვებოდე? ![]() 3) მთელი ეს ცრუ "აბრამიის წიაღი" ჯოჯოხეთში არის გამოგონება სწორედაც იმიტომ, რომ არ იციან სად წაიყვანონ საწყალი ჩვილები, ოღონდ სამოთხეში არ იყვნენ და ჯოჯოხეთშიც კი შეიტანეს ცვლილებები! ყველაფერი ეს ზედმეტზე მეტია და ვფიქრობ ჩემო იონა, შენ იდეებს სწორედ რომ არა აქვთ "არსებობის" უფლება, ყოველშემთხვევაში როგორც ქრისტიანული სწავლების სახით, რადგან არანაირი საფუძველი დოგმატიკასა და მამათა შრომებში არ არსებობს! ეს თემა ძალიან ნათელია: წმ. იოანე ოქროპირის სწავლებით: " ყველაზე დიდი ტანჯვა სწორედ სამოთხეში არ ყოფნაა და შესაბამისად ეს სრულიად გამორიცხავს, რაიმე უტანჯველობას ჯოჯოხეთში: "..но я считаю гораздо тягчайшим геенны наказанием - не быть в той славе; и тому, кто лишился ее, думаю, должно скорбеть не столько от геенских мучений, сколько о лишении небесных благ: ибо это одно есть тягчайшее из всех наказаний " ე.ი. რადგან ჯოჯოხეთი სამოთხის გარეშე არსებობაა, მაშინ არ არსებობს ადგილი ჯოჯოხეთში სადაც ტანჯვა არ არის, ვინც ამ სწავლებას ეწინააღმდეგება, საქმე კაიროსთან კი არა წმ.იოანე ოქროპირთან აქვს და სიფრთხილეა საჭირო და ხანდახან დუმილიც! პატივისცემით კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th July 2025 - 12:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი