![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
death |
![]()
პოსტი
#2
|
![]() A P O L O G I S T ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 ![]() |
ბუდა-ბარები საკმაოდ პოპულარულია, ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი რამ ჩვენთანაც გაიხსნება. პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობოს...
რაც შეეხება რიყეზე მის მშენებლობას. საინტერეოა ახლა გაახსენდათ საპატრიაქოში (თუ ნამდვილად მსგავსი განცხადება გააკეთეს და განგებ არ ვარ შეცდომაში შეყვანილი), რომ ეს წმინდა ადგილია და აქ ქეიფი და ღრეობა არ შეიძლება? სანამ რიყეზე მდებარე რესტორნებს აყრიდნენ, ქრისტინული იქ არაფერი ხდებოდა. თუ ახლა საპატრიარქოში გალეშილების მიერ ნათქვამი ლიტონი სადღეგრძლოები და ალკოჰოლისგან სხვა გალაქტიქაში ჩარჩენილების ჩხუბი ქრისტიანულად მიაჩნიათ მაშინ კი ბატონო. პრობლემა ბუდა ბარი არ არის... თუ ამ ადგილის გამოყენებას უშუალოდ სასულიერო კუთხით აპირებენ მაშინ პროტესტი სამართლიანია, მაგრამ თუ აქ ისევ რესტორნების და სხვა გასართობი საშუალებეის ჩადგმა არის გეგმაში, მაშინ ბუდა ბარის ჩადგმაც გამართლებული იქნება. ანუ ქართულ "პონტში გაჭედვა" არ შეურაწყოფს ამ ადგილს, ხოლო სხვა კონფესიურ სტილში აგებული რესტორანი რომელსაც თითქმის არანაირი საკრალური დანიშნულება არ აქვს, უკვე შეურაწყოფას აყენებს მოწამეებს? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 08:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი