![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
terra |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 ![]() |
რა გიკვირთ? როდის იყო ხალხის აზრი ვინმეს აინტერესებდა? ან აქ წერით გამოვა რამე? ან იკივლეთ თუ გინდა, შეხტით ამბიონზე და გასკდით ყვირილით, ვის აინტერესებს? ფულია ყველაფერში მთავარი, ეგ ბარი კი საკმაო შემოსავალს მოუტანს მის პატრონებსაც და მათ მფარველებსაც. ასე რომ აზრი არა აქვს არაფერს. არ შეიძლება ასე. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ხელების ჩამოშვება, სიკვდილს ნიშნავს. .zakaria. ნაინა ვფიქრობ უნდა დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას. თუ საჭირო იქნება ამის შემდეგ კი საჯაროდაც დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. როდესაც ასი ათასი მოწამის საპატივცემულოდ მთელი ერი ერთსულოვანია, როგორ, როდესაც შემდეგ ასე ბღალავენ შენს სიწმიდეს ამაზე დუმილი დანაშაული არ არის? საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, არ მგონია ბევრად მეტი ძალა ჰქონდეს ამათთვის, ვიდრე თავად უწმინდესის განცხადებას, რომელიც ნათლად და გარკვევით დააფიქსირა. ისე მიჰყავთ ამათ პროცესები, რომ მრევლს გამოიყვანენ ბოლო-ბოლო ქუჩაში და მერე არ ვიცი. ნაინა არა ნინო, ვერ დაგეთანხმები ასეთ პესიმისტურ პოზიციაში. მაშინ არც მამათმავლების აღლუმზე უნდა გამოსულიყო ხალხი და ეფიქრა: "ეჰ, მაინც ჩატარდება და არაფერი შეიცვლებაო". რამდენი ადამიანი იყო შარშან და წელსაც ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებულ მსვლელობაზე? აი იმდენივეს უნდა შეტკიოდეს გული. ცოტა ნამდვილად არაა... ++ -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი