როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Nov 13 2010, 04:36 PM
პოსტი
#22
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
როგორ ვისწავლოთ მოთმინება
"მამაო! მასწავლე ვიყო მომთმენი" უთხრა ერთმა დამ. "ისწავლე,- უპასუხა ბერმა, - და დაიწყე იმით,რომ მოთმინება იქონიე იმ უსიამოვნებებისადმი,რომლებიც გხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში." /ღირსი ამბროსი ოპტინელი/ შენ,დედაო,მთხოვ გასწავლო მოთმინება. რა უცნაური ხარ! ამას ასწავლის ღმერთი! მას გასწავლიან ადამიანები - დები! მას გასწალის ცხოვრების პირობები! ისინი შენ გასწავლიან მოთმინებას. გასწავლიან თვით მოთმინების არსს. მოითმინე ყველაფერი რაც შეგხვდება და გადარჩები! ჩანს,რომ ცდილობ და გინდა გადარჩე, - ოღონდ არ იცი როგორ,არ გესმის სულიერი ცხოვრება. აქ მთელი საიდუმლო იმაშია,რომ მოითმინო ის რასაც ღმერთი გიგზავნის, და ვერ იგრძნობ როგორ შეხვალ სამოთხეში. /ღირსი ანატოლი ოპტინელი/ ... მოთმინება უნდა ვისწავლოთ არა მაშინ,როცა ჩვენ დანაშაულისთვის გვკიცხავენ,არამედ მაშინაც,როცა უდანაშაულოდ ვილანძღებით და გვსაყვედურობენ. /წმინდა მაკარი ოპტინელი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 02:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი