IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატწერის ისტორია
აკაკი
პოსტი Nov 11 2010, 06:57 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატი არის რელიგიური გამოსახულების აღმწერი სიტყვა, რომელიც გამოიყენება იმისათვის, რომ გადმოსცეს "ანარეკლი" ღვთისა, წმინდანებისა და სხვადასხვა რელიგიური მოვლენები. დღესდღეობით, სიტყვა "ხატი" პირველრიგში ასოცირდება მართლმადიდებელი ეკლესიის მხატვრობასთან. ხატს აქვს თვალსაჩინო ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და თაყვანისცემაში.

სიტყვა "ხატი" (icon) მოდის ბერძნული სიტყვიდან "eikon". როგორც იცით სიტყვა "ხატი" გამოიყენება ბიბლიაშიც, კერძოდ ძველ აღთქმაში, სადაც წერია "თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად..... შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.[დაბადება 1:26-27]. ეს სიტყვა ასევე გამოიყენება ახალ აღთქმაშიც სადაც წმიდა მოციქული პავლე კოლასელთა მიმართ ეპისტოლეში სწერს "ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა..." [კოლასელთა მიმართ 1:15].

მხატვრობა ჯერ კიდევ ძველისძველი ისტორრიდან არის ცნობილი. ძველი ეგვიპტის ხელოვნები ცნობილნი არიან თავიანთი მხატვრობით, ქვისა თუ ხის კვეთით. ცნობილია მათი ფრესკები ქურუმ ოსირისის საფლავზე, რომელიც წარმოადგენს ისტორიულ და მითოლოგიურ სუბიექტებს. ასევე სარკოფაგები, ადაც იკრძალებოდნენ მათი ფარაონები, ცნობილია მათი ჩუქურთმები და ფარაონის ფერწერული პორტრეტები, სამაგალითოთ ფარაონ "ტუტანხამონის". ზოგიერთ მდიდარი ადამიანი, ფარაონის დაკრძალვამდე სპეციალურად ახატინებდა მის პორტრეტს. ასევე ძველ ბერძნებს და რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი ჩვეულება.

ისტორიკოსები იკონოგრაფიის სტილის ჩამოყალიბებას ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნემდე ათარიღებენ. ზოგიერთო არქეოლოგის აზრით, ხატები პირველად პოპულარული იყო ადამიანთა საცხოვრებელ სახლებში, ხოლო შემდეგ დაიწყო შემოღება სალოცავებში, ალბათ მესამე საუკუნის ბოლოს. IV და V საუკუნეშებში უკვე გავრცეებული იყო მათი გამოყენება. ის აზრი, რომ ხატები ადრეულ ეკლესიაში გამოიყენებოდა, მეტყველებს ეკლესიის უნიკალურ გამოცდილებაზე. ქრისტიანობის დიდმა ნაწილმა როგორც იცით წარმართული კულტურიდან იცვალა ფერი, მათ უმეტესობა ძალზე გაუნათლებელი იყო. ბევრ მათგანს უჭირდა გაეგო ბიბლიური სწავლებები, მათი სულიერი მნიშვნელობა, ისტორიული მოვლენები რომლებიც აღწერილია ბიბლიაში, და ეკლესიის ცხოვრებაში. ამრიგად, ეკლესიაში ღვთისაგან დადგენილმა მოძღვრებმა, ღვთისაგან კურთხევით (რადგან ეკლესის თავი და მმართველი ქრისტე ღმერთია, და მის გარეშე არაფერი ხდება ეკლესიაში - მთარგმ.) ადრეულ ეკლესიაში დაუშვებს რელიგიური სურათები (ხატები), რადგანაც ხალხს უჭირდა შეეთვისებინა ქრისტიანობა და მისი სწავლება თვალსაჩინოებითი დახმარების გარეშე. ამდენად, ყოველივე ეს დაეხმარა მორწმუნეებს შეემეცნებინათ მათთვის ახალი სარწმუნოება. რომის იმპერატორის კონსტანტინეს (ქრ.შ. 307-337 წელი) რეფორმებისას ქრისტიანობის მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმპერატორმა დააჩქარა და ხელი შეუწყო ქრისტიანობის ტრიუმფს, და აკრძალა წარმართული კერპთაყვანისმცემლობა. წარმართული "ღმერთების" ქანდაკებები მოშალეს დედაქალაქში. გამოიყენეს ხატები ეკლესიებისა და შენობების დასამშვენებლად. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ პატრიარქ კირილე I-ის (404-430 წ. / ცნობილია როგორც "კირილე ალექსანდრიელი, და სვეტი სარწმუნოებისა"), როლი. მან გასცა ნებართვა, რომ ხატები განეთავსებინათ საპატრიარქოში და ეგვიპტის ყველა ეკლესიაში.

ხატების გავრცელებასთან ერთად იმპერატორ კონსტანტინეს შემდგომ საუკუნეებიში, ქრისტიანებმა დაიწეყებს ხატების გამოყენება იმგვარად, რომ არასოდეს ყოფილა განკუთვნილი ამისათვის. იგი გახდა უფრო ასოცირებული ხელოვნებასთან და არა როგორც ლოცვის საშუალება ქრისტიანული წესებით. ხატებს აღარ ჰქონდა თაყვანისცემისა და მისდამი მოკრძალებით მოპყრობის, ან რაიმე წმინდის მნიშვნელობა მათთვის. თაყვანისცემა აჩვენებს, რომ ხატი არ არის უბრალოდ ხელოვნების ნიმუში რომელის მიმართაც ჩვენ პატივისცემით ვართ განწყობილნი, არამედ იგი ამსახველია რომელიმე წმინდა პიროვნებისა თუ მოვლენისა. ხატი არის სარკმელი, რომელიც გვახედებს სულიერ სამყაროში, მისი გამოყენება გვეხმარება ვჭვრეტდეთ სულიერ საგნებს და აღმოვჩნდეთ გონების ლოცვით ფარგლებში, როგორც შეხსენება ბიბლიური მოვლენებისა, ქრისტეს და სხვა წმინდათნა ცხოვრებისა, და არა როგორც ობიექტი თაყვანისცემისა.

VIII-ე საუკუნეში გაჩნდა მოძრაობა რომელიც არჩევდა აღმოეფხვრათ ხატები ეკლესიებიდან იმ მოტივით, რომ ისინი ჩვენში თაყვანისიცემოდა როგორც ავტორიტეტულ სურათებად. მათი იდეის საფუძველი იყო არასწორად გაგებული ბიბლიის სიტყვები "არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო" [გამოსვლათა 20:4-5]. ამ პერიოდში (ხატმებრძოლეობის პერიოდი), ერთიერთი ძირითადი ფიგურა "ლაუონ ელ-ეშაფრი" და მისი მიმდევრები იყვნენ ჩართულნი მრავალი ხატის განადგურებაში. საინტერესოა აღინიშნობს, რომ ამ დროს იმპერატორ ლეონ III-ის მეფობის პერიოდიში, დაიწყო ხატმებრძოლეობის დავა და გახდა სერიოზული კონფლიქტის საგანი ეკლესიაში. ეს დაემთხვა მაჰმადიანთა შემოსევებს სირიაში, ერაყში ეგვიპტესა და სპარსეთში. ქრისტიანთა იერუსალიმის წმინდა ადგილები მუსლიმთა ხელში ჩავარდა. კონფლიქტის პერიოდში ორი ძალზედ ცნობილი თეოლოგი, რომელნიც დადგნენ ეკლესიაში ხატთა გამოყენების დასაცავად, იყვნენ წმ. იოანე დამასკელი (675-749 წ.) და წმ. თეოდორე სტუდიელი (759-826 წ.) მართლმადიდებელი ეკლესიის VII მსოფლიო კრებისას 787 წელს.

თუმცა ქრისტიანობამ აკრძალა კერპთა თაყვანისცემა, ხატთა გამოყენება კი არ აუკრძალავს ჯერ კიდევ ასეთი (ხატმებრძოლი) აზროვნების გაჩენამდე. ისტორია მოგვითხრობს, რომ ხატების ეკლესიაში გამოყენების ფესვი არის ჯერ კიდევ ქრისტეს დროიდან. არსებობს მთელი რიგი ისტორიული დოკუმენტები ამისათვის.
  • პირველი, ეს არის, როგორც ცნობილია წმ. მახარებელი ლუკა იგი იყო ნიჭიერი მხატვარი და ექიმი. მან დახატა ხატი სადაც ასახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყრმა ქრისტეთი ხელში, რომელიც შემდგომ მსოფლიოს მრავალ ეკლესიაში იქნა გადაწერილი. ასევე არის ცნობა, რომ ისტორიკოსმა "ვან კელუბიმ" აღმოაჩინა მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ალექსანდრის საკათედრო ტაძარში ვიზიტისას, რომელიც დაუწერია მოციქულსა და მახარებელს წმ. ლუკას.
  • მეორე, ხელთუქმნელი ხატი მაცხოვრისა გვაბრუნებს უკან პირველ საუკუნეში როცა ედესის (მდებარეობს აღმოსავლეთ ერაყში) მეფემ ავგაროზმა გააგზავნა თავისი მსახური ანანია უფალ იესო ქრისტესთან და სთხოვა, რომ თუკი შესძლებდა სწვეოდა მეფეს და განეკურნა იგი. მეფე დაავადებული იყო და სურდა, რომ მასთან მისულიყო უფალი, მის სამეფოში. ანანია იყო ნიჭიერი მხატვარი, და ცდილობდა დაეხატა უფლის სურათი, მაგრამ მისი დიდებული და მშვენიერი გარეგნობა იმდენად ძლიერი და არაამქვეყნიერი იყო, რომ მან ვერ შეძლო ამის გაკეთება. ნაუბარი მოგვითხრობს, რომ ანანია დაბრუნდა უკან მეფესთან, მას თან ჰქონდა ნაჭერი რომელზეც ქრისტეს გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ქრისტეს წმინდა სახის სურათმა განკურნა მეფე მისი დაავადებისაგან, ქრისტეს თანამყოფობის გარეშე წმინდა სურათმა გამოაჩინა ძლიერება მეფის განაკურნავად. ფაქტიურად ამ ლეგენდაზე მეტყველებს წმ. პავლე მოციქულიც(? / მთარგმ.) "ჩვენ კი, დაუბურავი სახით რომ ვჭვრეტთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, იმავე სახედ გარდავისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან. [2 კორინთ. 3:18]. ეს ამბავი და ორი წერილი გადაწერილია სიტყვასიტყვით და გამოქვეყნებულია 56 და 57 გვერდებზე წიგნში "საეკლესიო სტორია", ძველი ქრისტიანი ისტორიკოსის ევსები კესარიელის (264-340 წ.) მიერ.
  • მესამე, კიდევ ერთი ამბავი ძველად ხატის გამოყენებისა გულისხმობს ქალს ლუკას სახარების 8:43 მუხლში, რომელიც იესომ განკურნა თორმეტწლიანი სისხლდენისაგან. ქალს მისი სახლის (სიფეკ ბენიაში, იოარდენეს მდინარესთან ახლოს) კარებზე ჰქონდა ქრისტეს გამოსახულება და კიდევ სხვისა, ანუ თვითონვე მდებარე განრთხმული მის (ქრისტეს) ფეხებთან. ისტორიკოსი ევსები კესარიელი ამ გადმონაცემს ციტირებს მის წიგნში "საეკლესიო ისტორია" რომელმაც თავადვე ნახა ქრისტეს ეს გამოსახულება ამ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო იმ დროს მისი იქ ვიზიტისას III საუკუნეში.
ამგვარად, ხატი შეიძლებოდა გამოყენებულიყო სახარების მოღვაწეობაში და ეკლესიის წმინდა ტრადიციაში, არა უბრალოდ მხატვრული ნიმუში. ხატები არიან სარკმელნი ზეცისა. მორწმუნე უხილავ კონტაქტში შედის პიროვნებასთან რომელიც გამოსახულია ხატზე. ამ გზით ხატმა შეიძლება დიდი როლი იქონიოს ადამიანის სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ამ თუ იმ წმიდა პიროვნების ცხოვრების ასახული დეტალით ხატში.
- ამიტომ, ხატებს შეუძლიათ აკურთხონ ჩვენი ცხოვრება თუკი მათ სულიერი გზით ვიყენებთ. ხატი არ არის მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ იგი ახორციელებს უამრავ სულიერ შემეცნებას ჩვენ ცხოვრებაში. ქრისტიანული სარწმუნოების ცენტრია, რომ "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა" [იოანე 1:1] . გასაკვირი არ არის, რომ ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწყალე და მოსიყვარულე სახეს, რომელიც მრავალი ხატის შინაარსია.

მართლმადიდებლური ხატწერის ხელოვნებამ შემდეგში მიიღო გარკვეული სიმბოლიზმი, რომელიც ახდენს შინაარსის გადმოცემას. მაგალითად: დიდი და განიერი თვალები სიმბოლურად გამოხატავს სულიერ თვალებსა და ხედვას არამატერიალურ სამყაროში, წმ. წერილი ამბობს: "სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც" [მათე 6:22]. მეორე, დიდი ყურები ღვთის სიტყვის სმენას; "ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!" [მარკოზი 4:23] მესამე, მშვიდი კეთილი და წყნარი ტუჩები უფლის დიდებას და ქებას; "ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ."[ფს. 62:4] "ბაგითა გალობისათა გაქებდეს შენ პირი ჩემი" [ფს. 62:6] თვალების და ყურების ფიგურა ხატში არის არაპროპორციულად დიდი, რადგან სულიერი პიროვნება მრავალ დროს ხარჯავს, რომ უსმინოს ღვთის სიტყვას და აღასრულოს მისი ნება. მეორე მხრივ, პირი რომელიც გამოცლილია ყოველი ავი სიტყვისაგან პატარაა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ხატები მართლმადიდებლური ტრადიციით არ არის უბრალო ხელოვნების ნიმუში, არამედ ისინი გამოიყენება როგორც სარკმელი სულიერ სამყაროში, ისინი შექმნილია იმიტომ, რომ მივაღწიოთ გონებრივად ლოცვით მდგომარეობას, და გვიხელმძღვანელოს ლოცვასა და ჭვრეტაში.





კარგი იქნება თუ თქვენც განათავსებთ აქ ამ თემაში ინფორმაციებს რომელიც ეხება ხატწერის საეკლესიო, სასულიერო მხატვრობის ისტორიის თემას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აკაკი
პოსტი Nov 13 2010, 01:19 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხატთაყვანისცემის მნიშვნელობა და პირველი ქრისტიანული ხატები

ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება", - ბრძანებენ წმინდა მამები. არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული ძალზე მნიშვნელოვანია.


არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- ხატმებრძოლები ქრისტიანებად მიიჩნევდნენ თავს. ეს იყო ქრისტიანობიდან წარმოქმნილი ერესი, მაგრამ სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან და საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანებისგან წარმოიშვა, დანარჩენ მწვალებლობათა ფუძემდებლები კი სასულიერო პირები იყვნენ. ხატმებრძოლებმა წმინდა ხატების დევნა თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ამაში ზოგიერთი სასულიერო პირიც ჩააბეს. ისინი საეპისკოპოსო კათედრებიდან დევნიდნენ ხატთაყვანისცემის დამცველ სასულიერო პირებს და მათ ადგილზე ხატმებრძოლებს ნიშნავდნენ. კათედრებზე ინიშნებოდნენ ხელისუფლებისგან გამორჩეული საერო და ხატმებრძოლობის მომხრე სასულიერო პირებიც.

ხატმებრძოლებს ერთიანი, ჩამოყალიბებული სწავლება არ ჰქონიათ და ხშირად მიდიოდნენ ალოგიკურ ქმედებამდე - ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ აღიარებდნენ წმინდა ხატებს, მაგრამ თაყვანს სცემდნენ ჯვარს და წმინდა ნაწილებს. იმ გაგებით, რა გაგებითაც ისინი ხატებს კერპებად მიიჩნევდნენ, ჯვარი და წმინდა ნაწილებიც კერპებად უნდა მიეღოთ.

მათგან განსხვავებით, ერში მყოფი ხატმებრძოლები წმინდა ნაწილებსაც ანადგურებდნენ და ცხოველმყოფელ ჯვარსაც შეურაცხყოფდნენ; თუკი ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ გამოირჩეოდნენ მართლმორწმუნე, ხატთაყვანისცემის დამცველ ქრისტიანთა ტანჯვა-წამებითა და დევნით, საერო ხელისუფლებაში მყოფნი ამას არად დაგიდევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ქრისტიანებად აღიარებდნენ, ხატმებრძოლთა მიერ მოწყობილმა მართლმორწმუნე ქრისტიანთა დევნამ სისასტიკით დიოკლეტიანეს მიერ მოწყობილ დევნას გადააჭარბა. ხატმებრძოლთა ქმედებები არ იყო ერთიანი, თანამიმდევრული და აქედანაც ჩანს, რომ მათთან არ იყო ჭეშმარიტება.

- რადგან ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან მომდინარეობდა, ალბათ ძალადობითა და სისასტიკითაც ამიტომ გამოირჩეოდა...


- ცხადია. საერთოდაც, როდესაც ამა თუ იმ მწვალებლურ მიმდინარეობას საერო ხელისუფლება უჭერდა მხარს, ესა თუ ის ერესი სწორედ მაშინ იკიდებდა მყარად ფეხს და იწყებოდა ქრისტიანთა დევნა. ამ შემთხვევაში, ხატმებრძოლობა თავად საერო ხელისუფლებისგან დაიწყო და მეტი ძალადობითაც გამოირჩეოდა.

- როგორც ცნობილია, ხატმებრძოლობა მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული...


- ხატმებრძოლობა გავრცელებული იყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზანტიის იმპერატორების ხელისუფლება ვრცელდებოდა. ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ერესი ეკლესიის წიაღში არ წარმოქმნილა. მას ეწინააღმდეგებოდნენ რომის პაპი, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები. იმ პერიოდში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა, იოანე გუთელი საქართველოში იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად, რადგან არ ისურვა ხელდასხმა მიეღო კონსტანტინოპოლში, სადაც ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და მიეღო იგი იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. აქედან ისიც ჩანს, რომ ამ მოვლენას საქართველოში არ მოუკიდებია ფეხი.

- ცხადია, ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი იარსებებდა. იქაური ტაძრებიც ხომ უფლისა და მის წმინდანთა გამოსახულებებით იყო მოხატული... როგორ მოხერხდა წმინდა ხატების გადარჩენა?

- ხატმებრძოლობის დროს ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი განადგურდა. ეკლესიების კედლებიც ჩამოფხიკეს, შელესეს და სხვადასხვა ფიგურით მოხატეს, მაგრამ ბევრი ხატის გადარჩენა მოხერხდა. როდესაც ბერმონაზვნები და მართლმადიდებლები ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს ტოვებდნენ, თან წმინდა ხატებიც მიჰქონდათ.

ამ გზით აურაცხელი ხატი გადაარჩინეს განადგურებას. ხატმებრძოლობის დასრულების შემდეგ, ამ ხატებიდან ნაწილი კვლავ ბიზნატიის იმპერიის ტერიტორიაზე დააბრუნეს, ნაწილს კი ათონის მთაზე მოუყარეს თავი, რომელიც სწორედ IX საუკუნეში იწყებდა ჩამოყალიბებას, როგორც საეკლესიო ცენტრი. ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლიდან გამორიდებულ იქნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი - ანჩისხატად წოდებული. იგი ბიზანტიიდან წასულმა ბერებმა ანჩის საეპისკოპოსოში მიაბრძანეს და სწორედ ამის გამო ეწოდა ანჩისხატი. მოგვიანებით, თურქთაგან ტაო-კლარჯეთის დაპყრობისა და ანჩის საეპისკოპოსოს დაცემის შემდეგ, ანჩისად წოდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი საქართველოში იქნა გადმობრძანებული და დღემდე ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. ამჟამად, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

იმ პერიოდში, ხატთაყვანისცემის დამცველებად უპირველესად, ბერმონაზვნები გვევლინებიან, ამიტომ საერო ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც წამოიწყო ბრძოლა. მათმა უმრავლესობამ დატოვა ბიზანტია, ნაწილი დასავლეთში - რომის კათედრის დაქვემდებარებაში მოქცეულ ტერიტორიებზე გადავიდა, ნაწილმა კი აღმოსავლეთს მიაშურა. ამ პერიოდში რომში უამრავი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი ამოქმედდა, სადაც მსახურებები ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. IX საუკუნიდან, ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, ხატთაყვანისცემის აღდგენასთან ერთად, ბიზანტიაში კვლავ აღორძინდა და განმტკიცდა მართლმადიდებლობა.

- საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხატთაყვანისცემას? რატომ არის ქრისტიანობაში მიღებული ხატების - ანგელოზთა, უფლის და მის წმინდანთა გამოსახულებების შექმნა?

- წმინდა მამები ბრძანებენ: ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს ვუკავშირდებით. ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება.

ხატის თაყვანისცემისას, თაყვანს ვცემთ და პატივს მივაგებთ არა ხეს, საღებავსა და იმ მასალას, რომლისგანაც ხატია შექნილი, არამედ მასზე გამოსახულ პირველსახეს - უფალს, ანგელოზებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებს ან წმინდა მოვლენებს. წმინდანთა გამოსახულებებს თაყვანს ვცემთ და ლოცვა-ვედრებას აღვუვლენთ იმის გამო, რომ ისინი თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრებით და ქრისტიანული აღსასრულით სათნო ეყვნენ უფალს და ამის გამო მეტი კადნიერება აქვთ უფლის წინაშე თხოვნისა, ვიდრე ჩვენ.

როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქრისტიანული ხატები?


- პირველი ქრისტიანული ხატი გახლდათ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს შეიქმნა. ქალაქ ედესის მძიმედ დასნეულებულმა ავგაროზ მეფემ მხატვარი ანანია იერუსალიმში მყოფ მაცხოვართან მიავლინა, თან წერილი მისწერა ქრისტეს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იცოდა მისი სასწაულებრივი მკურნალობის შესახებ, აღიარებდა მას მესიად და სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და სნეულებისგან დაეხსნა. ამასთანავე, მაცხოვარს საცხოვრებლად თავის ქალაქს - ედესს სთავაზობდა.

ავგაროზმა ანანიას ისიც დაავალა, - თუკი ქრისტე თავად არ ინებებს წამოსვლას, მისი ღვთაებრივი სახე დახატე, რათა სურათი მაინც მქონდესო. უფალმა ედესში წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ანანიას მისი დახატვის ნება დართო. მხატვარმა ვერასგზით მოახერხა უფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახის ტილოზე გადატანა. მაშინ მაცხოვარმა წყალი და ტილო მოატანინა, პირი დაიბანა და ტილო სახეზე მიიდო, რომელზეც სასწაულებრივად აღიბეჭდა მაცხოვრის სახე... ამ გამოსახულებას მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდა. ამგვარად, ქრისტიანთა შორის ხატთაყვანისმცმელობას დასაბამი მისცა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა. უფალმა თავად აკურთხა წმინდა გამოსახულებების - ხატების თაყვანისცემა.

სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ბრძანდება საქართველოში, რომელიც როგორც ვთქვით, ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. XIX საუკუნეში ამ ხატის დათვალიერებამ უჩვენა, რომ იგი შესრულებულია ტილოზე ჩვენგან უცნობი მეთოდებით (უცნობია იმის გამო, რომ ხელთუქმნელია), რომელიც შემდეგ არის გადაკრული ხეზე, მოჭედილია და შემკულია ძვირფასი ქვებით.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისგან კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ერთ-ერთი მათგანი - კეცის ხელთუქმნელ ხატად წოდებულიც, საქართველოში მოხვდა. იგი ჩვენს ქვეყანაში წმინდა ანტონ მარტყოფელმა ჩამოაბრძანა, მაგრამ დიდი თურქობის დროს დაიკარგა: საქართველოს მეფის, გიორგი მეშვიდეს (1393-1407) ხანაში, თემურ ლენგის შემოსევისას, გიორგი მარტყოფელმა ეს ხატი, იმის შიშით, რომ ურჯულოებს არ გაენადგურებინათ, ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალა; მოგვიანებით, გიორგი მარტყოფელი მოწამებრივად აღესრულა და თან წაიღო კეცზე აღბეჭდილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ადგილსამყოფლის საიდუმლო, რომელიც დღემდე უცნობი რჩება.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გარდა, არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც, რომელიც წმინდა ქალწულის პირისახეზე მიდებით გამოისახა. იგი ღვთისმშობელმა თან გამოატანა საქართველოში საქადაგებლად წამოსულ ანდრია პირველწოდებულს. ეს ხატი დღესაც საქართველოშია და აწყურის ყოვლადწმნიდა ღვთისმშობლის ხატის სახელწოდებითაა ცნობილი.

ხატები ქრისტიანობის პირველი საუკუნიდან იწერებოდა. ლუკა მახარებელი - ერთ-ერთი სახარების ავტორი, ცნობილი ხატმწერი გახლდათ. მან შექმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, ასევე მოციქულთა ხატები. საეკლესიო მეცნიერებაში ცნობილია 100-მდე ხატი, რომელთა სახელიც ლუკა მახარებელს უკავშირდება.

- არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. როდის შეიქმნა მართლმადიდებლური კანონიკა და შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დამოუკიდებლად გაარკვიოს, ხატი მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული თუ არა?

- მართლმადიდებლური კანონიკა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში შეიქმნა, საბოლოოდ კი ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, IX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეკლესიის მიერ უამრავი არაკანონიკურად შექმნილი ხატი განადგურდა.

იმის გარჩევა, კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული ხატი თუ არა, ძალზე ძნელია. თუ ადამიანმა მართლმადიდებლური კანონიკა არ იცის, ამას ვერც გაარჩევს. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული მნიშვნელოვანია. მაგალითად: მაცხოვარს, მისი ღვთაებრივი ბუნების ნიშნად, შარავანდედში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯვარი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გამოისახება თავსაბურავის გარეშე, არ შეიძლება, რომ ღვთისმშობელს უჩანდეს თმა; იგი იშვიათად გამოისახება მარტო - თითქმის ყველა ხატში ღვთაებრივი ყრმა უჭირავს ხელში, ამასთანავე, შუბლსა და მხრებზე სამი ვარსკვლავი აქვს გამოსახული, ნიშნად იმისა, რომ ღვთისმშობელი ქალწული იყო შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდეგაც.

დამახასიათებელი ნიშნები აქვს წმინდანთა ხატებსაც: არ შეიძლება, წმინდანი გამოსახული იყოს პროფილში; მოციქულებს და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს სახარება ან ქარტია უპყრიათ ხელთ, წმინდა მოწამეებს - ჯვარი, მკურნალ წმინდანებს - წამლის ყუთი და ა.შ. რაც შეეხება ცალკეულ დეტალებს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, მაღალი შუბლი - სიბრძნეს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას... მნიშვნელობა აქვს ფერებსაც: თეთრი სიწმინდეს აღნიშნავს, მწვანე - ცხოვრებას, ლურჯი - საიდუმლოს, ცისფერი - უმანკოებას, ოქროსფერი - მარადიულობას, ყვითელი - სითბოსა და სიყვარულს, წითელი - მსხვერპლად შეწირვას.

ცხადია, ყველა დეტალზე ლაპარაკი შეუძლებელია. ხატის კანონიკურობის დამტკიცება ხდება მისი კურთხევის დროს - თუ ხატი მართლმადიდებლური კანონიკით არ არის შესრულებული, ამას მოძღვარი გვეტყვის.


შორენა მერკვილაძე
ჟურნალი ”გზა”


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/16047-kha...l#ixzz156YyXu9p
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ხატწერის ისტორია   Nov 11 2010, 06:57 PM
აკაკი   - ქრისტეს სიკვდილი...   Nov 13 2010, 12:50 AM
აკაკი   [b]ხატთაყვანისცემი...   Nov 13 2010, 01:19 AM
აკაკი   მართლმადიდებელი ე...   Apr 4 2011, 06:25 PM
ალექსანდრე   საიმპერატორო გავლ...   Jul 29 2012, 04:31 PM
აკაკი   რა კარგია რომ ეს თე...   Jan 25 2013, 01:44 AM
qetevano   რა კარგია რომ ეს თე...   Jan 25 2013, 01:47 AM
MIRDAT   ხვალ ჩავუჯდები ამ ...   Jan 25 2013, 01:46 AM
აკაკი   qetevano კარგი იყო... ეს მ...   Jan 25 2013, 09:47 PM
qetevano   აკაკი ხატწერის თემ...   Jan 25 2013, 09:48 PM
აკაკი   კარგი, ეს თემა უფრო ...   Jan 25 2013, 09:49 PM
qetevano   აკაკი ისტორიულსაც ...   Jan 25 2013, 09:51 PM
A.V.M   qetevano ხატმწერი შენ ხა...   Jan 26 2013, 12:56 AM
qetevano   qetevano ხატმწერი შენ ხ...   Jan 26 2013, 01:07 AM
A.V.M   qetevano მაგარი ზარმაცი...   Jan 26 2013, 01:18 AM
qetevano   ..............ანჩისხატის ი...   Jan 29 2013, 12:09 AM
A.V.M   კარგია...   Jan 29 2013, 02:09 AM
gunci   ძალიან გამიხარდა ე...   Jan 29 2013, 06:01 PM
qetevano   ძალიან გამიხარდა ...   Jan 29 2013, 07:19 PM
qetevano   ივერიის ღმრთისმშო...   Jan 30 2013, 05:14 PM
qetevano   აწყურის ღვთისმშობ...   Feb 18 2013, 11:33 PM
qetevano   http://s019.radikal.ru/i603/1303/d7/2cbb9c8ae55e.j...   Mar 10 2013, 11:44 PM
A.V.M   qetevano მდლ...   Mar 11 2013, 02:20 AM
qetevano   A.V.M როგორ გავშიფრო მ...   Mar 11 2013, 04:35 PM
A.V.M   qetevano მადაგასკარი...ლ...   Mar 11 2013, 09:28 PM
qetevano   [img]http://s004.radikal.ru/i207/1304/25/2cc628df4...   Apr 11 2013, 11:39 PM
qetevano   http://radio1.ge/media-view/12941 ხატმწ...   Nov 19 2013, 02:33 PM
marine   +   Feb 7 2018, 01:03 PM
marine   "ძალზე საინტერეს...   Feb 21 2018, 11:46 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 02:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი