დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
(Νικόλαος) |
Oct 31 2010, 11:24 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
თუ შეიძლება დაწერეთ ე.წ ''მიაფიზიტური'' თეოლოგიის კრიტიკა. რომელიც აღიარებს ქრისტეს ღვთიურ და ადამიანურ ბუნებასაც, მხოლოდ ერთმანეთში შერეულს, ერთ ბუნებად შერწყმულს.
|
afxazi |
Nov 1 2010, 08:43 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Otherguy
ციტატა და აქ ბევრჯერ მისაუბრია წმინდა ათანასეს და წმინდა გრიგოლ ღვითსმეტყველის ნესტორიანულ ნაწერებზე, მაგრამ ცხადია წმინდანებზე ამგვარის თქმას ვინ შემარჩენს... იმიტომ რომ გულუბრყვილოდ წერ და არ გინდა ამის გაგება. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ სრული გაუცნობიერებლობა ჩანს შენი მდრიდან საკითხსი შესწავლის კუთხით. თურმე კირილე ალექსანდრიელი ნესტორიანული იდეების გამტარებელი ყოფილა, მაშინ როცა მან ლამის ცხოვრება შესწირა მასთან ბრძოლას. ან კიდევ ათანასე ალექსანდრიელზე თქმა იმისა, რომ ნესტორიანული იდეები აწუხებდა უბრალოდ შეურაცხყოფაა მისი პიროვნებისა. გრიგოლ ღვთისმეტყველზე ხომ აღარაფერს ვამბობ. კირილე მართლაც იყენებდა იმ ფრაზებს, რაც მოგვიანებით მონოფიზიტებმა გამოიყენეს, მაგრამ აქ უამრავი რამაა გასათვალისწინებელი, თორემ ასეთი ზედაპირული მსჯელობით მხოლოდ გაურკვევლობამდე და შესაბამისად არასწორ დასკვნებამდე მივალთ. გასათვალისინებელია ეპოქა, ვისთან დაპირისპირება უწევდა ამა თუ იმ მოღვაწეს და უმთავრესად რასთან დაპირისპირება. და რა თქმა უნდა, ტერმინთა ისტორია. თუ ეს ყველფაერი არ გვესმის და წარმოდგენა არ გვაქვს, პრეტენზია არ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ მოღვაწის შეფასებაში და არ უნდა მივცეთ ჩვენს თავს იმის უფლება, რომ აღნიშნულ მამებს სიმახინჯე დავაბრალოთ. ციტატა და ის, რომ ღვთაებრივმა ბუნებამ გაამდიდრა ადამიანური ბუნება, ნიშნავს რომ მაინც ერთი ნება და ერთი ბუნება ჩამოყალიბებულა... მიაფიზიტობამდე მივდივართ, რომელსაც მართლმადიდებლები ცოცხალი თავით არ უწოდებენ დიოფიზიტობას... რკინა თუ ცეცხლთან თანამოქმედებით დამწვრობის თვისებას იღებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რკინის ბუნება უქმდება და მას ცეცხლი შთანთქავს, ანდა პირიქით. ორი ბუნების ერთ ჰიპოსტასში შეერთება სულაც არ არის უცნაური და გაუგებარი. თუკი სულის არსებობის სჯერა ადამიანს მას ისიც უნდა სჯეროდეს რომ ერთ პიროვნებაში (ადამიანში) შეურევნელად არსებობს ორი ბუნება - სხეულებრივი და სულიერი. ისინი არ ერწყმიან ერთმანეთს და არ წარმოქმნიან რაღაც მესამეს. სული პიროვნების მიერ ავლენს სულიერ თვისებას, სხეული კი იმავე პიროვნების მეშვეობით სხეულებრივ სურვილს. მაგრამ არ ვამბობთ, რომ ორი მოქმედებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 09:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი