ხატწერის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხატწერის ისტორია |
აკაკი |
Nov 11 2010, 06:57 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ხატი არის რელიგიური გამოსახულების აღმწერი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გადმოსცეს "ანარეკლი" ღვთისა, წმინდანებისა და სხვადასხვა რელიგიური მოვლენები. დღესდღეობით, სიტყვა "ხატი" პირველრიგში ასოცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრობასთან. ხატს აქვს თვალსაჩინო ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და თაყვანისცემაში.
სიტყვა "ხატი" (icon) მოდის ბერძნული სიტყვიდან "eikon". როგორც იცით სიტყვა "ხატი" გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15]. მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება. ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს. IV და V საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით (რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.) ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი) რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ კირილე I-ის (404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში. ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა. VIII-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ ლეონ III-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი თეოლოგი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.) და წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის VII მსოფლიო კრებისას 787 წელს. თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] . გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია. მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს: "სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას; "ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4] "ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6] თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა. და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში. კარგი იქნება თუ თქვენც განათავსებთ აქ ამ თემაში ინფორმაციებს რომელიც ეხება ხატწერის საეკლესიო, სასულიერო მხატვრობის ისტორიის თემას |
აკაკი |
Nov 13 2010, 12:50 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
- ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ახალი სარწმუნოების გავრცელება სწრაფად მიმდინარეობდა მთელს რომაულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში. ბუნებრივია, რომ ადამიანს რომელმაც ქრისტე იხილა ვკითხავდით აღეწერა მისი გარეგნობა. იყო ეტაპები, როცა ადამიანებმა დაიწყეს ქრისტეს გამოსახულებების შექმნა და გავრცელება, ასევე მოციქულთა და ქრისტიანული სარწმუნოების წამებულთა გამოსახულებანიც. ადრეული გამოსახულებათა შესახებ დღეს ჩვენ ცნობებს გვაწვდიან ქრისტიანი ისტორიკოსი და ეპისკოპოსი ევსები (კესარიელი), რომელიც გადმოგვცემს, რომ არსებობდა ქრისტეს მთლიანი გამოსახულება ერთერთი ქალის მიერ რომელიც აღწერილია სახარებაში როგორც 12 წლიანი სისხლდენისაგან განკურნებული. იგი ასევე აღნიშნავს, რომ თავის დროზე არსებობდა ძალიან ძველი გამოსახულებანიც, წმ. პეტრესი და პავლესი. ევსებიმ უარი უთხრა კეისრის კალიუსის მეუღლეს ქრისტეს გამოსახულების გაგზავნაზედ, რადგანაც იგი ფიქრობდა, რომ იგი მას გამოიყენებდა როგორც კერპს და დაარღვევდა ბიბლიურ მცნებას. ზოგიერთი რეგიონალური ეკლესია წინააღმდეგი იყო გამოსახულებების, ესპანეთის ადგილობრივმა ეკლესიის სინოდმა 305 წელს განაცხადეს, რომ გამოსახულებანი ეკლესიაში უნდა იყოს აკრძალული. თუმცა, გამოსახულებათა რიგი მაგალითები არსებობს, შობისა და მწყემსი კეთილის ალეგორიები რომლებიც შექმნილია ქრ. შ. 250 წლის განმავლობაში, იგინი გვაჩვენებენ თუ რამდენად ახლოა ფერწერა და როგორ საერთო გახდა ქრისტიანობასთან იგი. გამოსახულებათა ზრდა კონკურენტული იყო ქრისტეს განკაცების მოძღვრების კიდევ უფრო ნათლად გამომჟღავნებასთან ერთად, რომელიც უმთავრესი ელემენტია ქრისტიანული სარწმუნოებისა. შეგვიძლია დასაბუთებულად ვივარაუდოთ, რომ ქრისტეს და მისი წმინდანების ადრეული გამოსახულებანი პირვეულად იყო უფრო რეალისტობისაკენ მიდრეკილი და მიწიერი; მალე ქრისტეს და სხვა წმინდანთა გამოსახულებების შექმნისათვის ჩამოყალიბდა გარკვეული კანონები. მაგალითად, პეტრე მოციქული გამოსახულია როგორც ოდნავ უთმო, ნაცრისფერი ხუჭუჭა თმა და წვერი. პავლე შედარებით კიდევ უფრო უთმო, რომელსაც სწორი ყავისფერი თმა და წვერი აქვს, და სქელი კისერი. ეს გამოსახულებანი ცნობილი იყო რომში, სადაც ადამიანები უკეთ იცნობდნენ ამ ორ მოციქულის ფიზიკურ გარეგნობას. მაგალითად ადრე წმ. პეტრეს ხატი ადრეულ ქრისტიანულ პერიოდში იყო ორი ტიპის გამოსახულება ქრისტესი. ერთი ახალგაზრდა ფორმაში, წვერის გარეშე "გმირის" ტიპის. მეორე გამოსახულება კი რომელსაც ვიცნობთ დღეს - კაცი 30 წლის ასაკის, უკან გადაშვებული გრძელი თმით, გლუვი წვერით, მაღალი შუბლით, ოდნავ გრძელი და სწორი ცხვირით, ჩაცმული მანტიითა და მოსასხამით. ძველ რომში და საერთოდ მთელი რომაული სამყაროს იმპერატორები ცდილობდნენ, რომ გაევრცელებინათ მათი მეფობის პერიოდში თავიანთი გამოსახულებანი, ქანდაკებანი და ა.შ. ეს გამოსახულებანი განთავსებული იყო ქალაქის ცნობილ ადგილებში. მათი წარმოდგენით, ეს ნამუშევრები ნიშნავდა რეალურად იმპერატორის და მისი "ძალის" იქ მყოფობას. გამოსახულებებს ადამიანთა საცხოვრებელ სახლებშიც კი შეხვდებოთი, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ადამიანებს დაემსახურებინათ იმპერატორის მათდამი კეთლგანწყობილი დამოკიდებულება. ქრისტიანებს ძალიან რთულ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, იმართებოდა საჯარო ცერემონიები სადაც იმპერატორის გამოსახულებებს სწირავდნენ მსხვერპლს. მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ეს ცერემონია, უბრალოდ სამოქალაქო ცხოვრების ფორმალური ნაწლი იყო, ზოგს კი მართლა სჯეროდა, რომ იმპერატორი იყო ღმერთი. ის ფაქტი, რომ ქრისტიანები არ იქცეოდნენ ასე, ძალიან აღიზიანებდა მმართველთ და ამ საქმეს შერაცხავდნენ როგორც სახელმწიფო ღალატად, ამის გამო მრავალი ქრისტიანი აღესრულა იმის გამო, რომ მსხვერპლი არ შესწირა იმპერატორის გამოსახულებას. აქედან კარგად სჩანს, რომ ძველ ქრისტიანებისათვის (დღესაც) იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მიწიერ მმართველს ვიდრე ზეციერ მეუფეს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 05:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი