როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
neo |
Oct 5 2010, 09:11 AM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა შენ რაც დაწერე რომელლიმე წმიდა მამასთან წაკითხული გააქვს თუ შენს ნააზრევს წერ?... არა ჩემი ნააზრევია. წმინდა მამათა რჩევებს თავისი მისამართი აქვს და ჩვენ რეალობასთან შედარებით ხშირად არაპრაქტიკული რჩევებია... ვინ დაუწყებს ცქერას სიყვარულით კაცს რომელიც მას აგინებს ? ბერი თუ ხარ კი ბატონო, შენი ვალია და მოითბენ მარა ჩვენს რეალობაში ეს შეულძებელია თითქმის... თუ შენ მიუდგები მაგინებელს ისე რომ გაგინებს არა ის არამედ ეშმაკი მაშინ განრისხდები არა მასზე არამედ ეშმაკზე და სხვაგვარად მოიქცევი... მე ამის თქმა მინდოდა. რა თქმა უნდა ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე. -------------------- www.cordesign.ge
|
Fewlless |
Nov 5 2010, 09:09 PM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 10-October 10 წევრი № 9,613 |
...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი