![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
damiane80 |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 ![]() |
ციტატა "ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, - ამბობს მღვდელი, პროფესორი მ. ჩელცოვი, პეტერბურგის ეპარქიის ყოფილი მისიონერი, - რომ ბერძნები არ ცნობენ ლათინურ წყალგადასხმით ნათლობას და ლათინობიდან ბერძნულ სარწმუნოებაში გადმოსულთა თავიდან ნათლობას ითხოვენ. ცხადია, რომ ლათინური ეკლესიის ნათლობის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ისინი არც რომაელ-კათოლიკეთა ქიროტონიას ცნობენ და კათოლიკურ ეკლესიაში ხელდასხმულ სასულიერო პირებს თავიანთ ხარისხებში არ ღებულობენ. ჩვენ კი ლათინთა გადასხმით ნათლობას არათუ ჭეშმარიტად მივიჩნევთ, არამედ ჩვენშიაც ვამკვიდრებთ, ლათინთა სასულიერო პირებს კი მესამე ჩინით შევიწყნარებთ - ანუ მხოლოდ მწვალებლობებს ვაგმობინებთ. ამგვარად, თუ ნათლობას არაგანმეორებად საიდუმლოდ მივიჩნევთ, ბერძნები ამ საკითხს სულ სხვაგვარად უყურებენ" ეს დღესაც ასეა, ანუ ბერძნები არ ცნობენ წყალგადასხმით ნათლობას???? გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი