![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
გამარჯობათ,
არ საჭიროებს ფორუმი გადატვირთვას, ამიტომ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ცალცალკე თემას ვერ გავხსნით, ყოველშემთხვევაში მე გადავწყვიტე, სანამდე ვიქნები აქტიურად ფორუმზე, ალბათ ზაფხულამდე, ჩემი ტკივილი, ფიქრები და ძიებანი, აქ ამ გვერდზე გაგიზიაროთ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, ცუდად და ძალიან სამწუხაროდ, წაყრუებას, ვიღაცისათვის ხაზის გადასმას და საერთოდ არ შეწუხებას იმაზე, ის ვიღაც რომ საყოველთაოდ გაკრიტიკებს, მართალია და აშკარაა, რომ მას სიყვარული არ ამოძრავებს, მაგრამ რასაც გეუბნება, იქნებადა მართლა გამოსასწორებელია? არადა, უბრალო მიყუჩების, იგნორირების და ხშირად საერთოდ არ ვხედავს და არ მესმის ლოგიკური არ ვამბობ მოყვება და მიდის დრო, დრო... ის დრო, რომელიც მალევე გვაჩვენებს ამ ინერტიულობის შედეგს, სანამ ჩვენ აქ რაღაც ბანალიზმებზე ვსაუბრობთ, საზოგადოება ბევრჯერ დასმულ კითხვაზე ცუდ პასუხს ღებულობს, ბევრი გაზეთის ფურცლები, ტელე, რადიო და ე.წ. ფეისბუქი მიაქვს შხამს და ცილისწამებას, ან კიდევ ფანატიზმს და აბსურდს... მე არ მინდა და არც ვაპირებ, ვაკოპიროთ აქ და რაღაც დისკუსიები გავმართოთ, რომელთაც გამოცდილებით ვიცით, რომ დაძაბულების იქით დიდი რაიმე სარგებელი არ მოაქვთ, არა, ვფიქრობ უბრალოდ მოკლედ ვთქვათ რა საღდება ხშირად მართლმადიდებლობად და მერე იმ გასაღებულს აკრიტიკებენ, როგორც მართლმადიდებლობას, როცა მართლმადიდებლობა, სრულიად სხვაა და მის არასწორ გაგებას მოყვება ხოლმე ის ცილისწამებები და ღვარძლი... თავისთავად ეს თემა, ერთგვარი პასუხია, რეაქციაა, თავდაცვაა, აპოლოგეტიკაა, ჩვენთვისაც აუცილებელია, ბოლობოლო ვიცოდეთ რას გვაბრალებენ და რაში მდგომარეობს ჩვენი რწმენა; ამავდროულად ერთგვარუ ჩემი პასუხიცაა პერსონალურად, ერთ ადგილას გაიჟღერა , რომ რადგან სადღაც არ ვწერთ ე.ი. ჩუმად ყოფნა გვაწყობს ან მსგავსი, ეს ასე არაა და მგონი ამის ახსნაც არ იყო საჭირო. ასე, პირველ თემასაც თავად შემოგთავაზებთ, იმდენია, საიდან დავიწყო არ ვიცი, იყოს პირველი ქალი ეკლესიაში საბჭოთა მენტალიტეტის გავლენა ეკლესიაში რომ შემოვიდა ეს ფაქტია და ერთგვარად ბუნებრივიცაა ესეც, მაგრამ ახლა საჭიროა დაწმენდა ამ აზროვნების, და გაგება კარგად და ეკლესიის მამებზე დაყრდნობით, ბოლობოლო რასაა რომ ასწავლის ეკლესია. მართლმადიდებლობა უწინარეს ყოვლისა სქესთა შორის სხვაობას არ აღიქვამს რაიმე დამოკიდებულ სისტემად, "არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ (გალ.3,28); ქრისტიანობა ამით უაღმატებულესი მოძღვრებაა, ვხედავთ რა ხდება ულტრაკონსერვატორულ ისლამში და აფრიკის ტომებში, სადაც რელიგიური (ვიმეორებ რელიგიური!) მოტივებით ხდება ქალთა საშინელი დისკრიმინაცია, უუფლებობა, მონობა, იმდენი რამდენიც გინდათ, ქალთა უფლებების დამცავ ნებისმიერ საიტზე შედით, ან თუნდაც ერთერთ ყველაზე მთავარზე: http://www.amnesty.org/en/campaigns/stop-v...e-against-women საინტერესო პრესრელიზია აქ: http://amnesty.org.ru/node/1331 მოკლედ, ხედავთ რომ მსოფლიო იბრძვის ქალთა უფლებების დაცვისათვის, და საოცრებავ, ჩვენთან ბევრს ეკლესიაშიც გონია, რომ , როგორც ერთერთ ფორუმზე წერენ "ქალი უნდა იჯდეს სახლში, რეცხოს, ხეხოს, იატაკი მოწმინდოს, ჭურჭელი დარეცხოს, ნასკებიც გარეცხოს, საჭმელი მოამზადოს, ბავშვები დაჩეკოს, აჭამოს, გაზარდოს, ქმარს ლოგინი გაუშალოს, ფეხსაცმელი გახადოს, უთო და მიქსერი ხელიდან არ უნდა გაუშვას... " ჰოდა, ამ დროს ღიპიანი ქმარი, უნდა ქეიფობდეს, ჭამდეს, სვამდეს და სლოკინით მოდიოდეს სახლში, და ესაა ქრისტიანობა, ან კიდევ არ წავალ შორს, აგერ გუშინ, აქვე ჩვენთან დასმულ კითხვა-პასუხს მინდა მივაქციოთ ყურადღება, მომყავს მთლიანად: ციტატა კითხვა: გამარჯობათ მამაო.მაინტერესებს ეკლესია როგორ უყურებს არაქალიშვილის ცოლად მოყვანას? ეხლახანს ვნახე ვიდეო და წავიკითხე რომ ქალისთვის პირველი ვინც იქნება ცხოვრებაში,ის არის მომავალი ბავშვის მამა.მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.დიდი მადლობა წინასწარ პასუხი: ადამიანები არ ვართ დაზღვეულნი შეცდომებისა და ცოდვით დაცემისაგან. შეიძლება მოხდეს ისე, რომ დედაკაცმა დაკარგოს ქალწულება არაქორწინებით ურთიერთობაში. დიდი ცოდვაა, მაგრამ ეს არ ართმევს მას უფლებას შექმნას ოჯახი, იყოს დედა. რამდენად შეძლებს მამაკაცი აპატიოს მას წარსული შეცოდება და მიიღოს იგი, პირადი საქმეა. ეკლესია განუწესებს დედაკცს ეპიტემიას, მაგრამ არ ზღუდავს ქორწინების უფლებაში. ერთადერთი შეზღუდვა არის ისეთი მამაკაცისათვის, რომელიც ემზადება სამღვდელო პატივის მისაღებად. ასეთის საცოლე აუცილებლად უნდა იყოს ქალწული. კარგი და პატიოსანი, თითქოსდა რაა აქ ცუდი, შემოვიდა კაცი და დაინტერესდა და მიიღო პასუხი, რომ შეიძლება, ოღონდ სამღვდელო კანდიდატურისათვის არაო... მაგრამ.. გინახავთ სადმე, გოგონას დაესვას კითხვა არავაჟიშვილს თუ შეიძლება გავყვე ცოლადო? არა! არც მოსდით თავში ეგ კითხვა, ლამის ბუნებრივია "კაცია და დადის ქალებში" ან "დადიოდა ქალებში", პირიქით?! რას ამბობ! "ქალია და დადის კაცებში" ან "დადიოდა" უდრის მეძავს, ხოლო კაცის შემთხვევა მაქსიმუმ "ცუღლუტს", გეგონება მცნება "არა იმრუშო" , რომ დაიწერა იქ სადმე "არა იმრუშო ქალო, შენც შეეცადე კაცო" ეწეროს... არ ვწერ ბანალურს, მართლა ვამბობ, ეკლესიაშიც არიან მიჩვეულნი ასეთ დამოკიდებულებას, ხშირად ეპიტემიაც კი განსხვავებულია კაცს მრუშობისათვის ან მსგავსი სექსუალური ცოდვებისათვის ძალიან ნაკლებ სასჯელს ადებენ (პირდაპირი შეხება მაქვს და ვიცი) და ქალს საერთოდ წლები არ აზიარებენ, ორმაგი მიდგომა, ორმაგი საზომი... ზემოთ პასუხი რატომ დავწერე იცით? იმიტომ რომ იქაც აისახა, ის რაც იმ ადამიანმა იკითხა, ის კი არ უკითხავს მე რომ ვარ ქალებში ნაგულავები (კითხვის დამსმელს არ ვგულისხმობ, ზოგადად ვამბობ), თუ შემიძლია ქორწინებაო, არა, ქალია მთავარი... პასუხიც მსგავსია, ნუ დაიშვებაო, მაგრამ ეს დაიშვება ქალს კი არ ეხება მარტო კაცსაც! ის რომ სამღვდელო კანდიდატმა ქალწული უნდა მოიყვანოს ცოლად, ეს კი არაა საკმარისი მარტო, საცოლე ქალწული იქნება თუ არა, პირიქით მეორადია; თავად სამღვდელო კანდიდატი უნდა იყოს ვაჟიშვილი! ახლახანს სხვა კამათიც გვქონდა, ქალების რაღაც წმიდა ადგილებზე მისტიური არ დაშვების შესახებ, მსგავსი რამ არსებობს, ქალი თუ არ დაიშვება სადმე მხოლოდ იმიტომ რომ იქ მამაკაცი ბერებია და ზუსტად იგივე მოტივით არ დაიშვება მამაკაცი ქალთა მონასტერში, ცნობილი გამონაკლისი საკურთხეველია, თუმცა ისიც ვიცით, რომ არსებობდნენ დედათდიაკვნები და საკურთხეველშიც შედიოდნენ, მსოფლიო კრებები ამტკიცებენ ამას ნიკეის I მსოფლიო კრების კანონი 19 ლაოდიკიის კრების კანონი 11 ქალკედონის IV მსოფლიო კრების კანონი 15 VI მსოფლიო კრების კანონი 14 ის შეზღუდვა, რომ მღვდელნი ვერ გახდებიან ეს ეკლესიაში მიღებული ტრადიციაა, ანუ წინამძღვრობა ოჯახშიც და ეკლესიაშიც მამათ მსახურებაა, ბიბლიურადაც და შემდეგშიც, მაგრამ ეს ქალებს არანაირად არ ამცირებს, ანუ არ შეიძლება ქალის ყოფნამ რაიმე ადგილი "გაუუწმიდუროს", არაა ქალი უწმიდური ან რაიმე დაბალი არსება, არადა უწესებენ იმდენ აკრძალვებს, რაც სრულიად აბსურდულია არამარტო ქრისტიანული, არამედ ჰუმანური მოსაზრებითაც, მაგალითად თურმე ჯვარზე მთხვევისას ჯერ კაცები უნდა გაატარო "უპირატესნი" არიან და იმიტომ, არადა ის "უპირატესი" წესით და ზრდილობით ავტობუსში ფეხზე უნდა წამოუდგეს ქალბატონს და დაუთმოს ადგილი, ეკლესიაში კი არა, უნდა უცადონს საათობით დაღლილმა ქალებმა, კმაყოფილი სახეებით როდის ჩაივლის მამაკაცთა გრძელი რიგი, მეტიც... თითქოსდა ეკლესიაში შესვლაც, ხატზე მთხვევაც, სანთლის დანთებაც და ლამის ლოცვანის დაკავებაც კი აუკრძალეს ქალთ დედათა წესის გამო, არადა რას ამბობს საეკლესიო კრებები? დედაკაცს არა აქვს ზიარების უფლება მისი განწმენდის დღეებში: დიონისეს ეპისტოლიდან ვასილიდის მიმართ, თავი 2 ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი 7 ე.ი. საიდუმლოებებიდან აყენებს და არა ეკლესიიდან განაგდებს ლამის, მსგავს აბსურდებზე და ზედმეტ აკრძალვებზე კარგად წერს ერთერთ მართლმადიდებლურ ფორუმზე Вспоминаю случай, о котором рассказывал мне ныне покойный отец Даниил Сысоев (ეს მოძღვარი სხვათაშორის მოკლეს სარწმუნოებისათვის http://www.pravmir.ru/tag/daniil-sysoev/ ). Один издатель заказал ему материал о том, что разрешается и что не разрешается православной женщине в Церкви в период месячного очищения. Отец Даниил почитал и любил церковные каноны, любил творения святых отцов, поэтому к делу подошел серьезно. Он изучил все, что говорят каноны и святые отцы по этому вопросу, и пришел в своей статье к следующему выводу: во время месячного очищения женщинам нельзя только участвовать в Таинствах, все остальное позволительно. К сожалению, издатель ожидал от священника совершенно другого вывода. Он считал, что женщине во время «критических дней» нельзя даже заходить в храм, и хотел донести его до читательниц, снабдив еще страшными историями о том, какие «кары небесные» постигли тех нечистивиц, которые дерзали во время месячных прикасаться к святыне. В результате та статья отца Даниила так и не была издана, и было бы интересно сейчас узнать о е судьбе. http://www.pravmir.ru/glavnyj-vrag-pravosl...aya-zhenshhina/ საერთოდ ფანატიკური სიშლეგის სახე მიიღო "ანტიშარვლისტურმა" მოძრაობამ, რომელიც ჩვენს ფორუმშიც საკმაოდ დიდად იქნა გავრცობილი, ნაცვლად იმისა, რომ გოგონათ უთხრან, რომ ქრისტიანობა სამოსის ფორმებს კი არა სიბილწეს და ზედმეტად გამომწვევად ჩაცმას კრძალავს, რაღაც დემონიზაცია მოახდინეს შარვალის, თითქოსდა წმიდა გიორგი კაბით არ დადიოდა ან თავად მაცხოვარს კვართი არ ცმოდეს, ქალი თან ქალის შარვალს ანუ სამოსს იცვამს და არა კაცისას, და ეს "არ ჩაიცვას კაცის სამოსი" სრულიად არაფერ შუაშია, არ იცავმს არც კაცი როცა კაცის კაბას იცავმდა (ან დღემდე იცვამს შოტლანდიელი), არ მოსვლია აზრად რომ "ქალის სამოსად" შეერაცხა საკუთარი სამოსი, მერე შეზღუდვები ქალის გალამაზებას ეხება, იმის ნაცვლად, რომ ვთქვათ ზედმეტი გადაღებვა არ შეიძლება, ფერუმარილს ლამის საერთოდ უკრძალავენ, გახსენდება უნებურად ცხონებული ნოდარ დუმბაძე:" თამარ მეფეც ისვამდა თურმე ფერუმარილს და თქვენ რაღა დაგემართათო"... ანუ არაა ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე და აკრძალვები ქრისტიანული სულის და ნურც ნურვინ შეეხება მართლმადიდებლობას, როცა მსგავს ფანტიზმების დაუწყებს კრიტიკას. ზემოთ მოყვანილ სტატიაში ძალიან საინტერესო ფაქტებია თავად მორწმუნე ქალის მიერ დაწერილი, ხოლო დაინტერესების შემთხვევაში დიაკონ ანდრეი კურაევის ამ ინტერვიუსაც გაეცანით, ეს ძალიან მნიშვნელოვნი კვლევაა და ყველას ვურჩევ: Церковь в мире людей. Женщина в Церкви http://www.pravmir.ru/cerkov-v-mire-lyudej...hhina-v-cerkvi/ ბევრი შეიძლება წერა, ოჯახში, საზოგადოებაში ქალის ადგილის შესახებ, დავწერთ ალბათ შემდეგშიც, უბრალოდ ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ ქალი და კაცი ადამიანებია ორივე და მიუხედავად მათი სხვადასხვა დანიშნულებისა, უფლის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, ცოდვა მოეთხოვება ორივეს თანაბრად და პასუხისმგებლობაც ორივეზე თანაბრად ვრცელდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
Otherguy |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 ![]() |
ამ საკითხში მშვენივრად(სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ
![]() (პირველ გვერდზე არსებულ პოსტებს ვუპასუხებ) KAIROS კაიროს გაიხარე ეს საკითხი რომ წამოწიე... მაგრამ სამწუხაროდ ეს გარჩეული საკითხი მარტო ერთეულებისთვის(ვინც ამ ფორუმზე არიან) არის მისაწვდომი და ყურადსაღები... Ligia იოანე ოქროპირზე არ ვიცი, მაგრამ კანონია არ ვიცი ვისი, მგონი ბასილი დიდის, რომ - მემრუშე კაცთან მაცხოვრებელი ქალიც მრუშია... ამ ლოგიკით კი ნახევარზე მეტი თბილისის ქალებს შორის - მრუშები არიან... თუნდაც სულ ერთგულების მწვერვალზე რომ იდგნენ... მართლაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოებრივი წესია... კაცს მართლა მოეთხოვება სექსი ქორწილამდე... აი რასაც ქვია აუცილებლად ითვლება... ლამის მღვდლებიც ამ აზრზე დადგნენ... ![]() ![]() ![]() გოგოებისგან დაცინვა არაა ხოლმე, მაგრამ მათ მოსწონთ უფრო მექალთანე კაცები, რადგან გაგებული აქვთ რომ გამოცდილება(და ეს თან მაგარბიჭობად ითვლება) უკეთესია... არადა მარტივი ჭეშმარიტებაა, რომელიც თუნდაც ტანტრაში მოიპოვება - რომ სექსი, როგორც სიყვარულის გამოვლინება - სპონტანურია, შეუძლებელია მასში წარსულს და გამოცდილებას მნიშვნელობა(საჭიროც არაა, რადგან ამ დროს წარსული ქრება) ჰქონდეს... ამაზე აღარ გავაგძელებ, მართლმადიდებლური ფორუმია... ![]() ჩვენთან 13-14 წლიდან იწყება ბორდელებში სიარული ბიჭებისთვის... და რაღაც დოზით მართალია რომ გადაჩვევა უჭირთ, მაგრამ მე ასე არ მგონია... სექსის სურვილი რომ არსებობს ცხადია, მაგრამ ნონა ძველი აღთქმა საერთოდ სხვაა... ეგრე "არა იმრუშო"-ო ეწერა, და ღმერთი პირდაპირ მოუწოდებდა ნადავლის სახით ებრაელებს ტყვე ქალები გაეუპატიურებინათ... იგივე არის "არა კაც კლა"-ზე, როცა ქალების და ბავშვების ამოხოცვის ბრძანებებს გასცემდა ხოლმე... athos მასე მარტივად არაა ეგ საქმე... სხვის საკუთრებას ეხებოდა და ამიტომ იყო ცოდვა... თორემ აბა ნახე როგორაა დაუნიშნავი ქალის გაუპატიურება? ცოლად აყოლებენ იმ კაცს ვინც გააუპატიურა... ჯარიმას იხდის ფულის სახით... და ერთი რამ დარჩა სათქმელი: ისე, ერთი ამაზრზენი რამ ჩამოაყალიბა ამ ყველაფერმა... ესეგი კაცს ყავს შეყვარებული, მასთან ზასაობით სკდება და დღის ბოლოს მერე ბოზებში მიდის... ანუ თუ დანიშნულები არიან რამოდენიმე თვე, ამ თვის განმავლობაში კაცი ყოველ კვირა ბოზებში დადის იმიტომ რომ ზასაობის მერე ის აღგზნება მოიშოროს... ეს ამაზრზენია... ისე საერთოდ განა ზასაობაც ცოდვა არაა? გოგოები 13 წლიდან იწყებენ ამას როგორც ბიჭები... უბრალოდ ბიჭი უარს არ ამბობს ხოლმე ნებისმიერ შანსზე, გოგო უმეტესწილად შეყვარებულთან... და უარესი - 1-2 თვის წინ ვიღაცას ეწერა ფორუმზე: "ახლახანს ჩემი ძმაკაცები იყვნენ ბარში, ორი გოგო ააგდეს ეზასავეს და სახლში აიყვანეს, და უარი უთხრეს - ქალიშვილები ვართ"-ო... რა ქვია ეხლა ამ ყველაფერს? უბრალოდ რა ეშველება ამ საზოგადოებას არ ვიცი... გარეგანაც ეგ კაცები მართლმადიდებლები არიან, არამართლმადიდებლებს აგინებენ და მათზე ძალადობენ, ასევე რიტუალისტურად - ეკლესიაში დადიან ხოლმე, "მეტი რა ქნან ეხლა".......... პ.ს. რადგან მორწმუნე არ ვარ, ამის გამო ნუ შეხედავთ ჩემს ნაწერს ცოტა ალმაცერად... ძალიანაც მინდა ქრისტიანი ვიყო, თანაც მართლმადიდებელი(თუმცა დოგმატებში გარკვევა რთულია), მაგრამ რწმენის დაბრუნება(რაც ასეთი და სხვა საკითხების გამო დავკარგე) თითქმის შეუძლებელია, უბრალოდ შორიდან მომწონს თეოლოგია, ქრისტოლოგია და სხვა საკითხები ქრისტიანობის/მართლმადიდებლობის... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 04:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი