აფხაზური გალობა ახალ ათონში..., მოისმინეთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზური გალობა ახალ ათონში..., მოისმინეთ |
დათიკო |
Mar 26 2009, 12:08 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
როგორც ჩანს ღვთისმსახურება ახალ ათონში აფხაზურად მიმდინარეობს.
საუკუნეების მანძილზე, მაშინაც როცა რომელიმე რეგიონი წლების მანძილზე გამოყოფილი იყო საქართველოდან, ერთადერთი მისი მაკავშირებელი ეკლესია რჩბოდა ხოლმე. დღეს სამწუხაროდ ეს კავშირიც წყდება. მოისმინეთ და შეააფსეთ. http://www.predanie.ru/music/Cerkovnye_pesnopenija_Abhazii/ |
nk44 |
Nov 21 2010, 05:39 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ვეშაპო
ციტატა მე კი არა, შენ გაქვს გამორჩევითი ტქტიკა ამ შემთხვევაში. თუ პუტინი არაა მართლმადიდებელი, იმ ”აფხაზურის” მოგალობეც არაა მართლმადიდებელი და მითუმეტეს მაგათი ე.წ. ეპისკოპოსი ბესარიონ აპლია. აფხაზი შეიძლება სულაც არ იყოს ეკლესიაში მოსიარულე, ან საერთოდ მუსულმანი იყოს, მაგრამ ქართველებისადმი გაცილებით კეთილგანწყობილი იყოს, ვინემ ”მართლმადიდებელი” აფხაზი. ვფიქრობ, არაა სწორი ძმებად მათი მოხსენიება (მთელ კონგლომერატს ვგულისხმობ), როცა ძირითადი მასა დღეს ქართველების მტერია და მათ ეთნიკურ წმენდაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. რატომ არაა მართლმადიდებელი იგივე აპლია თუ გინდა??? აფხაზი არაა ძმა?? ჩემთვის ძმა არის შეცდომილი ოღონდ, ისე შენგან არც მიკვირს მაგათ რომ ძმად ვერ აღიქვამ, შენთვის ბიზანტიურად მოგალობე მართლმადიდებელი ქართველიც არაა ძმა. ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობა აქვთ მიღებული გეთანხმები, მაგრამ ჩვენს ისტორიაში არის ფაქტები (უახლესში) როცა მხედრიონს მიღებული აქვს მონაწილეობა სამეგრელოს დედა ბუდიანდ აწიოკებაში, და შენთვის ისინი ძმები არიან თუ არა?? და საერთოდ შენ თუ არ თვლის მას ძმად შესაბამისად მისი გადარჩენაც არ გინდა ხო?? თუ გინდა და მტერთან ერთად ცხოვრებაზე ფიქრობ?? ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ძმები რუსული იმპერიის ტყვეობიდან, და მათი გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლოთ და არა შავი ზღვისთვის ანდა რიწის ტბისთვის. ციტატა დღეს მაგ მიწაზე სწორედ რომ აფსუები ცხოვრობენ ძირითადად, მას მერე, რაც ქართული (აფხაზური) მოსახლეობა გამოყარეს. მათი რელიგია ძირითადად არის ისლამი. ესეიგი აფხაზი არის მხოლოდ ეთნიკურად ქართველი?? რა გასაოცარი ინფორმაციები გაქვს, ვინმე ნაცნობი გყავს ეხლა აფხაზეთში?? მე უამრავი ნათესავი მყავს და ეგ რასაც შენ წერ არის სატელევიზიო ინფორმაცია, ხოლო რეალობა "ცოტა" სხვა არის ციტატა კი არ იყო, არის. მაგ ოჯახს ქვია აფხაზურ-ადიღეური ოჯახი. აფხაზურის ნაცვლად ადრე ხმარობდნენ აბაზინურს (რაც სწორია), მაგრამ ერთორწმუნე ძმების (რუსებს ვგულისხმობ) ძალისხმევით დამკვიდრდა ტერმინი აფხაზურ-ადიღეური, რითაც აფხაზობა მიენიჭათ აფსუებს, ხოლო ძირძველი აფხაზური მოსახლეობა უბრალოდ ქართველები გახდნენ. და არა მარტო ადიღეური, მაგ ენათა ჯგუფში შედის, აფხაზური, აბაზურ, ადიღეურ, ყაბარდოულ, უბიხური ენები. აბაზურ ენაზე მოსაუბრე არის დაახლოებით 48000, ადიღეურზე 500 000, ყაბარდოულზე 600 000, ხოლო უბიხური კაი ხნის მკვდარია. აფხაზურ ენას ხშირად აფხაზურ–აბაზ(ინ)ური ენის დიალექტად მოიხსენიებენ. ლინგვისტური თვალსაზრისით კი ბევრად უკეთესი იქნება თუ აფხაზურსა და აბაზურს ორ სხვადასხვა ენად განვიხილავთ. აფხაზური ენა დაიყოფა რამდენიმე დიალექტად, რომელთაგან სამი აფხაზეთის ტერიტორიაზე (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) გვხვდება: (1) ბზიფური, (2) აბჟუური და პირველ-მეორე დიალექტთან შედარებით საკმაოდ პატარა (3) სამურზაყანოს (სიტყვა სამურზაყანოს გამო იგი არ უნდა აგვერიოს მეგრული ენის სამურზაყანო-ზუგდიდის დიალექტში) დიალექტები. სხვა დიალექტები დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე გვხვდება (სადზი, ახჩიფსა და ცაბალი, აგრეთვე ბზიფი). -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი