სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სამღვდელმთავრო მსახურება, თავისებურებანი |
კანონისტი |
May 11 2007, 05:53 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალბათ ყოველი ჩვენგანი დასწრებია უწმიდესის ან ეპისკოპოსის მღვდელმსახურებას და შეამჩნევდით, რომ იგი გარკვეულწილად განსხვავდება ანალოგიური სამღვდელო მსახურებისგან
აქ დავდოთ სამღვდელმთავრო მსახურების თავისებურებანი და თანდათან განვიხილოთ მისი როგორც გარეგნული, ისე ლიტურგიკულ-თეოლოგიური სახე დავიწყოთ წირვით 1. საეკლესიო ტიპიკონით, კვეთა ანუ პროსკომიდია უნდა დასრულდეს მღვდელმთავრის ტაძარში მისვლამდე. ჟამნი შეიძლება წაკითხულ იქნეს როგორც მისვლამდე, ისე მას შემდეგ 2. წირვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება ე.წ. "ლოდინის ზარის" რეკვა, რომელიც არის თითო დარტყმა დიდ ზარზე ხანგრძლივი პერიოდებით 3. ტაძრის შემოსავლელში, კათედრაზე, ანალოღიასთან, ამბიონზე, კანკელის ხატებთან და ტრაპეზის წინ უნდა განთავსდეს სპეციალური მრგვალი ნოხი ე.წ. "არწივნი" 4. მღვდელმთავრის მოახლოების დაფიქსირებისას მნათე იწყებს სამეუფეო ზარების რეკვას რომელიც გაგრძელდება მღვდელმთავრის ტაძარში შესვლამდე 5. მღვდელმთავრის გამოჩენისას სამღვდელოება გამოდის აღსავლის კარით. მოძღვრები დგებიან ტაძრის შემოსასვლელთან, ხოლო დიაკვნები - სამეუფეო კათედრასთან. ამასთან, წინამძღვარს უჭირავს ხელში სინი, რომელზეც დაბრძანებულია ჯვარი, ხოლო პირველ დიაკონს - საცეცხლური 6. მას შემდეგ რაც მეუფე გადაკვეთს ტაძრის ზღურბლს, მეორე დიაკონის ხმამაღლა წარმოთქვამს სიბრძნით და პირველი დიაკონი ამბობს ჩამოლოცვის ლოცვას უპატიოსნესსა ქერუბიმთასა.... სახელითა უფლისათა... გვაკურთხენ. ამ დროს გუნდი გალობს ღირს არს.... 7. მეუფეს შემოსასვლელშივე მოსავენ სამღვდელმთავრო მანტიით და წინამძღვარი გადაცემს ჯვარს. სამღვდელოება ემთხვევა ჯვარს, რის შემდეგაც მას მეუფე ისევ წინამძღვრას გადასცემს და თვითონ დაიძრება საკურთხევლისკენ, შეჩერდება შუა ტაძარში, ემთხვევა ანალოღიის ხატს და ადის ამბიონზე, სადაც ემთხვევა კანკელის ხატებს 8. კანკელის ხატების მოლოცვის დროს იკითხება დასაწყისი ლოცვები, და ხატების შესაბამისი ტროპრები 9. მოლოცვის შემდეგ, მეუფე მოტრიალდება პირით მრევლისკენ, ამ დროს მას მარცხენა ხელში გადასცემენ კვერთხს, ხოლო მარჯვენა ხელით აკურთხებს მრევლს. ამ დროს გუნდა გალობს ბერძნულენოვან საგალობელს ტონ დესპოტინ-ს დანარჩენს მერე გავაგრძელებ...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
tamuna m |
Nov 10 2010, 10:16 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თუკი მწირველი არის საქართველოს პატრიარქი, საპატრიარქო კვერთხი მოდის სულ წინ, ანუ ჯვარზეც წინ, სხვა შემთხვევაში, ჯვრის შემდეგ; კანონისტი შეიძლება სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ თუ სტუმრად სხვა ქვეყნის პატრიარქიც არის, მაშინაც ერთი კვერთხი გამოაქვთ? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი