![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
შოთა
გეთანხმები, თუმცა თუ სულ ასე ვთქვით რომ პროტესტი არ უშველისო, სულ თავდახრილები ვიქნებით. უკიდურესობებში არ უნდა გადავიდეს პროტესტი, თორემ ჯანსაღი პროტესტი საჭიროა, საზოგადოებას დიდი ძალა აქვს. ციტატა ქეთი როგორ ხარ? მადლობა, კარგად ![]() შენ როგორ ხარ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი