![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
Ligia |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
ხალხნო იცით რამდენ ადამიანს გაუხარდება მაგ ბარის მშენებლობა? მთელი თბილისის როგორც ინგლისელები იტყვიან "ფოშ" საზოგადოება სულ მანდ იჯდება.
თავი დავანებოთ იმას რომ ზუსტად მაგ ადგილას 100 000 კაცი აწამეს და წმინდა ადგილია (არა და ყოველთვის სადაც ვინმეს აწამებდნენ ან ვინმეს საფლავი იყო იქ ტაძარი შენდებოდა, გვიყვარს ქართველებს ინოვაციები) რატომ მიდგამს მავანი ბუდას ქანდაკებას ქალაქის ცენტრში? ლონდონში მასეთი ბარი სადაც ბარები, რესტორნები და გასართობი ადგილებია იქ დგას და არა ბიგ ბენის, ვესტმინსტერის და პარლამენტის სახლთან თუ მაინცადამაინც ცნობილი ბრენდის წამოჭიმვა მომინდომეს, დიღმის ტრასაზე დავიჯერო ადგილი დაილია, სადაც სულ რესტორნებია წამოჭიმული? ან რაღა ბუდა ბარს მიადგა, აღმოსავლური რესტორნები სხვები ვერ ნახა? არის ბატონო ჩინური, ტაილანდური და იაპონური კონსერვატორიასთან სამივე ჩამწკრივებული, არც არაფერს აშავებენ, რა კლიენტი არ ყავთ? ვითომ მასეთი ტიპის რესტორნის გახსნით ფულს ვერ იშოვიდნენ თუ რა, არააა მაიცადამაინც ბუდა უნდა წამოჭიმონ, ![]() ისე რავარი სანახავი იქნება თბილისი, აქეთ მეტეხი, იქით ბუდა ბარი, ტოლერანტობა გვაქვს უმაღლესი დონის ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 08:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი