![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ცარიელი ლიბერალიზმი და პათოსი.
შეიწყნაროს უნდა თანამედროვე ქრისტიანმა ყველაფერი, რაზეც ყველა ნორმალური პატრიოტი და თავისი ისტორიის მცოდნე აღშფოთდებოდა. რახან საპატრიარქოს რამდენიმე საქციელი არ მოგვწონს, ამიტომ არაა მხედველობაში მისაღები არც არქიტექტურა, არც ის, რა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია კონკრეტული ადგილი და გავაჭენოთ ჩვენს გემოზე. მიდი და ამერიკელს აუშენე ტანცების ადგილი ცათამბჯენების ადგილას. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 07:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი