სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| dzvelmartlmadidebeli |
Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი
#1
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.
მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან. შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც. იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
| dzvelmartlmadidebeli |
Oct 29 2010, 06:35 PM
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 |
damiane80
ციტატა ეს დღესაც ასეა, ანუ ბერძნები არ ცნობენ წყალგადასხმით ნათლობას????გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ? როგორ არის დღეს საბერძნეთში ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ ზოგიერთი მეძველსტილე სინოდი (მაგ. მათეს სინოდი) კატეგორიულად უარყოფს წყალპკურებას. გარდა ამისა, წყალპკურებითი ნათლობის უდიდესი მოწინააღმდეგეები იყვნენ ათონელი ბერები, ე. წ. "კოლივადები", რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი ღვთისმეტყველებიც. ცნობილია, რომ ეს მოძრაობა ჩაისახა 18-ე საუკუნეში, ათონზე, წმიდა და მართალი ანას სკიტეს ბერთა შორის. სხვა მრავალ საკითხთა გარდა, ისინი იბრძოდნენ ნათლობის საკითხებზეც. 18-ე საუკუნიდან, ნათლობას ბერძენმა პატრიარქებმაც მიუძღვნეს რამდენიმე ოროსი და კრებითი დადგენილება (იხ. http://www.oldorthodox.ge/natloba.html), სადაც ბერძნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნათლობის ლათინურ ფორმას, წყალპკურებას. ბერძნების ეს პოზიცია მკაფიოდაა დაფიქსირებული მათ დიდ რჯულისკანონში, რომელსაც "პიდალიონს" უწოდებენ. რუსეთში სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი. პატრიარქ ფილარეტამდე (XVI ს.) რუსეთიც თავიდან ნათლავდა ლათინობიდან ("კათოლიციზმიდან") და პროტესტანტობიდან გადმოსულებს. ამ მხრივ გამოირჩევა მოსკოვის 1621 წლის კრება (იხ. http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm). მაგრამ, მოსკოვის 1667 წლის კრებამ, რომელსაც ლათინების აგენტი პაისი ლიგარიდი ხელმძღვანელობდა, მცირედით შეცვალა ეს პოზიცია. ლათინები ჯერ მირონცხებად მწვალებელთა კატეგორიაში გადმოიყვანეს, ახლა კი საერთოდ მათთან შერიგებაზე ალაპარაკდნენ, როგორც მოსკოვში, ასევე კონსტანტინოპოლშიც. ციტატა გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ? რუსეთში სამი თითით პირჯვრისწერის წესის შემოღება ბერძნების ზეგავლენით რომ მოხდა უთითებენ თვით რუსი ისტორიკოსები. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია! თვით ბერძნებში ორი თითით პირჯვრისწერა შეიცვალა კონსტანტინოპოლის დაცემისა და უნიის შემდგომ, რადგან აქ ძალიან გაიზარდა როგორც ლათინური ზეგავლენა, ასევე ფარული ლათინიზმიც, ანუ მღვდელმთავართა და სასულიერო დასის სხვადასხვა ფენები ფარულად განეკუთვნებოდნენ ლათინობას. ამის ნათელი მაგალითია კირილე V-ც, რომელსაც ნათლობის საკითხებში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სწორედ ფარული ლათინი ("მართლმადიდებელი") მღვდელმთავრები და არქიმანდრიტები. ამდენად, სამი თითი, საბერძნეთში მკვიდრდება XIV-XV საუკუნიდან, თანაც არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. XVI საუკუნისთვისაც კი ის არ იყო საყოველთაო ჩვეულება, რადგან ამ პერიოდში, ბერძენ პატრიარქ იერემიას, რომელმაც პირველმა უკურთხა რუსეთს თავისი პირველი პატრიარქი, არანაირი შენიშვნა ორი თითით პირჯვრისწერაზე რუსების მიმართ არ გამოუთქვამს და არც რუსებს მიუციათ მისთვის შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც წარმოუდგენელია იმდროინდელი სულიერი განწყობილებებისდა გათვალისწინებით. საეკლესიო პრაქტიკაში ამგვარი მკაფიო განსხვავების შემთხვევაში ასეთი სხვაობა აუცილებლად იქნებოდა აღნიშნული. ციტატა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ? მარტივად რომ გითხრათ, არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად როდის შეიცვალა ნათლობის საკითხი რუსეთში. ცნობილი ძველმოწესე პოლემისტისა და არანაკლებად ცნობილი ანტიათეისტური თხზულების: "ჩვენთან არს ღმერთი" ავტორის, ფ. მელნიკოვის თქმით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის 17 გუბერნიდან მხოლოდ 7-ში იყო გავრცელებული წყალპკურება, ისიც მხოლოდ დასავლეთ რუსეთის რეგიონებში, ბელორუსიისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც ლათინური ზეგავლენა მეტად დიდი იყო. ხოლო რუსეთის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სხვა მხარეებში განუხრელად მისდევდნენ ნათლობის შთაფვლით ფორმას. ეს ზუსტად არის ცნობილი, რადგან ჩვენი მიმართულების ძველმოწესეები (ე. წ. "ბეგლოპოპოვცები" – беглопоповцы), რომლებიც სასულიერო პირთა დანაკლისს ივსებდნენ ოფიციალური, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების მეშვეობით (აქედან მომდინარეობს მათი ზედმეტსახელიც: беглые попы – беглопоповцы), განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ სად იყო მონათლული და ვის მიერ იყო ხელდასხმული მათკენ გადმოსული მღვდელმსახური. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს ძველმართლმადიდებლებს, ანუ "ბეგლოპოპოვცებს" არცერთხელ არ მიუღიათ მღვდელი მეორე ძველმოწესეობრივი მიმართულებიდან, რომელთაც "ბელოკრინიცელებს" უწოდებენ (სოფ. ბელაია კრინიცას მიხედვით, სადაც ძველმოწესეთა ნაწილმა შემოიერთა ბოსნიელი მიტროპოლიტი ამბროსი. ამ პიროვნების გამო მოხდა დიდი უთანხმოება, რის გამოც ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ორად გაიყვნენ: ბეგლოპოპოვცებად და ბელოკრინიცელებად). ჩვენი მიმართულების ძველმართლმადიდებელთა სკურპულიოზურობას გადმოსული მღვდლის ნათლობის საკითხში ხაზს უსვამენ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მკვლევარებიც (მაგალითისთვის კმარა "ბროკჰაუზ-ეფრონის" ენციკლოპედია, სტატია Беглопоповцы). ამრიგად, ასეთმა დამოკიდებულებამ გადმოსული მღვდლების მიმართ, შედეგად მიგვაღებინა ის, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არა თუ თვითონ არ ასრულებდნენ ნათლობას წყალგადავლებით, არამედ მათკენ მოსულ მღვდლებისგანაც ითხოვდნენ ასე ყოფილიყვნენ მონათლულნი. ასე, რომ რუსეთში, მიუხედავად ოფიციალური ეკლესიის გაორებული დამოკიდებულებისა ნათლობის ფორმის მიმართ, პრაქტიკაში ის მაინც შთაფლვით სრულდებოდა. მეტიც, დღესაც კი, ძველი თაობის ეპისკოპოსები შთაფლვით არიან მონათლულები, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ქართველ სასულიერო პირებზე. ჩვენის აზრით, ნათლობისადმი დამოკიდებულება და მასობრივი წყალპკურება შეიცვალა საბჭოთა პერიოდში. ამ მხრივ თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო პროტესტანტი ღვთისმეტყველის, ჰანს კრისტიან ფელმის ნაშრომს, "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" (არსებობს ცნობა, რომ ამ ლუთერანელმა პროფესორმა მიიღო მართლმადიდებლობა), სადაც ნათლობასთან დაკავშირებულ თავში ის რუსეთში წყალპკურების მასობრივ გავრცელებას მიაწერს ლათინების ზეგავლენას და კომუნისტების პერიოდს (სამწუხაროდ, ამ მომენტში წიგნი ხელთ არ მაქვს, ამიტომ ზუსტ ციტატებს ვერ შემოგთავაზებთ). ციტატა აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ? არც ეს ვიცი... რატომ უნდა ემოქმედა? XVII საუკნის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის დიდი განსხვავებაა. იმ დროს, 17-ე საუკუნეში რუსეთი ხელოვნურად ჩაითრიეს რეფორმებში, რაც ზუსტად და დასაბუთებულად აღწერა ისტორიკოსმა და მკვლევარმა ბორის კუტუზოვმა (ნაწყვეტები თქვენს ფორუმზეც გამოვაქვეყნე. სრულად იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/ist_kutuzovi.html). თანაც, როდესაც ზეგავლენაზეა ლაპარაკი, უფრო იგულისხმება რუსეთის დაყოლიება იმ ავანტიურაზე, რაც პატივაყრილმა (და როგორც შემდეგ გაირკვა, იეზუიტმა) ბერძენმა იერარქებმა ჩაიფიქრეს. ძალდატანებით ზეგავლენაზე აქ ლაპარაკი არ არის. დღეს ასეთი ზეგავლენა საეკლესიო საკითხებსა და პოლიტიკაში წარმოუდგენელია. მეტიც, ბერძნები, კონსტანტინოპოლის დაცემის დღიდან ბევრად იყვნენ დამოკიდებული რუსეთის მეფეებსა და მათ მიერ გაცემულ ფინანსურ წყალობაზე. სტალინის დროსაც კი ზოგიერთი პატრიარქი თურმე ყოფილა სტალინის ფარული და მოსყიდული აგენტი. ასეთი პატრიარქების არსებობა კი არავის გაუკვირდეს. ბერძნებს შორის ასეთი სულგაყიდული პატრიარქები (მ. შ. მასონებიც) მრავლად იყვნენ. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნებს რაიმე ზეგავლენა მოეხდინოთ მეოცე საუკუნის რუსებზე. ერთი რამ კი საინტერესოა, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის დროს რუსებსა და ბერძნებს შორის გაიმართა საკმაოდ მძაფრი პოლემიკა ნათლობის საკითხზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსტანტინოპოლი მოსკოვს განკვეთითაც კი დაემუქრა წყალპკურებითი ნათლობის დამკვიდრების გამო. არსებობს ამ სასულიერო კონფლიქტის დამადასტურებელი პოლემიკური მასალებიც. მე კი, აი, რას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება: ამასწინათ ქართულ ენაზე გამოიცა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, პანაიოტის ბუმისის "კანონიკური სამართალი" (გამომც. "მთაწმინდელი", თბილისი 2007). ამ წიგნის 80-ე გვერდზე აღწერილია ნათლობის საგანგებო შემთხვევები. გარდა იმისა, რომ აღიარებულია მწოლიარე ავადმყოფის ნათლობა სხურებით, "იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი დიდია საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. "ჰაერით ნათლობა". ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით. ჰაერით ნათლობის აღსრულება, - ბრძანებს პ. ბუმისი, - შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს, ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს". საგულისხმოა, რომ წიგნის რედაქტორები არიან ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი. არ ვიცი რამდენად პასუხისმგებ ელნი და კომპეტენტურნი შეიძლება იყვნენ პ. ბუმისი, ე. კოჭლამაზაშვილი და დეკ. ი. მამნიაშვილი ნათლობის საიდუმლოში "აერობაპტიზმის" (ჰაერით ნათლობის) დასაშვებ ფორმად მიჩნევის საკითხში, მაგრამ, ფაქტია, რომ ოფიციალური ბერძნული და ქართული ეკლესიები უკვე ფიქრობენ არა წყალპკურებით, არამედ უწყლო, ჰაერით "ნათლობაზე". წიგნის ქართული თარგმანის ზემოთხსენებულმა რედაქტორებმა ფორზაცზე დააწერეს მითითება, რომ პანაიოტოს ბუმისის ხსენებული წიგნის გამოყენება "შესაძლებელია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასულიერო სასწავლებლებში". აწ თავად განსაჯეთ, არის თუ არა მისაღები "ჰაერით ნათლობა", რომელსაც ბერძნები ქადაგებენ (თუ არ ვცდები კურთხევანებიც კი გამოუციათ, სადაც აღწერილია ამგვარი ნათლობის ფორმა და მოცემულია შესაბამისი ლოცვებიც). პოპულარიზაციას უწევენ ქართველები და ძალიან მალე, ნათლობის საკითხებში უკვე შეიძლება სიტყვა "წყალი" ზედმეტადაც კი ჩათვალონ. და ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი, თუკი მცონარების გამო (როგორც აღიარა ეს ერთხელ მღვდ. არჩილ მინდიაშვილმა) შთაფლვა შეცვალეს პკურებით, რა დაუშლით მცონარა და ფულის მოყვარულ მღვდლებს კიდევ უფრო გაამარტივონ ნათლობა და უკვე წყალიც კი აღარ გამოიყენონ ნათლობის საიდუმლოში. იქ სადაც დაშვებულია ერთი დარღევა, მას ლოგიკურად მოსდევს შემდგომი და მისი შეჩერება შეუძლებელია. P. S. არ ვიცი იცოდით თუ არა, მაგრამ "ივერია.ტვ"-ს ფორუმიდან გამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე ყველა ფორუმი დამეტოვებინა, რომელშიც კი მე ვღებულობდი მონაწილეობას (დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარებოდა წერილების მომზადებაში, განსაკუთრებით კი ჩემს მოძღვრებს). მე საჭიროდ ჩავთვალე დამეტოვებინა თქვენი ფორუმიც, რადგან ჩემი სათქმელი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამოვწურე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ძველმართლმადიდებლობასა და სხვა მრავალი საინტერესო საკითხთა შესახებ წაიკითხონ ჩვენს საიტებზე: www.oldorthodox.ge და www.apocalypse.ge მაგრამ, რადგან თქვენ, დამიანე, ყველაზე კორექტულად საუბრობდით ჩემთან, თქვენი კითხვები უპასუხოდ ვერ დავტოვე. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
dzvelmartlmadidebeli საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli ძნელია მოკლედ, ორი... Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli საინტერესოა არა მა... Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli რადგან მოცემული თე... Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
ინვალიდი თ... Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli
გამარჯობა Crazy Soul. თუ ... Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80
რომელი ოფიციალურ... Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)
აქედან გამომდინარ... Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli
ცხადია, ამ შემთხვე... Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος) ეს წესი (სამი თითი) ... Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli (Νικόλαος)
მე უკვე ვთქ... Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80
არ არის მთლად ასე:
... Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
დიახ, ნამდვილა... Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80
მადლობ რომ მიდასტ... Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80 ალბათ უინტერესო არ... Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80 აქ არის მითიტებული... Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბერი არსენის (... Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli ბორის კუტუზოვი
[color=#... Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS თუ ძმა ხარ ისე რა მა... Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
ეს არ არის მარტ... Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი dzvelmartlmadidebeli
რუსეთმა
ვ... Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი
ვაიმე :lol: :lol: :lol:
მაცხ... Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli კანონისტი
კეთილი, ... Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli ბ. კუტუზოვი
[size=3]XVII სა... Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS
რუსეთი დაგღუპავს ... Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli KAIROS
სწორედ რომ "სტ... Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
რასისტი ხა... Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
ვაიმე?!...
მაგ... Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სი... Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein
dzvelmartlmadidebeli
სიტყვა სიტ... Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul Funkenstein
სადაა ლინკები... Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli Crazy Soul
თემიდან გინდა... Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]მცირედი ც... Sep 20 2010, 11:38 AM
bekas dzvelmartlmadidebeli
ეგ ის ანტო... Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli bekas
ანტონ კათალიკო... Sep 20 2010, 11:39 PM
Iona
და რა განსხვავება... Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli Iona
განსხვავებები მ... Sep 21 2010, 08:41 PM
Iona
რა ამბავი მეტანიე... Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
საშინაო ლოცვებშ... Sep 22 2010, 06:58 PM
self dzvelmartlmadidebeli
ცოტა უხერ... Sep 22 2010, 10:15 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
ეგ როგორ არ... Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli self
ეს წყევლა-კრულვ... Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეს "სტარავერი... Sep 23 2010, 01:58 PM
self
თქვენს "ჩვეულებ... Sep 23 2010, 05:24 PM
Iona
ჩვენ არანაირი რუს... Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
ეჰ, ძამიკო... ისტო... Sep 23 2010, 07:30 PM
Iona პირველად მესმის რო... Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80
ნიკონის რეფირმა ე... Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80
კარგი მიზეზია თვი... Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8
... Sep 23 2010, 10:18 PM
Iona dzvelmartlmadidebeli
წერილობით... Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
"ნეტარ არიან მ... Sep 24 2010, 12:21 AM
Iona
სადმე წერია კონრე... Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80
აქ ტერმინები "ეჭ... Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80
ხო ამაზე ცალკე მინ... Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli Iona
მე სულ სხვა შეკი... Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ამ შეხედულება... Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
სირცხვილი ნიკ... Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80 კაცო ერთ დაიგივე პ... Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80
ძალიან არასწორი მ... Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
თითების წყობი... Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80
არასწორად სვამთ ს... Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო, დამიანე, ბ... Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli [size=3]მათთვის, ვისაც ა... Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ... Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80
კაცო შენ ახლა ჩემს... Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80
ბ-ნო მართლმადიდებ... Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
ბ-ნო დამიანე, ა... Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80
საქმეც ამაშია, შენ... Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მე არც მიფიქრი... Sep 27 2010, 11:05 PM
sopo... მმმ (.. ძალიან სამწუ... Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80
მე მგონი მთავარია ... Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
გასაგებია. ეს ... Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80
სხვათაშორის აქ შე... Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli damiane80
მეც მივაქცევ შ... Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli ფ. ე. მელნიკოვი
[size=3][co... Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli თავი I
[size=2][color=#000066]ლათ... Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli თავი II
[size=2][color=#000066]სიმ... Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli თავი III
[size=2][color=#000099]სარ... Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli გაგრძელებები იხილ... Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80
ეს დღესაც ასეა, ან... Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli damiane80
როგორ არის დღე... Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael ანუ მარტივარ რომ ვ... Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas archmikael
ყველანაირად გ... Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli archmikael
მეტყობა რამე ... Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy dzvelmartlmadidebeli
მეც ფუნდამ... Jan 25 2011, 08:27 PM
sopo... არვიცი, ვფიქრობ ამ ... Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS სანამ უნდა აგრძელო... Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli sopo...
არვიცი, ვფიქრობ ... Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS
მადლობა, კარგად ვი... Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80 ძველმართლმადიდებ... Jan 27 2011, 04:40 PM
sopo... zvelmartlmadidebeli
კონკრეტულ... Jan 27 2011, 09:21 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 05:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი