ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერბალური ინცესტი, ანუ ”ჩემი დედა...” და ა.შ. |
უბისელი |
Jul 1 2010, 09:39 AM
პოსტი
#1
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...
ახალგაზრდობის ნებისმიერი თავშეყრის ადგილას, ნებისმიერ სიტუაციაში გაიგონებთ ამ საზიზღრობას. მე კაცს ვერ ვეძახი და ვერც ვერასოდეს დავუძახებ ამის მთქმელს... რისი ბრალია თქვენი აზრით? რა არის ამის მიზეზი და რითი შეიძლება აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? არ ხართ ფსიქოლოგები ფორუმზე არავინ? Copy ალაზანი.გე-დან -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
ნანინა |
Oct 21 2010, 12:44 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
გიორგი
ციტატა რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 უბისელიციტატა(უბისელი @ Jul 1 2010, 08:39 AM) მოდი განვიხილოთ ქართული საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ეს უსაზიზღრესი დაავადება...უპირველეს ყოვლისა ხაზგაზმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის საზოგადოების ახალგაზრდა ნაწილის ან ახალგაზრდობის პრობლემა. ამას გაცილებით ღრმა და მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს.იცვლებოდა მხოლოდ ე.წ. "დაგინების" ფორმები.მთაში საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ასეთი გამოთქმები:"დედამც შეერთოს ცოლად, ვინც მტერს ზურგი უჩვენოს""დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო"და ა.შ.ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებებშიც აისახა.ცხადია მე არ ვარ არავითარი დაგინების მომხრე და საერთოდაც არ მომწონს, არაეთიკურად და მიუღებლად მიმაჩნია ამგვარი ლექსიკით საუბარი, მაგრამ არამც და არამც ეს არ არის ვერბალური ინცესტი. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები.ე.წ. "დაგინების" იდეა მიუხედავად ძალიან უწმაწური გამოთქმისა არ ნიშნავს საკუთარი დედის, დის და ა.შ. შეგინება-ინცესტსს, პირიქით, ე.წ. დამგინებელს, ძალიან დიდ სიბინძურედ, ამორალურ, შეურაცხმყოფელ და ამაზრზენ საქციელად მიაჩნია ინცესტი და ამ მდგომარეობაში დედასთან ან დასთან მოხვედრა, შესაბამისად ამას უსურვებს და უტოლებს საკუთარ თავს იმ შემთხვევაში თუ რაიმე დიდ არაკაცობას და ნაძირლობას ჩაიდენს. ანუ, ე.წ. "დაგინება" სწორედ მაშინ გამოვა დედის შებილწვა-ინცესტი თუ "დამგინებელი" არაკაცობას ჩაიდენს.დედამც შემერთოს ცოლად თუ მტერს ზურგი ვუჩვენო - ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დედის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ მტრის შემეშინდეს და ლაჩარივით უკან გამოვიქცეო, ანუ აღიარებს თუ რა საზიზღობაა ეს ინცესტი და სწორედ ამის მონაწილედ ჩამთვალეთ თუ მტრის შემეშინდესო.დამც გამეხადოს ხარჭად თუ მამულს ვუღალატო - ასევე ნიშნავს იმას, რომ დაე, საკუთარი დის შემბილწველად (ინცესტის მონაწილედ) ჩავითვალო თუ ქვეყანას ვუღალატოო. გიო ამ ყველაფერში გეთანხმები. ჩვენ წინაპრებს ქონდათ იმის შეგნება, თუ რას ამბობდნენ და შენ მიერ დაგინებად წოდებულ "დედამც შეერთოს ცოლადაას" ტყუილ-უბრალოდ არაფერზე იტყოდნენ. დღევანდელი ე.წ. "დაგინება" კი ძალიან განსხვავდება მაშინდელისგან. დღეს კაცები ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობენ: ჩემი .... (ნუ დამამთავრებინებთ ახლა ) თუ ესე და ესეო, და კიდე .... ვიყო თუ ასე და ასეო. ეს უკვე მათი ლექსიკა გახდა და სრულიად გაუაზრებლად ამბობენ. ვერც აცნობიერებენ, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ უბრალო ნიძლავის ან რაღაცის მტკიცების გამო საკუთარ დედას. ამას მთაში არავინ იზამდა, დამიჯერე ხო აი შეგინებას რაც შეეხება ეს ზო საერთოდ ამაზრზენია. შენი დედა... და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ვერც აცნობიერებენ, თუ რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარი ძმაკაცის (დიახ, ხშირად ასეა!) დედას, რომლის გაზრდილებიც ისინი ხშირ შემთხვევაში არიან, რომელთანაც მეორე დღეს მივლენ და ნანა დეიდა ან მარინა დეიდა (პირობითად ვამბობ) როგორ ხარო თბილადაც მოიკითხავენ ვითომც არაფერი. დედა-შვილობის ინსტიტუტი საქართველოში ოდითგანვე იყო და ძმაკაცის (თუნდაც ძმადნაფიცის) დედა საკუთარ დედასთან იყო გაიგივებული. ახლ აგადმოვიხედოთ დღევანდელ საზოგადოებაში და ვიკითხოთ, რატომ აგინებენ საკუთარი ძმაკაცის დედებს სრულიად გაუაზრებლად და სიტყვის მასალად დღევანდელი კაცები? marine ციტატა გოგოებმაც იციან მსგავსი გინება: "მამაჩემის საყვარელი ვიყო თუ..." ეს პირველად გავიგე მართლა -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი