![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ვფიქრობ საჭიროა ამის შესახებ ცალკე თემის არსებობა.
როგორც იცით რიყეზე მიმდინარეობას ე.წ. რესტორნის "ბუდა ბარის" მშენებლობა. მსგავსი დასახელების რესტორნების ქსელი შემდეგ ქალაქებში ფუნქციონირებს: ბეირუთი, კაირო, დუბაი, ჯაკარტა, კიევი, ლონდონი, მონტე კარლო, პარიზი, პრაღა, სან პაოლო, ვაშინგტონი. ამჟამად თბილისშიც აპირებენ როგორც ვხედავთ. ამ რესტორნების დამახასიათებელი ნიშანია ბუდას ქანდაკება. 13 ნოემბერს, 100 000 მოწამის ხსენების დღეს უწმიდესმა ბრძანა, რომ ყოვლად დაუშვებელია ამის გაკეთება რიყეზე. ეს ადგილი წმიდაა, აქ სარწმუნოების დასაცავად ეწამა ასი ათასი ქართველი. წარმოდგენაც კი შემზარავია ამ ადგილზე რესტორნის, სადაც აღმართული იქნება ბუდას ქანდაკება. ვფიქრობ ჩვენი ვალია დავაფიქსიროთ პოზიცია და არ ჩაიაროს ამ მნიშვნელოვანმა საკითხმა ყურადღების მიღმა. რას ფიქრობთ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი რამ? როგორც მამათმავალთა აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გვქონდა პროტესტი, ვფიქრობ აქაც არანაკლებ საჭიროა ჩვენი პოზიციის დაცვა. ბუდას ქანდაკება ნიუ იორკის რესტორანში http://www.buddhabarnyc.com/ ![]() რეპორტაჟი რიყეზე მიმდინარე მშენებლობაზე და უწმიდესის კომენტარი (ბოლოს). რეპორტაჟი კურიერში 17.11.2010 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustav...11-2010%2021:12 -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
lingvo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 ![]() |
ციტატა შენ ეტყობა საპატრიარქოში არ ყოფილხარ იმ დროს, როცა კაი დიმპიტაური და ჯიგრულ-მამაპაპური სიმრერები მოგდის განუწყვეტლივ დილამდე. ამას ზედ დაერთვება გაგანია მარხვაში მწვადების მადისაღმძრვრელი ოხშივარი, რომელსაც მეოზბელი რესტორნები ფანჯრისკენ გტყორცნიან და კიდევ ათასი რამ... მესმის შენ რასაც იძახი, მაგრამ ბოროტებას რომ უარესი ბოროტება ემატება ხომ არ უნდა ვთქვათ, რომ აი ასეთი და ასეთი ცუდი რამეები ხდებოდა და ესეც რადგან თავიდან ვერ გავიგეთ პროტესტს აზრი არ აქვსო. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასე ნელ-ნელა გააკეთებენ ყოველგარ უზნეობას თუ არ ავიმაღლებთ ხმას. კანონზომიერიცაა, არა? თუ არ გამოხატავ წინააღმდეგობას უზნეობის მიმართ, ეს დუმილი თანხმობას ნიშნავს. პროტესტი რომ არ გამოთქმულიყო მამათმავალთა აღლუმზე, ხომ ჩაატარებდნენ? -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 08:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი