აფხაზური გალობა ახალ ათონში..., მოისმინეთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზური გალობა ახალ ათონში..., მოისმინეთ |
დათიკო |
Mar 26 2009, 12:08 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
როგორც ჩანს ღვთისმსახურება ახალ ათონში აფხაზურად მიმდინარეობს.
საუკუნეების მანძილზე, მაშინაც როცა რომელიმე რეგიონი წლების მანძილზე გამოყოფილი იყო საქართველოდან, ერთადერთი მისი მაკავშირებელი ეკლესია რჩბოდა ხოლმე. დღეს სამწუხაროდ ეს კავშირიც წყდება. მოისმინეთ და შეააფსეთ. http://www.predanie.ru/music/Cerkovnye_pesnopenija_Abhazii/ |
nk44 |
Nov 21 2010, 11:05 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
ვეშაპო
ციტატა მოკლედ, ჩემთვის "ძმობის" შენეული დეფინიცია რაღაც განზოგადებული და გაურკვეველი რამაა. ანუ, ვერ მივხვდი, რატომაა ბესარიონ აპლია ძმა და რატომ არაა პუტინი. პუტინი არაა მართლმადიდებელი და მაგიტომ. აპლიას აქვს კანონიკური გადაცდომები თუმცა დოგმატებთან მე რამდენადაც ვიცი არავითარი გადაცდომები არ აქვს. შენ თუ რამე სხვა იცი მაგრა გამიხარდება თუ მეტყვი ფაქტებს. ციტატა ეკლესიაში მოსიარულე რუსი ძმა ყოფილა და მთავრობაში მომუშავე არა. კი ბატონო. მე ეგ არსად მიწერია მე ვამბობ რომ ყველა მართლმადიდებლი არის ძმა ხოლო მათ შორის არიან შეცდომილი ძმები. ციტატა მაშინ მოდი ასე დავსვათ კითხვა, ბასილ კობახიძეს, ან მამაჯემალას ძმებად თვლი? კიდევ გიმეორებ ყველა მართლმადიდებელი არის ძმა ხოლო ეკუმენისტი არაა მართლმადიდებლი და შესაბამისად ვერც იქნება ძმა. ეხლა მკითხავ ესენი რატომ არ არიან შეცდომილი ძმებიაო მე კი გეტყვი რომ, ვინც ბუდისთან მუსულმანთან პაპისტთან და ა.შ თანალოცვაშია და ამას მრვალგზის შეგონების მიუხედავად არ ინანიებს არ არის მართლმადიდებელი, ეხლა შეიძლება ასევე მკითხო ჩვენი ეკლსიაც ხომ იყო ეკუმენურ საბჭოშიო მე კი გეტყვი რომ პატრიარმა შეგონების შემდეგ გამოიყვანა ჩვენი ეკლესია ამ უსაშინლესი ორგანიზაციიდან, და მოინანია. ციტატა აგერ ბატონო მერაბ მამუკიშვილი: "სიკვდილას" ეძახდნენ. არის აფხაზეთის ომის ვეტერანი. არის ეკლესიის მრევლი. ერთი კითხე მაგას, აფხაზები ძმები არიანთქო? მერე რომ გეტყვის არაო (თუმცა ეჭვი მეპარება მასე ზრდილობიანად მოიქცეს), წადი აფხაზეთში და ვისი ძმაც ამას ყავს მოკლული იმას კითხე ამ მერაბაზე, ძმა არისთქო? შენ მერაბს კვირისპალიტრით იცნობ ხო?? ერთს გეტყვი და მგონი უნდა გაიგო:„და (მას ჟამსა შინა) ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან (იესუს), გამოსცდიდა მას და ეტყოდა: მოძღუარ, რომელი მცნებაი უფროის არს სჯულსა შინა?“ (მუხლები 35 და 36). „ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ (მუხლები 37 და 38). „და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მუხლი 39). „ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან“ (მუხლი 40). მერაბი არის გამწარებული კაცი ისევე როგორც ყველა ომში ნამყოფი, მას უამრავი საშინელება უნახავს, უამრავი ტკივილი გადაუტანია, უამრავი მეგობარი დატოვა იქ და ბევრი აფხაზიც გამოასალმა სიცოცხლეს. ამიტომ მისგან მსგავსი დამოკიდებულება არაა გასაკვირი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ იგი ისე აზროვნებს როგორც უფალი გვასწავლის. მერე რა რომ ეკლესიაში დადის ჩვენ რა ვინც ეკლესიაში დავდივართ იმის 10%-ტს მაინც ვაკეთებთ რაც უფალმა მოგვცა სწავლების სახით?? მევფიქრობ რომ არა და რომ ვაკეთებდეთ არც ამ დღეში ვიქნებოდით, ჩვენ ერთმანეთს ვესროლეთ ტყვიები, "თბილისელმა" "მეგრელს" საბურთალოელმა ვერელს, და ა.შ მაგრამ ჩვე რა ერთ მიწაზე მცხოვრები ძმები არ ვართ?? იმ მიწაზე რას უფალმა გვარგუნა. და ვერცერთი ვერ გადავსახლდებით აქედან და ვერც მაგ კუთხეებს გადავიტანთ სხვაგან, ერთადერთი გვაქვს დარჩენილი რომ უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს როგოც აპატია შეურაცხმყოფილმა უფალამ თავის შვილებს ასეთი საშინელი დამცირება, თუმცა მას ისიც შეეძლო რომ სრულებით აღეგავა ადამიანი მაგრამ არ ქნა და რატომ როგორ ფიქრობ?? მე ვფიქრობ რომ მაგალითი მოგვცა თუ როგორები უნდა ვიყოთ, ისევე როგორც მთელი მისი განკაცება იყო ცოცხალი მაგალითის მოცემა. ციტატა სულ არ მაინტერესებს რა ჯგუფს მიეკუთვნება აბაზინური და ტანზანიური ენები. ძალიან ცუდი. ციტატა ერთი ის ვიცი, რომ ეგ ხალხი არ არის აბორიგენი და ჩვენს მიწაზე ჩამოსულია, ისევე როგორც ოსი. -------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 01:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი