მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები..., ბიუროკრატიული და სხვანი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები..., ბიუროკრატიული და სხვანი... |
k@the |
Feb 9 2008, 07:31 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
თუ ვინმეს რაიმე რჩევა სჭირდება საზღვარგარეთთან დაკავშირებით, ან პრობლემა აქვს, გავუზიაროთ აქ ერთმანეთს.
იქნებ, ერთად შევძლოთ მათი გადაწყვეტა პ.ს. მსგავს პოსტებს მოვკრიბავ ამ თემაში... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Nov 5 2010, 03:13 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ინფორმაციას მოგაწვდით გერმანიაში საქართველოს საელჩოში არასრულწლოვანის პასპორტის ასაღებად საჭირო პროცედურებზე. ფრჩხილებში თანხებს მივუწერ მე რაც დამიჯდა.
ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ საკონსულოს საიტზე ნახოთ 1. თუ ბავშვი გერმანიაშია დაბადებული, დაბადების მოწმობის ორიგინალი უნდა მიიტანოთ Bezirksregierung-ში და იქ აპოსტილით დაამოწმებინოთ. (15 ევრო) 2. ათარგმნინოთ ქართულ ენაზე უფლებამოსილ თარჯიმანს, რომელიც დაგიმოწმებთ კიდეც მას. (20 ევრო) 3. ნოტარიუსს უნდა დაამოწმებინოთ "თანხმობა" მშობლების, რომ მათ შვილს პასპორტი გაეცეს. შეგიძლიათ დაწეროთ ქართულ ენაზე, ბოლოში დატოვეთ ადგილები სადაც ცალკე დედის და ცალკე მამის ხელმოწერა დაფიქსირდება ნოტარიუსის თანდასწრებით. ნოტარიუსი ამოწმებს თქვენი პასპორტების მიხედვით მხოლოდ თქვენს ხელმოწერებს დოკუმენტზე, არაა აუცილებელი ესმოდეს იმ ტექსტში რა წერია . თანხმობის ქართულად შედგენისას თავიდან აიცილებთ შემდეგ ამ დოკუმენტის ქართულად თარგმანის ხარჯებს. (12.90 ევრო) 4. ეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი უნდა წაიღოთ შემდეგ Landgericht-ში და დაუტოვოთ აპოსტილით დასამოწმებლად. ანუ, ამოწმებენ რომ ამ ნოტარიუსს დამოწმების უფლება ქონდა. (10 ევრო) 5. მისამართის მითითების დასადასტურებლად, ქირავნობის მოწმობის მაგივრად გააგზავნეთ Meldebescheinigung-ი გაიცემა Einwohnermeldeamt-ის მიერ. (6 ევრო) კიდევ, სასიხარულო ინფორმაცია: საქართველოს საელჩომ გერმანიაში ევროს ანგარიში გახსნა! აქამდე ქონდათ დოლარის ანგარიში და დოლარის გადასარიცხად უნდა მისულიყავი ბანკში, შეგევსო დიდი ფორმულარი და მომხასურების საფასური მინიმუმ 15 ევრო გადაგეხადა. ზოგიერთ ბანკში მეტიც იყო ეს მომსახურების მინიმალური გადასახადი. პასპორტის გასაცემი გადასახადი საელჩოში არის 51,88 ევრო! დანარჩენ პროცედურებს საკონსულოს საიტზე გაეცანით. წარმატებები მისურვებია (საშინელი) ფორუმულარების შევსებისას! პ.ს. ბოლომდე არ მიმიყვანია ეგ საქმე, თუ რაიმე ხარჯი კიდევ მიემატება, ან საბუთი იყოს საჭირო, ჩავამატებ აქაც. რა ძვირი ჯდება ეს პასპორტი, თან მხოლოდ 3 წლიანი ვადის და არასრულწლოვანებზე 50% -იან ფასდაკლებას, რაც სხვათაშორის სამოქალაქო რეესტრის საიტზე წერია, ჩვენ არ ვაკეთებთო საელჩომ განმიცხადა -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი