IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია, XVII საუკუნის რუსეთის საეკლესიო რეფორმა და მისი შედეგები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Aug 26 2010, 04:08 PM
პოსტი #1


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



ამ თემის გახსნა საჭიროდ ჩავთვალე იმ მიზეზის გამო, რომ მრავალ ჩემს თანამემამულეს წარმოადგენა არა აქვს ძველმართლმადიდებლობაზე და ხშირად მსჯელობს გასული საუკუნეების (ძირითადად XVII-XIX სს.) რუსულ, ოფიციალურ პოლემიკურ თხზულებებზე დაყრდნობით, რომლებიც უმეტესწილად არაობიექტური და ტენდენციურია.

მრავალს ასევე აინტერესებს თუ რა მიზეზებმა გამოიწვია საქართველოში ძველმართლმადიდებლური ეკლესიის დაფუძნება და რა კავშირშია დღევანდელი ქართული ეკლესია XVII საუკუნის რუსულ რეფორმასთან.

შევეცდები ყველა დაინტერესებულ ადამიანს მივაწოდო ის ობიექტური ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია როგორც მე-17 საუკუნის რუსული ეკლესიის რეფორმასთან, ასევე საქართველოს ძველმართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მზად ვარ პასუხი გავცე შეკითხვებს და აგრეთვე, გამოვაქვეყნო ცნობილ რუს ისტორიკოსთა, ღვთისმეტყველთა და მკვლევართა შეხედულებები ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც საწესჩვეულებო-ლიტურგიკულ მხარეს, ასევე სწავლა-მოძღვრებითსაც.

იმედი მაქვს, კორექტული იქნებით ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Oct 29 2010, 06:35 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



damiane80
ციტატა
ეს დღესაც ასეა, ანუ ბერძნები არ ცნობენ წყალგადასხმით ნათლობას????გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?


როგორ არის დღეს საბერძნეთში ნამდვილად არ ვიცი. ვიცი, რომ ზოგიერთი მეძველსტილე სინოდი (მაგ. მათეს სინოდი) კატეგორიულად უარყოფს წყალპკურებას. გარდა ამისა, წყალპკურებითი ნათლობის უდიდესი მოწინააღმდეგეები იყვნენ ათონელი ბერები, ე. წ. "კოლივადები", რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი ღვთისმეტყველებიც.

ცნობილია, რომ ეს მოძრაობა ჩაისახა 18-ე საუკუნეში, ათონზე, წმიდა და მართალი ანას სკიტეს ბერთა შორის. სხვა მრავალ საკითხთა გარდა, ისინი იბრძოდნენ ნათლობის საკითხებზეც. 18-ე საუკუნიდან, ნათლობას ბერძენმა პატრიარქებმაც მიუძღვნეს რამდენიმე ოროსი და კრებითი დადგენილება (იხ. http://www.oldorthodox.ge/natloba.html), სადაც ბერძნები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნათლობის ლათინურ ფორმას, წყალპკურებას. ბერძნების ეს პოზიცია მკაფიოდაა დაფიქსირებული მათ დიდ რჯულისკანონში, რომელსაც "პიდალიონს" უწოდებენ. რუსეთში სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი. პატრიარქ ფილარეტამდე (XVI ს.) რუსეთიც თავიდან ნათლავდა ლათინობიდან ("კათოლიციზმიდან") და პროტესტანტობიდან გადმოსულებს. ამ მხრივ გამოირჩევა მოსკოვის 1621 წლის კრება (იხ. http://www.ancient-orthodoxy.narod.ru/doc/1621.htm). მაგრამ, მოსკოვის 1667 წლის კრებამ, რომელსაც ლათინების აგენტი პაისი ლიგარიდი ხელმძღვანელობდა, მცირედით შეცვალა ეს პოზიცია. ლათინები ჯერ მირონცხებად მწვალებელთა კატეგორიაში გადმოიყვანეს, ახლა კი საერთოდ მათთან შერიგებაზე ალაპარაკდნენ, როგორც მოსკოვში, ასევე კონსტანტინოპოლშიც.

ციტატა
გარდა ამისა, ერთი თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორც მახსოვს რეფორმის დროს განხეთქილება წარმოიშვა ძირითადად 3 თითით პირჯვრის წერის წესზე და ამას ბერძნულ გავლენას აბრალებდით თქვენ, რეფორმის დროს ნათლობის საკითხი არ დამდგარა (თუ არ ვცდები). მაშინ საინტერესოა როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?


რუსეთში სამი თითით პირჯვრისწერის წესის შემოღება ბერძნების ზეგავლენით რომ მოხდა უთითებენ თვით რუსი ისტორიკოსები.

ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიბრალებია!

თვით ბერძნებში ორი თითით პირჯვრისწერა შეიცვალა კონსტანტინოპოლის დაცემისა და უნიის შემდგომ, რადგან აქ ძალიან გაიზარდა როგორც ლათინური ზეგავლენა, ასევე ფარული ლათინიზმიც, ანუ მღვდელმთავართა და სასულიერო დასის სხვადასხვა ფენები ფარულად განეკუთვნებოდნენ ლათინობას.

ამის ნათელი მაგალითია კირილე V-ც, რომელსაც ნათლობის საკითხებში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სწორედ ფარული ლათინი ("მართლმადიდებელი") მღვდელმთავრები და არქიმანდრიტები. ამდენად, სამი თითი, საბერძნეთში მკვიდრდება XIV-XV საუკუნიდან, თანაც არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით. XVI საუკუნისთვისაც კი ის არ იყო საყოველთაო ჩვეულება, რადგან ამ პერიოდში, ბერძენ პატრიარქ იერემიას, რომელმაც პირველმა უკურთხა რუსეთს თავისი პირველი პატრიარქი, არანაირი შენიშვნა ორი თითით პირჯვრისწერაზე რუსების მიმართ არ გამოუთქვამს და არც რუსებს მიუციათ მისთვის შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც წარმოუდგენელია იმდროინდელი სულიერი განწყობილებებისდა გათვალისწინებით. საეკლესიო პრაქტიკაში ამგვარი მკაფიო განსხვავების შემთხვევაში ასეთი სხვაობა აუცილებლად იქნებოდა აღნიშნული.

ციტატა
როდის შეიცვალა ეს საკითხი რუსულ ეკლესიაში და იქნა შეწყნარებული და აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?


მარტივად რომ გითხრათ, არ ვიცი. არ ვიცი ზუსტად როდის შეიცვალა ნათლობის საკითხი რუსეთში. ცნობილი ძველმოწესე პოლემისტისა და არანაკლებად ცნობილი ანტიათეისტური თხზულების: "ჩვენთან არს ღმერთი" ავტორის, ფ. მელნიკოვის თქმით, მეოცე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის 17 გუბერნიდან მხოლოდ 7-ში იყო გავრცელებული წყალპკურება, ისიც მხოლოდ დასავლეთ რუსეთის რეგიონებში, ბელორუსიისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, სადაც ლათინური ზეგავლენა მეტად დიდი იყო. ხოლო რუსეთის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სხვა მხარეებში განუხრელად მისდევდნენ ნათლობის შთაფვლით ფორმას. ეს ზუსტად არის ცნობილი, რადგან ჩვენი მიმართულების ძველმოწესეები (ე. წ. "ბეგლოპოპოვცები" – беглопоповцы), რომლებიც სასულიერო პირთა დანაკლისს ივსებდნენ ოფიციალური, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოქცეული მღვდლების მეშვეობით (აქედან მომდინარეობს მათი ზედმეტსახელიც: беглые попы – беглопоповцы), განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იმას, თუ სად იყო მონათლული და ვის მიერ იყო ხელდასხმული მათკენ გადმოსული მღვდელმსახური. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს ძველმართლმადიდებლებს, ანუ "ბეგლოპოპოვცებს" არცერთხელ არ მიუღიათ მღვდელი მეორე ძველმოწესეობრივი მიმართულებიდან, რომელთაც "ბელოკრინიცელებს" უწოდებენ (სოფ. ბელაია კრინიცას მიხედვით, სადაც ძველმოწესეთა ნაწილმა შემოიერთა ბოსნიელი მიტროპოლიტი ამბროსი. ამ პიროვნების გამო მოხდა დიდი უთანხმოება, რის გამოც ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები ორად გაიყვნენ: ბეგლოპოპოვცებად და ბელოკრინიცელებად).

ჩვენი მიმართულების ძველმართლმადიდებელთა სკურპულიოზურობას გადმოსული მღვდლის ნათლობის საკითხში ხაზს უსვამენ რუსეთის გაბატონებული ეკლესიის მკვლევარებიც (მაგალითისთვის კმარა "ბროკჰაუზ-ეფრონის" ენციკლოპედია, სტატია Беглопоповцы). ამრიგად, ასეთმა დამოკიდებულებამ გადმოსული მღვდლების მიმართ, შედეგად მიგვაღებინა ის, რომ ძველმართლმადიდებელი ქრისტეანები არა თუ თვითონ არ ასრულებდნენ ნათლობას წყალგადავლებით, არამედ მათკენ გადმოსულ მღვდლებისგანაც ითხოვდნენ მხოლოდ და მხოლოდ შთაფლვით ყოფილიყვნენ მონათლულნი და ასევე შთაფლვით მონათლული ეპისკოპოსისგან ხელდასხმულნი. ასე, რომ რუსეთში, მიუხედავად ოფიციალური ეკლესიის გაორებული დამოკიდებულებისა ნათლობის ფორმის მიმართ, პრაქტიკაში ის მაინც შთაფლვით სრულდებოდა. მეტიც, დღესაც კი, ძველი თაობის ეპისკოპოსები შთაფლვით არიან მონათლულები, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით ქართველ სასულიერო პირებზე.

ჩვენის აზრით, ნათლობისადმი დამოკიდებულება და მასობრივი წყალპკურება შეიცვალა საბჭოთა პერიოდში. ამ მხრივ თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო პროტესტანტი ღვთისმეტყველის, ჰანს კრისტიან ფელმის ნაშრომს, "მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება" (არსებობს ცნობა, რომ ამ ლუთერანელმა პროფესორმა მიიღო მართლმადიდებლობა), სადაც ნათლობასთან დაკავშირებულ თავში ის რუსეთში წყალპკურების მასობრივ გავრცელებას მიაწერს ლათინების ზეგავლენას და კომუნისტების პერიოდს (სამწუხაროდ, ამ მომენტში წიგნი ხელთ არ მაქვს, ამიტომ ზუსტ ციტატებს ვერ შემოგთავაზებთ).

ციტატა
აქ რატომ არ იმოქმედა იმავე ბერძნულმა გავლენამ?


არც ეს ვიცი... რატომ უნდა ემოქმედა? XVII საუკნის რუსეთსა და დღევანდელ რუსეთს შორის დიდი განსხვავებაა. იმ დროს, 17-ე საუკუნეში რუსეთი ხელოვნურად ჩაითრიეს რეფორმებში, რაც ზუსტად და დასაბუთებულად აღწერა ისტორიკოსმა და მკვლევარმა ბორის კუტუზოვმა (ნაწყვეტები თქვენს ფორუმზეც გამოვაქვეყნე. სრულად იხ. აქ: http://www.oldorthodox.ge/ist_kutuzovi.html). თანაც, როდესაც ზეგავლენაზეა ლაპარაკი, უფრო იგულისხმება რუსეთის დაყოლიება იმ ავანტიურაზე, რაც პატივაყრილმა (და როგორც შემდეგ გაირკვა, იეზუიტმა) ბერძენმა იერარქებმა ჩაიფიქრეს. ძალდატანებით ზეგავლენაზე აქ ლაპარაკი არ არის.

დღეს ასეთი ზეგავლენა საეკლესიო საკითხებსა და პოლიტიკაში წარმოუდგენელია. მეტიც, ბერძნები, კონსტანტინოპოლის დაცემის დღიდან ბევრად იყვნენ დამოკიდებული რუსეთის მეფეებსა და მათ მიერ გაცემულ ფინანსურ წყალობაზე. სტალინის დროსაც კი ზოგიერთი პატრიარქი თურმე ყოფილა სტალინის ფარული და მოსყიდული აგენტი.

ასეთი პატრიარქების არსებობა კი არავის გაუკვირდეს. ბერძნებს შორის ასეთი სულგაყიდული პატრიარქები (მ. შ. მასონებიც) მრავლად იყვნენ. ამიტომაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბერძნებს რაიმე ზეგავლენა მოეხდინოთ მეოცე საუკუნის რუსებზე.
ერთი რამ კი საინტერესოა, მიტრ. ფილარეტ დროზდოვის დროს რუსებსა და ბერძნებს შორის გაიმართა საკმაოდ მძაფრი პოლემიკა ნათლობის საკითხზე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ კონსტანტინოპოლი მოსკოვს განკვეთითაც კი დაემუქრა წყალპკურებითი ნათლობის დამკვიდრების გამო. არსებობს ამ სასულიერო კონფლიქტის დამადასტურებელი პოლემიკური მასალებიც.

მე კი, აი, რას მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება:

ამასწინათ ქართულ ენაზე გამოიცა ათენის უნივერსიტეტის პროფესორის, პანაიოტის ბუმისის "კანონიკური სამართალი" (გამომც. "მთაწმინდელი", თბილისი 2007). ამ წიგნის 80-ე გვერდზე აღწერილია ნათლობის საგანგებო შემთხვევები. გარდა იმისა, რომ აღიარებულია მწოლიარე ავადმყოფის ნათლობა სხურებით, "იკონომიითა და საგანგებო შემთხვევებში, თუკი დიდია საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს, შეიძლება მოხდეს ე. წ. "ჰაერით ნათლობა". ანუ ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით. ჰაერით ნათლობის აღსრულება, - ბრძანებს პ. ბუმისი, - შეუძლია არა მხოლოდ ეპისკოპოსს და მღვდელს, ან დიაკონს, არამედ, უბრალოდ, საერო პირსაც კი, კაცს თუ ქალს".

საგულისხმოა, რომ წიგნის რედაქტორები არიან ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ექვთიმე კოჭლამაზაშვილი და დეკანოზი იოანე მამნიაშვილი. არ ვიცი რამდენად პასუხისმგებ ელნი და კომპეტენტურნი შეიძლება იყვნენ პ. ბუმისი, ე. კოჭლამაზაშვილი და დეკ. ი. მამნიაშვილი ნათლობის საიდუმლოში "აერობაპტიზმის" (ჰაერით ნათლობის) დასაშვებ ფორმად მიჩნევის საკითხში, მაგრამ, ფაქტია, რომ ოფიციალური ბერძნული და ქართული ეკლესიები უკვე ფიქრობენ არა წყალპკურებით, არამედ უწყლო, ჰაერით "ნათლობაზე". წიგნის ქართული თარგმანის ზემოთხსენებულმა რედაქტორებმა ფორზაცზე დააწერეს მითითება, რომ პანაიოტოს ბუმისის ხსენებული წიგნის გამოყენება "შესაძლებელია დამხმარე სახელმძღვანელოდ სასულიერო სასწავლებლებში".

აწ თავად განსაჯეთ, არის თუ არა მისაღები "ჰაერით ნათლობა", რომელსაც ბერძნები ქადაგებენ (თუ არ ვცდები კურთხევანებიც კი გამოუციათ, სადაც აღწერილია ამგვარი ნათლობის ფორმა და მოცემულია შესაბამისი ლოცვებიც). პოპულარიზაციას უწევენ ქართველები და ძალიან მალე, ნათლობის საკითხებში უკვე შეიძლება სიტყვა "წყალი" ზედმეტადაც კი ჩათვალონ. და ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი, თუკი მცონარების გამო (როგორც აღიარა ეს ერთხელ მღვდ. არჩილ მინდიაშვილმა) შთაფლვა შეცვალეს პკურებით, რა დაუშლით მცონარა და ფულის მოყვარულ მღვდლებს კიდევ უფრო გაამარტივონ ნათლობა და უკვე წყალიც კი აღარ გამოიყენონ ნათლობის საიდუმლოში. იქ სადაც დაშვებულია ერთი დარღევა, მას ლოგიკურად მოსდევს შემდგომი და მისი შეჩერება შეუძლებელია.

P. S. არ ვიცი იცოდით თუ არა, მაგრამ "ივერია.ტვ"-ს ფორუმიდან გამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე ყველა ფორუმი დამეტოვებინა, რომელშიც კი მე ვღებულობდი მონაწილეობას (დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მეხმარებოდა წერილების მომზადებაში, განსაკუთრებით კი ჩემს მოძღვრებს). მე საჭიროდ ჩავთვალე დამეტოვებინა თქვენი ფორუმიც, რადგან ჩემი სათქმელი, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამოვწურე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ძველმართლმადიდებლობასა და სხვა მრავალი საინტერესო საკითხთა შესახებ წაიკითხონ ჩვენს საიტებზე: http://www.oldorthodox.ge და http://www.apocalypse.ge მაგრამ, რადგან თქვენ, დამიანე, ყველაზე კორექტულად საუბრობდით ჩემთან, თქვენი კითხვები უპასუხოდ ვერ დავტოვე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმტკიცეს.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
dzvelmartlmadidebeli   საეკლესიო რეფორმა თუ დივერსია   Aug 26 2010, 04:08 PM
dzvelmartlmadidebeli   ძნელია მოკლედ, ორი...   Aug 26 2010, 10:47 PM
dzvelmartlmadidebeli   საინტერესოა არა მა...   Aug 29 2010, 08:02 PM
dzvelmartlmadidebeli   რადგან მოცემული თე...   Aug 31 2010, 02:54 PM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli ინვალიდი თ...   Aug 31 2010, 03:34 PM
dzvelmartlmadidebeli   გამარჯობა Crazy Soul. თუ ...   Aug 31 2010, 04:41 PM
damiane80   რომელი ოფიციალურ...   Aug 31 2010, 07:35 PM
(Νικόλαος)   აქედან გამომდინარ...   Sep 1 2010, 02:25 AM
dzvelmartlmadidebeli   ცხადია, ამ შემთხვე...   Aug 31 2010, 08:55 PM
(Νικόλαος)   ეს წესი (სამი თითი) ...   Sep 1 2010, 02:15 AM
dzvelmartlmadidebeli   (Νικόλαος) მე უკვე ვთქ...   Sep 1 2010, 02:59 AM
damiane80   არ არის მთლად ასე: ...   Sep 1 2010, 04:46 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 დიახ, ნამდვილა...   Sep 1 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 1 2010, 06:21 PM
damiane80   მადლობ რომ მიდასტ...   Sep 1 2010, 06:29 PM
damiane80   ალბათ უინტერესო არ...   Sep 1 2010, 07:14 PM
damiane80   აქ არის მითიტებული...   Sep 1 2010, 08:03 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბერი არსენის (...   Sep 2 2010, 10:35 AM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 3 2010, 08:47 AM
dzvelmartlmadidebeli   ბორის კუტუზოვი [color=#...   Sep 5 2010, 05:25 PM
KAIROS   თუ ძმა ხარ ისე რა მა...   Sep 5 2010, 07:48 PM
dzvelmartlmadidebeli   KAIROS ეს არ არის მარტ...   Sep 6 2010, 09:06 AM
კანონისტი   dzvelmartlmadidebeli რუსეთმა ვ...   Sep 6 2010, 04:16 PM
კანონისტი   ვაიმე :lol: :lol: :lol: მაცხ...   Sep 6 2010, 04:32 PM
dzvelmartlmadidebeli   კანონისტი კეთილი, ...   Sep 6 2010, 07:52 PM
dzvelmartlmadidebeli   ბ. კუტუზოვი [size=3]XVII სა...   Sep 7 2010, 06:52 PM
KAIROS   რუსეთი დაგღუპავს ...   Sep 9 2010, 02:49 AM
dzvelmartlmadidebeli   KAIROS სწორედ რომ "სტ...   Sep 9 2010, 10:29 AM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli რასისტი ხა...   Sep 9 2010, 10:36 AM
dzvelmartlmadidebeli   Crazy Soul ვაიმე?!... მაგ...   Sep 9 2010, 11:04 AM
Crazy Soul   dzvelmartlmadidebeli სიტყვა სი...   Sep 9 2010, 11:35 AM
Funkenstein   dzvelmartlmadidebeli სიტყვა სიტ...   Sep 9 2010, 11:46 AM
Crazy Soul   Funkenstein სადაა ლინკები...   Sep 9 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli   Crazy Soul თემიდან გინდა...   Sep 9 2010, 12:56 PM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]მცირედი ც...   Sep 20 2010, 11:38 AM
bekas   dzvelmartlmadidebeli ეგ ის ანტო...   Sep 20 2010, 11:19 PM
dzvelmartlmadidebeli   bekas ანტონ კათალიკო...   Sep 20 2010, 11:39 PM
Iona   და რა განსხვავება...   Sep 21 2010, 11:34 AM
dzvelmartlmadidebeli   Iona განსხვავებები მ...   Sep 21 2010, 08:41 PM
Iona   რა ამბავი მეტანიე...   Sep 22 2010, 02:33 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona საშინაო ლოცვებშ...   Sep 22 2010, 06:58 PM
self   dzvelmartlmadidebeli ცოტა უხერ...   Sep 22 2010, 10:15 PM
Iona   dzvelmartlmadidebeli ეგ როგორ არ...   Sep 23 2010, 12:19 PM
dzvelmartlmadidebeli   self ეს წყევლა-კრულვ...   Sep 23 2010, 01:48 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona ეს "სტარავერი...   Sep 23 2010, 01:58 PM
self   თქვენს "ჩვეულებ...   Sep 23 2010, 05:24 PM
Iona   ჩვენ არანაირი რუს...   Sep 23 2010, 04:56 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona ეჰ, ძამიკო... ისტო...   Sep 23 2010, 07:30 PM
Iona   პირველად მესმის რო...   Sep 23 2010, 08:20 PM
damiane80   ნიკონის რეფირმა ე...   Sep 23 2010, 08:26 PM
damiane80   კარგი მიზეზია თვი...   Sep 23 2010, 08:44 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona http://www.youtube.com/watch?v=0Ch-ZP8bnR8 ...   Sep 23 2010, 10:18 PM
Iona   dzvelmartlmadidebeli წერილობით...   Sep 23 2010, 11:01 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona "ნეტარ არიან მ...   Sep 24 2010, 12:21 AM
Iona   სადმე წერია კონრე...   Sep 24 2010, 02:33 PM
damiane80   აქ ტერმინები "ეჭ...   Sep 24 2010, 07:07 PM
damiane80   ხო ამაზე ცალკე მინ...   Sep 24 2010, 07:27 PM
dzvelmartlmadidebeli   Iona მე სულ სხვა შეკი...   Sep 24 2010, 08:09 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ამ შეხედულება...   Sep 24 2010, 08:28 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 სირცხვილი ნიკ...   Sep 24 2010, 08:49 PM
damiane80   კაცო ერთ დაიგივე პ...   Sep 24 2010, 09:07 PM
damiane80   ძალიან არასწორი მ...   Sep 24 2010, 09:21 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 თითების წყობი...   Sep 24 2010, 09:28 PM
damiane80   არასწორად სვამთ ს...   Sep 24 2010, 09:30 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბ-ნო, დამიანე, ბ...   Sep 24 2010, 09:53 PM
dzvelmartlmadidebeli   [size=3]მათთვის, ვისაც ა...   Sep 25 2010, 09:31 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ...   Sep 25 2010, 10:24 AM
dzvelmartlmadidebeli   [size=3][color=#CC0000]ორიოდ სიტ...   Sep 25 2010, 04:04 PM
damiane80   კაცო შენ ახლა ჩემს...   Sep 27 2010, 04:41 PM
damiane80   ბ-ნო მართლმადიდებ...   Sep 27 2010, 04:51 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 ბ-ნო დამიანე, ა...   Sep 27 2010, 06:54 PM
damiane80   საქმეც ამაშია, შენ...   Sep 27 2010, 08:27 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მე არც მიფიქრი...   Sep 27 2010, 11:05 PM
sopo...   მმმ (.. ძალიან სამწუ...   Sep 28 2010, 08:11 PM
damiane80   მე მგონი მთავარია ...   Sep 28 2010, 02:44 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 გასაგებია. ეს ...   Sep 28 2010, 08:31 PM
damiane80   სხვათაშორის აქ შე...   Sep 29 2010, 11:03 AM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 მეც მივაქცევ შ...   Sep 29 2010, 08:32 PM
dzvelmartlmadidebeli   ფ. ე. მელნიკოვი [size=3][co...   Oct 6 2010, 11:59 AM
dzvelmartlmadidebeli   თავი I [size=2][color=#000066]ლათ...   Oct 7 2010, 10:41 PM
dzvelmartlmadidebeli   თავი II [size=2][color=#000066]სიმ...   Oct 12 2010, 09:15 PM
dzvelmartlmadidebeli   თავი III [size=2][color=#000099]სარ...   Oct 17 2010, 04:14 PM
dzvelmartlmadidebeli   გაგრძელებები იხილ...   Oct 18 2010, 03:36 PM
damiane80   ეს დღესაც ასეა, ან...   Oct 27 2010, 02:20 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
dzvelmartlmadidebeli   damiane80 როგორ არის დღე...   Oct 29 2010, 06:35 PM
archmikael   ანუ მარტივარ რომ ვ...   Jan 24 2011, 10:29 PM
nikolas   archmikael ყველანაირად გ...   Jan 24 2011, 10:59 PM
dzvelmartlmadidebeli   archmikael მეტყობა რამე ...   Jan 25 2011, 07:36 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli მეც ფუნდამ...   Jan 25 2011, 08:27 PM
sopo...   არვიცი, ვფიქრობ ამ ...   Jan 26 2011, 10:46 PM
KAIROS   სანამ უნდა აგრძელო...   Jan 27 2011, 12:41 AM
dzvelmartlmadidebeli   sopo... არვიცი, ვფიქრობ ...   Jan 27 2011, 10:58 AM
KAIROS   მადლობა, კარგად ვი...   Jan 27 2011, 01:27 PM
damiane80   ძველმართლმადიდებ...   Jan 27 2011, 04:40 PM
sopo...   zvelmartlmadidebeli კონკრეტულ...   Jan 27 2011, 09:21 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th June 2025 - 03:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი