დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დიოსკორიანული მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა |
(Νικόλαος) |
Oct 31 2010, 11:24 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 |
თუ შეიძლება დაწერეთ ე.წ ''მიაფიზიტური'' თეოლოგიის კრიტიკა. რომელიც აღიარებს ქრისტეს ღვთიურ და ადამიანურ ბუნებასაც, მხოლოდ ერთმანეთში შერეულს, ერთ ბუნებად შერწყმულს.
|
Otherguy |
Nov 1 2010, 10:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
afxazi
ნუ წმინდა კირილე ალექსანდრიელს ერთი ფრაზა აქვს ეგეთი მარტო, და წმინდა გრიგოლიც და წმინდა ათანასეც მთელი აბზაცი ინხილავენ იესოს ადამიანური ბუნების უმეცრებას და ამ ბუნების საუბარს... კაი არ გვინდა ამაზე... აპოლინარიუსი მიიჩნევდა, ასე მახსოვს, რომ იესომ მიიღო ადამიანური სხეული და ადამიანური თვისებები, მაგრამ სული ღვთიური ჰქონდა... თუმცა რაცაა... იგი არის მთავარი დამაარსებელი მონოფიზიტური სკოლისა... თუმცა არიანელებიც მონოფიზიტები იყვნენ... უბრალოდ იმას ვამბობ, რომ რთულია ასე... ვამბობთ რომ იესოს ჰქონდა სრული ადამიანური და სრული ღვთაებრივი ბუნება... ასევე ნებაც... მაგრამ ეს ყველაფერი საწინააღმდეგოა ერთმანეთის, ჰოდა თუ ამას ვიტყვით - ნესტორს მივადგებით და დავგმობთ პიროვნულ გაორებას... ადამიანში ერთი მოქმედია რადგან ქმედება ერთია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში ფიგურირებს ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებები(დავივიწყოთ ფროიდის სისტემა )... და ეგენი ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოა... იმის თქმა რომ იესოს ადამიანური ბუნება არ ეწინააღმდეგებოდა მის ღვთაებრივს(რაც იდეაში აბსურდია, რადგან ადამიანური ბუნება სხვანაირია), მაშინ იქამდე მივალთ, რომ ადამიანური ბუნება საკმარისი ყოფილა და რა საჭირო იყო ღვთაებრივი ბუნებითაც(ანუ საერთოდ ღმერთის მოსვლა) მოსვლა? და თუ ვიტყვით რომ ღვთაებრივი ბუნება დაეხმარა, ეგ რაღა გამოსყიდვაა... ანუ გამოსყიდვა რომ მოხდეს, უნდა მოხდეს ღვთის "დაუხმარებლად"(უფრო სწორად სერიოზული ჩარევის გარეშე), თორემ ეხლა ღმერთი თუ ადამიანს დაეხმარა რომ იდეალური იყოს და მცნებები აასრულებინა - ეგ ყოველთვის შეიძლება და რა საჭირო იყო იესოს მოსვლა საერთოდ? პ.ს. არა ისე, უნდა წავიკითხო მონოფიზიტური ნაშრომები, მაგრამ წარმომიდგენია ყველგან ანტინესტორიანული აზრები უფროა ვიდრე სუფთად მონოფიზიტური არგუმენტები... თორემ კარგად მესმის რატომ იყო საჭირო სრული ადამიანური ბუნება გამოსყიდისთვის!!! -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი